Connect with us

სხვა

შინაურული საშუალება პატარა ტრამვებისთვის, სალბით და თაფლით

სალბისა და თაფლის ტანდემი, ანტისეპტიკური საშუალებაა რომელიც ნაკაწრებისა და ჭრილობების მკურნალობაში გამოგვადგება. ხშირად, როდესაც კანი სუფთაა და ჭრილობა კი ზედაპირულია – შეხორცების პროცესი თავისთავად მიმდინარეობს. მაგრამ, იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დავაჩქაროთ უმჯობესია ზოგიერთი ხალხური საშუალება გამოვიყენოთ.

სალბის უპირატესობა ჭრილობებისა და ნაკაწრების მკურნალობაში

სალბი ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება. ის ბაქტერიებისა და სხვა პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას უშლის ხელს. ამცირებს ჭრილობის დაინფიცირების რისკს და ქსოვილს რეგენერაციაში ეხმარება.

თაფლის უპირატესობა ჭრილობებისა და ნაკაწრების მკურნალობაში

ალტერნატიულ მედიცინაში, თაფლი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. თავისი სოკოს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების წყალობით ის არაჩვეულებრივი ვარიანტია ინფექციების მკურნალობის დროს.

მისი გამოყენება კანისთვისაც სასარგებლოა. ის ატენიანებს და გვეხმარება ქსოვილის რეგენერაციაში, რომლებიც ჭრილობის გამო დაზიანდნენ.

როგორ მოვამზადოთ თაფლი და სალბი?

მომზადების წესი საკმაოდ იოლია. მათი შეძენა იოლია როგორც სუპერმარკეტებში ისე აფთიაქებშიც. ყველაზე მთავარია – თაფლი 100%-ით ნატურალური იყოს!

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი სალბის მშრალი ფხვნილი (30 გრამი)
  • 4 სუფრის კოვზი თაფლი (60 გრამი)
  • სტერილური ბოთლი
  • ხის კოვზი

მომზადება:

დაფხვენით სალბის რამდენიმე გამომშრალი ფოთოლი, მაგრამ, ექსტრაქტის გამოყენებაც შეგიძლიათ!
ფხვნილი გასტერილებულ ქილაში ჩაყარეთ.
დაუმატეთ კოვზით თაფლი და ხის კოვზის მეშვეობით კარგად აურიეთ.
როდესაც პრეპარატი მზად იქნება, ქილას თავი დაახურეთ და გრილ, ბნელ ადგილას დატოვეთ 24 საათით.
ამ დროის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაიწყეთ.

მოხმარების რეჟიმი:

კარგად გაწმინდეთ ჭრილობის ზედაპირი და დაიდეთ სალბითა და თაფლით მომზადებული საშუალება.
კარგად შეიზილეთ და დაიტოვეთ 20 ან 30 წუთით.
დროის გასვლის სემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ 2 ან 3 ჯერ დღეში, სანამ კანი სრულად არ აღდგება.

ამ საშუალებას ღია ჭრილობებზე ნუ გამოიყენებთ. გაითვალისწინეთ, რომ სერიოზულ ტრამვებს პროფესიონალმა ექიმებმა უნდა უმკურნალონ!