Connect with us

ჰოროსკოპი

შეწყვიტეთ ფულის ფლანგვა და ქამარს მოუჭირეთ. 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ანჯელა პერლისგან

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ტაროლოგ ანჯელა პერლის 2023 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის. მისი ზუსტი პროგნოზები ყოველთვის ხდება. გაიგეთ, რისთვის უნდა მოემზადოთ მიმდინარე წელს. შეგხვდებათ დაბრკოლებები თუ სასიხარულო მომენტები, ბედი თქვენს მხარეს იქნება თუ ზურგს შეგაქცევთ. როგორი პროგნოზიც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ ყველა თავისი ბედის მჭედელი თავად არის.

ვერძი

თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. კარიერასა და პირადში პროდუქტიული პერიოდი გელით. სულიერად განვითარებას შეძლებთ. დიდი შანსი გაქვთ, მეორე ნახევარი იპოვოთ და დაოჯახდეთ, თუ მარტო ხართ. თქვენი ცხოვრების დანიშნულებას იპოვით.

კურო

2023 წელს თქვენს ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები მოხდება. არ ინერვიულოთ, ეს კეთილი და პოზიტიური ცვლილებებია. შეიძლება იპოვოთ უკეთესი სამსახური, სადაც მეტს გადაგიხდიან. დიდი შანსია, რომ მეორე ნახევარს შეხვდეთ და ბავშვის გაჩენაზე დაფიქრდეთ, თუ მარტოხელა ხართ. უძრავი ქონების შესაძენად კარგი დროა.

ტყუპები

წელს ბევრი მოგზაურობა, ექსკურსია და უნიკალური აღმოჩენები გელოდებათ. თუ დიდხანს ერთ ადგილზე გაჩერებული ხართ, მსგავსი აქტივობა გაგახარებთ. მსოფლმხედველობა გაფართოვდება. ბედის საჩუქარი მიიღეთ და უცნობი ადგილების შესასწავლად გაეშურეთ.

კირჩხიბი

თქვენი ხარჯები აკონტროლეთ. სიტუაცია თქვენს საწინააღმდეგოდ შეიძლება შეიცვალოს. სამსახურიდან წამოსვლის ან ვალის აღების რისკი არსებობს. გაზაფხულზე ფინანსური საკითხები უფრო მწვავედ დადგება. შანსი გაქვთ, რომ საზღვარგარეთ წახვიდეთ და სულიერი მენტორი იპოვოთ.

ლომი

ფრთხილად იყავით, სამსახურში და პირადში კრიზისი დადგება და მას მომზადებული უნდა შეხვდეთ. ბევრი ცდუნება გამოჩნდება, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ. თქვენი გეგმის და სურვილის ასრულებას შეძლებთ, თუ დაბრკოლებებს გადალახავთ. სამსახურში წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

ქალწული

წელს დიდი ფინანსური წარმატების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. კრედიტის აღებას მოერიდეთ, ვინმეს თავდებში არ ჩაუდგეთ. კარგია ბიზნესის გახსნა. ეს წარმატებას მოგიტანთ. თუ მარტო ხართ, წლის მეორე ნახევარში თქვენს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი გამოჩნდება.

სასწორი

თუ გსურთ, სტატუსი შეიცვალოთ, ხალხმრავალ ადგილებში წადით. აქ იპოვით არა მხოლოდ სასიყვარულო, არამედ საქმიან პარტნიორს, კარგ მეგობარს და ახალ ნაცნობს. მთავარია, იაქტიუროთ. თამამად იმოქმედეთ.

მორიელი

ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. თქვენი ავადმყოფობა ნერვებთან, განცდებთან დაკავშირებული შეიძლება იყოს. მაგალითად, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სამსახურის დაკარგვით, რომელიც წლის პირველ ნახევარში შეიძლება მოხდეს. გირჩევთ, დაისვენოთ და დრო ოჯახს, მეგობრებს და საოჯახო საზრუნავს დაუთმოთ.

მშვილდოსანი

წელს თქვენი სტატუსი შეიცვლება. დიდი ალბათობით, მანქანას იყიდით და მძღოლი გახდებით ან ოჯახს შექმნით და დედის ან მამის როლს მოირგებთ. ეს პოზიტიური ცვლილებებია. შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებებმა თქვენი ურთიერთობის წრე შეიძლება შეცვალოს.

თხის რქა

წელს ოცნებებთან მიახლოებას შეძლებთ. თუმცა მანამდე მთელი წელი მუშაობა მოგიწევთ. ფინანსური მდგომარეობის დასარეგულირებლად ფულის სერიოზულად დაზოგვა მოგიწევთ. მღელვარებას თქვენზე გაბატონების უფლება არ მისცეთ და წარმატება არ დააყოვნებს.

მერწყული

2023 წელს თქვენი გეგმები შეიძლება შეირყეს. სამსახურის დაკარგვის, ავადმყოფობის და პარტნიორთან დაშორების რისკები გაიზრდება. ასტროლოგი გირჩევთ, რომ არ დანებდეთ და ბრძოლა არ შეწყვიტოთ. ასე გამარჯვებული გამოხვალთ.

თევზები

სერიოზული ფინანსური პრობლემები მოსალოდნელია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ავადმყოფობა ან ვალი. თქვენს სურვილებზე ფოკუსირდით. შინაგან ხმას მოუსმინეთ. ასე გზის გაგრძელებას შეძლებთ და წლის ბოლოს რთულ სიტუაციას თავს დააღწევთ.

Advertisement