კულინარია
შეცდომები, რომელსაც ყავის პირდაპირ ჭიქაში მომზადების დროს ვუშვებთ
ერთი შეხედვით, რა შეიძლება იყოს, ერთი ჭიქა ყავის მოდუღებაზე უფრო მარტივი? ჭიქა + დაფქული ყავა + მდუღარე წყალი. ასევე შაქარი, ნაღები, რძე და ა.შ. გემოვნების მიხედვით.
ამ სასმელის მომზადებას რიგი წესები აქვს და მათ დაცვაზე მისი გემო არის დამოკიდებული. დღეს დაფქული ყავის ჭიქაში მომზადების მთავარ შეცდომებებს გიზიარებთ.
შეკითხვა თქვენს ყურადღებაზე: ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნომერ პირველი შეცდომა უკვე დაინახეთ?
ისინი, რომლებმაც ქაღალდის ჭიქა დაინახეს, მართლები არიან. ეს პირველი შეცდომაა, რომელიც ყავის გემოს აფუჭებს! რა თქმა უნდა ასე უფრო კომფორტულია, ყავის დალევის შემდეგ არაფრის გარეცხვა საჭირო არაა. სამსახურში ასეთი ჭიქები უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ ქაღალდი (სხვათა შორის, პლასტმასის თხელი ფენით არის დაფარული) ყავას არასაჭირო გემოს ანიჭებს. მაკდონალდსის კაპუჩინოში ეს შესამჩნევი არ იქნება, მაგრამ აქ ყავის სასარგებლოდ არ იმუშავებს.
თქვენ მცირე მოცულობის კერამიკის ჭიქა უნდა გამოიყენოთ. წინასწარ მდუღარე წყალი დაასხით და ჭიქა გაათბეთ. ცივ ჭიქას სითბოს ნაწილი მიაქვს და ყავის მომზადების პროცესს არღვევს.
თავად ყავა ძალიან წვრილად დაფქული უნდა იყოს. შეძენის დროს შეფუთვას დააკვირდით. უმჯობესი იქნება, თუ ყავის საფქვავში თავად დაფქვავთ. ასეთი უფრო მეტ გემოს მოგცემთ. მსხვილი მარცვლებისგან მოდუღებული ყავა ძლიერ განსხვავდება. ეს დაიმახსოვრეთ.
წყალი, რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი? აქ, ბევრი შეცდომას უშვებს. უბრალოდ ონკანის წყლის, თუნდაც გაფილტრულის გამოყენება არ ღირს. მისი შემადგენლობა და სიხისტე დადებით გემოს არ უზრუნველყოფს. რბილი წყაროს ან ბოთლის წყალი გამოიყენეთ.
ესეც ასე, წყალი ვიპოვეთ, ჩაიდანი ავადუღეთ და ყავას მდუღარე წყალს ვასხამთ! კვლავ შეცდომა, წყალი ზუსტად 90 გრადუსი ან ოდნავ მეტი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში მდუღარე.
იმწამსვე არ დალიოთ. ყავას დაყენება აცადეთ. ყავის მოსადუღებელ აპარატში წყალი და ორთქლი დაპრესილ ყავაში წნევით გადის და პრაქტიკულად მარცვლიდან მთელ გემო-არომატს წურავს. 3-4 წუთი უნდა მოიცადეთ, სასურველია თავზე დაახუროთ.
თუ რძის დამატება გსურთ, ცივი რძე არ დაუმატოთ. სჯობს მიკროტალღურ ღუმელში რძე რამდენიმე წამით შეათბოთ, ტემპერატურის სწრაფი ცვლილება გემოს აფუჭებს.
შაქართან შეცდომის დაშვება რთულია. ესეც, რა თქმა უნდა, მარილში თუ არ აგერევათ.
თავი აარიდეთ ამ შეცდომებს, რომელთა შესახებ უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვთ, და თქვენ ყავის გემრიელი და გაჯერებული გემოთი დატკბებით. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.