ყვავილები
შვრია, როგორც ოთახის ყვავილების სასუქი. დეტალური სახელმძღვანელო
თუ ხედავთ, რომ თქვენი ოთახის ყვავილები საკმაოდ დაიღალა, მათი მოშორება არ იჩქაროთ. ძვირადღირებული სასუქის ყიდვაც არ ღირს. მათ გადაარჩენთ ნატურალური საშუალებით, რომლის მომზადება ნებისმიერს შეუძლია. სამზარეულოში რამდენიმე შეფუთვა შვრიის ფანტელების ქონა საკმარისია. სხვა დამატებითი ინგრედიენტი საჭირო არაა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რამდენად ეფექტურია შვრია, როგორც სასუქი.
ასეთი ნატურალური საშუალება ოთახის მცენარეს ჯანსაღ იერს დაუბრუნებს. მცენარე სწრაფად ზრდას და აყვავებას დაიწყებს. ეს ყველაფერი შვრიის სამკურნალო ნახარშის დახმარებით.
ეფექტურია თუ არა შვრია, როგორც სასუქი
ნატურალური სასუქის სასარგებლო თვისება – შვრიის ფანტელები სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარია, ამიტომ ოთახის მცენარეზე დადებითად მოქმედებს. საქმე იმაშია, რომ მასში შედის კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, ასევე ბევრი სხვა ნივთიერება, რომელიც ოთახის ყვავილის ჯანსაღი ზრდისთვის აუცილებელია.
შვრია სუბსტრატში აზოტის რაოდენობას აბალანსებს და გაზის მიმოცვლას აუმჯობესებს. მცენარის ფესვების სისტემას აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ შვრიის ფანტელები ყვავილის იმუნიტეტს აძლიერებს, არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ მდგრადობას ზრდის.
მომზადების მეთოდები
პირველი მეთოდი. ეფექტური სასუქის მისაღებად ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი აიღეთ. 1 ლ სუფთა წყალი დაასხით. ნახევარი საათით გააჩერეთ. მთელი წყალი ცალკე თასში გადაწურეთ. შვრიის წყალს სუფთა წყალი 1:4 თანაფარდობით დაუმატეთ. მიღებული ხსნარით დაღლილი ყვავილები მორწყეთ.
მეორე მეთოდი. მომზადების სხვა მეთოდიც არსებობს. ასე ნატურალურ სასუქს უფრო სწრაფად და მარტივად მიიღებთ. შვრია დაფქვით და ქოთანში მიწას მოაყარეთ. კარგად აურიეთ, რომ სასუქის ათვისება გაუმჯობესდეს. მზადაა.
შვრიის ფანტელები არა მხოლოდ ოთახის ყვავილების, არამედ ბოსტნის მცენარეების და ნერგების გამოსაკვებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნატურალური საშუალება შესანიშნავი შედეგის გარანტიაა. სწორედ ამიტომ, ბევრი გამოცდილი ფლორისტი და მებოსტნე შვრიის სასუქს იყენებს. ეფექტური და ბიუჯეტურია.