ჯანმრთელობა
შეშუპების, ანემიის და უძილობის საწინააღმდეგოდ: 10 მიზეზი გოგრა უფრო მეტად შეიყვაროთ
ღვეზელები, ფაფები, კრემსუპები ან გოგრის ლატე სანელებლებით საყვარელი კერძები და მყუდრო შემოდგომის სიმბოლო გახდა. წარმოუდგენელი გემოს გარდა გოგრა სასარგებლო პროდუქტია მდიდარი ისტორიით და ბევრი უპირატესობით. დღეს გიამბობთ, რატომ არის გოგრა სუპერ პროდუქტი.
გოგრა შეიცავს ძალიან იშვიათ T ვიტამინს
T ვიტამინი იმდენად იშვიათია, რომ შეიძლება მის შესახებ გაგონილიც არ გქონდეთ. სწორედ ეს ვიტამინი ორგანიზმს მძიმე საკვების მონელებაში ეხმარება. ამრიგად, გოგრა ხორცთან ან ცხიმიან კერძებთან ერთ–ერთი საუკეთესო გარნირია. გასაოცარი არაა, რომ გოგრა დიეტოლოგების ერთ–ერთ საყვარელ პროდუქტად ითვლება.
გოგრას თითქმის ყველგან შეუძლია გაზრდა
ნაყოფი უპრეტენზიოა. შეგიძლიათ ნებისმიერ კონტინენტზე გაზარდოთ, ანტარქტიდის გარდა. პირველად გოგრის დარგვა ჩრდილო ამერიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინ დაიწყეს.
გოგრა 90% წყლისგან შედგება
ამის წყალობით დიეტურ პროდუქტად ითვლება. მასში შედის უფრო მეტი უჯრედისი, ვიდრე კომბოსტოში, უფრო მეტი კალიუმი, ვიდრე ბანანში. ხოლო რკინის შემცველობით ბოსტნეულებს შორის რეკორდსმენია. ამიტომ ანემიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
გოგრა დაბალკალორიულ პროდუქტად ითვლება, ცხიმიანი არაა. უჯრედისით სავსეა, რომელიც შიმშილის გრძნობას თრგუნავს, ტკბილეულისკენ ლტოლვას ამცირებს და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.
მორტონი, ილინიოსის შტატი, საკუთარ თავს „მსოფლიოში გოგრის დედაქალაქს“ უწოდებს
ილინიოსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ–ში წარმოებული გოგრის 95% ილინიოსის მიწაზე მოჰყავთ, ხოლო მორტონი კონსერვირებული გოგრის მსოფლიო წარმოების 80% არის პასუხისმგებელი.
1 ლ გოგრის ზეთის მოსამზადებლად 35 მწიფე გოგრაა საჭირო. მაღალი თვითღირებულების გამო, გოგრის თესლის ზეთი ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად ითვლება.
მსოფლიოში ყველაზე მძიმე გოგრა 1190 კგ წონის გაზარდეს გერმანიაში 2016 წელს
ეს გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა. წინა მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის ბენი მაიერუს შვეიცარიიდან. 2014 წელს მის მიერ გაზრდილი გოგრის წონა 1054 კგ–ს შეადგენდა.
გოგრის 45–ზე მეტი სახეობა არსებობს
გოგრა გვხვდება წითელი, ყვითელი, მწვანე და იისფერიც. არსებობს მუსკატის, მსხვილნაყოფიანი და ხმელი ქერქის გოგრის სახეობები. ეს უკანასკნელი სხვებზე ადრე მწიფდება, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მსხვილნაყოფიანი გოგრა დიდხანს შენახვისთვის გამოგადგებათ.
გოგრიდან შეგიძლიათ სახის და თმის ნიღაბი გაიკეთოთ
დიდი რაოდენობით თუთიის შემცველობის გამო გოგრა სახეზე გამონაყარს და გაღიზიანებას გაუმკლავდება, ხოლო გოგრის ნიღბები უჯრედების რეგენერაციას და ნაოჭების გასწორებას ხელს შეუწყობს. კოსმეტიკური მიზნით ჩვეულებრივ მისი წვენი ან რბილობი გამოიყენება.
გოგრის თესლი ორსულ ქალებს ტოქსიკოზის პერიოდში ეხმარება.
გოგრა მხედველობისთვის სასარგებლოა
ყველაზე ცნობილი ბოსტნეული, რომელიც თვალისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა, სტაფილოა. გოგრაც ბეტა–კაროტინის შესანიშნავი წყაროა. სინამდვილეში ბეტა–კაროტინი გოგრაში 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში. სწორედ ამიტომ, ოფთალმოლოგები მხედველობის დაქვეითების დროს გოგრის და გოგრის წვენის ხშირად მიღებას გირჩევენ.
გოგრა ერთ–ერთი საუკეთესო წყაროა ლუტეინის და ზეაქსანტინის – 2 ნაერთი, რომლებიც ასაკობრივი მაკულარული გადაგვარების და კატარაქტის რისკებს ამცირებენ.