ჯანმრთელობა
შინაურული კბილის პასტა, რომელიც კბილებს წმენდს, კურნავს და სუნთქვას აჯანსაღებს
დღეს რთულია იპოვოთ კარგი კბილის პასტა, რომელსაც ორგანული შემადგენლობა აქვს და ძვირი არაა. სწორედ ამიტომ, ბოლო დროს კბილის პასტის სახლში გაკეთება სულ უფრო პოპულარული ხდება. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააკეთოთ კბილის პასტა საკუთარი ხელით.
დაგჭირდებათ ნატურალური ინგრედიენტები, რომლებიც ერთად ქათქათა ღიმილს უზრუნველყოფენ. გარანტიას გაძლევთ, რომ თვითნაკეთი კბილის პასტით უკეთეს ეფექტს მიიღებთ, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდით.
ხელნაკეთი კბილის პასტა: სარგებელი
სახლში გაკეთებული კბილის პასტა ქოქოსის კარაქით მზადდება. ეს კომპონენტი ხელს უშლის ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც მინანქარს აზიანებენ. სწორედ ამიტომ, თვითნაკეთი კბილის პასტის რეგულარული გამოყენება კარიესის განვითარების რისკს ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტია ეთერზეთი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ეს ღრძილების მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ეთერზეთი კბილების მგრძნობელობას ამცირებს.
კბილის პასტის მომზადების ინსტრუქცია
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ ქოქოსის კარაქი
- 2 ჩ/კ სოდა
- 3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
- 2 წვეთი ოხრახუშის ეთერზეთი
- 2 წვეთი პიტნის ეთერზეთი
მომზადების წესი:
- ქოქოსის კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ. ოდნავ შეაგრილეთ.
- სოდა დაუმატეთ და გასქელებამდე აურიეთ.
- ოხრახუშის, ლიმონის და პიტნის ეთერზეთები დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- პასტა სუფთა ქილაში გადაიტანეთ.
ხელნაკეთის პასტის შენახვა
სახლში დამზადებული კბილის პასტა 4 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ. ამის შემდეგ გამოსაყენებლად უვარგისია. სწორედ ამიტომ, ქილაზე დამზადების თარიღი მიუთითეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ პასტაში წყალი არ მოხვდეს.
ამ პროდუქტის მომზადებაზე 30 წუთს დახარჯავთ და საოცარ შედეგს მიიღებთ. თქვენ გექნებათ ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული კბილის პასტა, რომელიც კბილის მინანქრის გაძლიერებას ხელს უწყობს. როგორ თვლით, ღირს ამ პროდუქტის მომზადება სახლის პირობებში თუ სჯობს ნაყიდ პასტას ვენდოთ? გაგვიზიარეთ მოსაზრებები.