საკითხავი
შეცდომები მამჭიდროებელ ლენტთან მუშაობისას: გამოცდილი სანტექნიკოსის რჩევები
დღეს ყველაფერზე უნდა დავზოგოთ, მათ შორის სანტექნიკოსის მომსახურებაზე, თუ დაზიანება მცირეა და სახლს დატბორვა არ ემუქრება. მაგალითად, თუ ონკანიდან წყალი ჟონავს, თავად შეგიძლიათ დალუქოთ. საბედნიეროდ, იუთუბზე ბევრი ვიდეოგაკვეთილია, ხოლო მასალები თითქმის ყველა კუთხეში იყიდება. თანამედროვე მამჭიდროებელი მასალების მრავალფეროვნება სახლის დამოუკიდებლად შეკეთებისკენ გვიბიძგებს. ახლა პასტით და ძენძით მუშაობა და ხელების დასვრა საჭირო არაა. საკმარისია, რომ მამჭიდროებელი ლენტი რამდენჯერმე შემოახვიოთ. ამავდროულად, მამჭიდროებელი ლენტის გამოყენება უნდა იცოდეთ. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ დაახვიოთ მამჭიდროებელი ლენტი, რომელ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ და რა ფარულ საფრთხეს მალავს.
როგორ დავახვიოთ მამჭიდროებელი ლენტი
პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ ლენტი კუთხვილის მიმართულების მიხედვით უნდა დაახვიოთ. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ჩამოსრიალდება და ჰერმეტულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მარტივად რომ ვთქვათ, 99% შემთხვევაში ლენტი საათის ისრის მიმართულებით უნდა დახვიოთ.
ლენტი მსუბუქად გაწელეთ და შემოახვიეთ ისე, რომ კუთხვილს მჭიდროდ შემოეკრას.
თხელი ლენტი ძაფის მიღებადე შეგიძლიათ გაწელოთ. ასეთი ძაფი კუთხვილის ღარაკებს შემოახვიეთ, შემდეგ დაჭიმულობა შეამსუბუქეთ და ფართო ლენტით მიღებული ლუქი დახურეთ.
სხვათა შორის, კოჭის პოზასაც მნიშვნელობა აქვს. ლენტი ზემოდან და ქვემოდან აბსოლუტურად ერთნაირია, მაგრამ გარე (ზედა) მხრიდან ლენტის დახვევა უფრო მოსახერხებელია.
ბევრი ადამიანი ჩვევის გამო ლენტს შიდა მხრიდან ახვევს, თითქოს ლეიკოპლასტირს ან სკოჩს იყენებს. ასეთ შემთხვევაში მამჭიდროებელი ლენტი სწრაფად დაიშლება. ლენტი შეიძლება დაიგრიხოს და სწორად დახვევა გაგიჭირდეთ.
გაცილებით მოსახერხებელია, თუ კოჭს გადააბრუნებთ და ლენტს გარედან შემოახვევთ. ასე ლენტი არ ჩაიზნიქება, ასევე გაწელვა გაგიადვილდებათ. თითქოს წვრილმანია, მაგრამ დროს და ნერვებს ზოგავს!
რამდენჯერ უნდა გადაახვიოთ მამჭიდროებელი ლენტი კუთხვილს
ეს ლენტის სისქეზეა დამოკიდებული. უმეტესად, 1 მმ ფენა საკმარისია. გამოდის, რომ 0,2 მმ სისქის ლენტის შემთხვევაში 5-ჯერ შემოხვევა საკმარისია, ხოლო 0,1 მმ ლენტი 10-ჯერ უნდა შემოახვიოთ.
კუთხვილი, რომელზეც ლენტია დახვეული, ძალის გამოყენებით უნდა ჩახრახნოთ. ლითონის დეტალთან შესაერთებლად გასაღები გამოიყენეთ.
რომელი კავშირების შესაერთებლად სჯობს მამჭიდროებელი ლენტის გამოყენება
მამჭიდროებელი ლენტი სჯობს გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
- პლასტმასის ხრახნიანი კავშირების დასაკავშირებლად;
- თხელი და წვრილი ლითონის კუთხვილისთვის (გამოცდილი სანტექნიკოსები 1 დიუმზე მეტი დიამეტრის მილებზე მამჭიდროებელ ლენტს არ იყენებენ)
- რეზინის მამჭიდროებელი რგოლის და შუასადების დროებით შესაკეთებლად, თუ ხელთ შემცვლელი არ გაქვთ;
- სანტექნიკის სტრუქტურების დროებით შესაკეთებლად (მაგალითად, თუ ბაღის შლანგის დაგრძელება გჭირდებათ).
აღსანიშნავია, რომ მამჭიდროებელი ლენტი პანაცეა არაა. თუ თქვენს მიერ აწყობილი კავშირი შეერთებისას საპირისპირო მხარეს უნდა გადაატრიალოთ, მამჭიდროებელი ლენტის ჰერმეტული თვისებები დაირღვევა. დაშლა და ლენტის თავიდან დახვევა მოგიწევთ. ასეთ შემთხვევაში სჯობს ძველი კეთილი ძენძი ან სანტექნიკის ძაფი გამოიყენოთ.