Connect with us

ტესტები

შეძლებთ სპილოს პოვნას 10 წამში? ტესტი, რომელიც გონებას ძილისგან გამოაფხიზლებს

ბავშვებსა და მოზრდილებში დაკვირვების უნარის განვითარება მნიშვნელოვანი ამოცანაა. უბრალოდ ხედვა არსებულზე პასიურად დაფიქრებას ნიშნავს, ხოლო დაკვირვება – უნარია ყველა გრძნობის ორგანო გამოიყენოთ იმისთვის, რომ სიტუაცია გაანალიზოთ, მნიშვნელოვანი დეტალები დაინახოთ და დასკვნები გააკეთოთ.

იყო დაკვირვებული ძალიან სასარგებლოა. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან საინტერესო ამოცანებს, რომელთა დახმარებით თქვენს დაკვირვების უნარს და ცოტა გავარჯიშებას შეძლებთ.

დაკვირვებულობის განვითარება

1. პირველ დავალებაში მოცემულია სურათი, რომელზეც ბევრი ცხოველია გამოსახულია. თქვენი ამოცანაა იპოვოთ ის, ვისი მოძებნაც ჩვეულებრივ დიდხანს არ მოგიწევთ – სპილო. შეამოწმეთ, რამდენად დაკვირვებული ხართ და რამდენ წამში შეძლებთ სპილოს პოვნას სურათზე.

2. მეორე ამოცანაში უამრავ „3“–იანს შორის ასო „S” უნდა მოძებნოთ. თუმცა სურათზე ასეთი რამდენიმე ასოა (ნამდვილად ერთზე მეტი). შეძლებთ დაკვირვების სასწაულის მოხდენას და ყველა ასო „S”-ის პოვნას?

3. და ბოლო ამოცანა, სადაც მკითხველს დათვის მოძებნას ვთავაზობთ. მისი პოვნა უფრო რთულია, ვიდრე პირველ სურათში სპილოს პოვნა. და მაინც, დაკვირვებულ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ყურადღებით დააკვირდით და აუცილებლად დაინახავთ.

მინიშნებები

1. ერთი შეხედვით, სპილო ძალიან დიდი უნდა იყოს, ამიტომ ბევრი ვერ ხვდება, თუ სად იმალება სპილო. რა მოხდება, თუ საქმე ძალიან ციცქნა სპილოსთან გვაქვს? იმდენად პატარასთან, რომ შეუძლია ძაღლის უკან, მარჯვენა ქვედა კუთხეში დაიმალოს.

2. ჩვენ სულ სამი ასო “S” ვიპოვეთ. პირველი ვნახეთ ზემოდან მეორე რიგში, მეორე – ზემოდან მეექვსე რიგში, მესამე – ქვემოდან მესამე რიგში. როგორც ჩანს, სურათზე მეტი “S” არაა, თუ არის?

3. ალბათ, ბევრი სწრაფად იპოვის ძაღლს და ვირთხას სურათზე. ვიღაც ირემსაც კი მოკრას თვალს, რომელიც შორს კოცონთან დგას. მაგრამ სად არის დათვი? აღმჩნდა, რომ საქმე ეხება ნიშანს, რომელიც სახლთან (თოვლის კაცთან ახლოს) დგას. იქ, მორბენალი დათვის სურათი ნამდვილად გამოსახულია.

ვიმედოვნებთ, რომ დაკვირვების მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ და ყველა ამოცანა მარტივად ამოხსენით.