Connect with us

ვიდეო

შინაურული ბოჭკო ყაბზობის სწრაფად მოსაშორებლად

თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებში სასარგებლო და მდიდარი ნატურალური ინგრედიენტებისგან მოამზადოთ ბოჭკო, რომელიც ყაბზობას ებრძვის. შედეგად ნაწლავების მოქმედებას გააუმჯობესებთ და ყაბზობას თავიდან აიცილებთ.

ყაბზობა ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. როგორც ჩანს სტრესი, მშფოთვარე ცხოვრების წესი და დაძაბულობა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე გავლენას ახდენს. ეს კი ყაბზობას იწვევს და ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ხშირ შემთხვევაში ამან ნაწლავების ქრონიკული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს.

ცნობილია, რომ კაკალი, შავქლიავი და ქიშმიში უჯრედისის მდიდარი მარაგის წყალობით ყაბზობის შესამსუბუქებლად შესანიშნავი დამხმარე საშუალებები არიან.

შინაურული ბოჭკოს რეცეპტი

ყაბზობის შესამსუბუქებლად ქიმიური ნივთიერებების მიღებას თავი რომ აარიდოთ, სჯობს ბოჭკო თავად მოამზადოთ. ასე ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ შავქლიავი კურკის გარეშე
  • 200 გრ ქიშმიში
  • 150 გრ ხმელი ლეღვი ან გარგარის ჩირი ან ფინიკი
  • 35 გრ ჩიას თესლი ან სელის თესლი
  • ანისული ან პიტნა სურვილის მიხედვით

მომზადება:

ჩირი გარეცხეთ, შემდეგ ყველა ინგრედიენტი წვრილად დაჭერით. ამის შემდეგ ჩიას ან სელის თესლი დაუმატეთ.

პასტის მისაღებად კარგად აურიეთ და ქილაში მოათავსეთ, თავსახური კარგად დაახურეთ. ეს პრეპარატი მაცივარში შეინახეთ.

როგორ მივიღოთ უჯრედისი ყაბზობის სამკურნალოდ

შინაურული ბოჭკოს მიღების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ყოველთვის გაითვალისწინეთ, უჯრედისი არაჯანსაღ საკვებს არასდროს აურიოთ.

აი, რამდენიმე იდეა, რომ ნატურალური უჯრედისისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ:

წყლით სავსე თასს 1 ს/კ უჯრედისი დაუმატეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ და დალიეთ.

მეორე მეთოდი – თქვენს კერძს დამატებითი ინგრედიენტის სახით დაუმატეთ. მაგალითად, შეგიძლიათ ნატურალურ იოგურტს, სალათს, სმუზს და მკვებავ სასმელს დაუმატოთ. ერთი სიტყვით, გამოყენების უამრავი მეთოდი არსებობს.