Connect with us

ჯანმრთელობა

შინაურული კონიაკით ანგინას მოიშორებთ. აი, ზუსტი რეცეპტი

ანგინის და ნუშისებრი ჯირკვლების ანთების მოსაშორებლად პირად რეცეპტს გთავაზობთ.

რეცეპტი ჩემი ქმრის ექიმმა მომცა. მეუღლეს ანგინა ხშირად აწუხებდა და ნუშისებრი ჯირკვლის მოშორების საკითხის წინაშე ვიდექით. მეუღლეს ოპერაცია აშინებდა და ეს რეცეპტი დროული აღმოჩნდა.

5 გრ მიხაკი (სანელებელი) 200 მლ კონიაკს დაუმატეთ და 2 კვირა დააყენეთ. დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, ძილის წინ 4 წვეთი თითოეულ ნუშისებრ ჯირკვალთან დაიწვეთეთ. ბავშვებისთვის ნაყენი წყალში 1:1 პროპორციით გახსენით და ასევე 4 წვეთი დააწვეთეთ. კურსი – 7 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.

ამ რეცეპტის გამოყენებით მთელმა ოჯახმა ანგინა მოვიშორეთ. ჩვენ სამი ბავშვი გვყავს.

მე და ჩემ გოგოს ანგინა ხშირად გვაწუხებდა. 6 წლის წინ ამ ხალხური რეცეპტით ვიმკურნალეთ და იმ დროიდან ანგინას არსებობა დაგვავიწყდა. ეს მარტივი რეცეპტი არაერთ ადამიანს დაეხმარა.

წითელი ჭარხალი წვრილ სახეხზე გახეხეთ, 1 ს/კ 6%-იანი ძმარი დაასხით და 4 საათით დააყენეთ. წვენი გაწურეთ და ნარევი ყელში ყოველ დილით გამოივლეთ. 2 კვირა ასე იმკურნალეთ. წვენი საღამოს მოამზადეთ და მაცივარში შეინახეთ და დილით შეათბეთ.