თავის მოვლა
შეუძლია თუ არა საკვებს მოზრდილებში აკნეს გართულება?!
აკნეს მიზეზი ჰორმონი ანდროგენის გამოყოფაა. მისი გამომუშავების ზრდა ჩვეულებრის გარდატეხის ასაკს ემთხვევა და ამიტომ აკნეს ხშირად გარდატეხის ასაკის დაავადებად მოისაზრებენ. თუმცა ეს პრობლემა ზრდასრულ ადამიანებსაც აწუხებთ, რასაც მუწუკების გაჩენასთან მივყავართ.
თუ საქმე ანდროგენებს ეხება, მაშინ საკვები რა შუაშია?!
ეს საკმაოდ საინტერესო და რთულის აკითხია. 13 წლის წინ აკნეს მიზეზად უსუფთაობა სახელდებოდა, შემდეგ ტკბილეული და რძის პროდუქტები დაადანაშაულეს. ბოლოს კი ისინი “უდანაშაულოდ ცნეს” და პასუხისმგებლობა ჰორმონალურ დისბალანსს დააკისრეს.
რა გაარკვიეს მეცნიერებმა?!
ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა დაასკვნა, რომ ცხიმიან საკვებს, რძის პროდუქტებს, ტკბილეულსა და ლიმონათს შეუძლია აკეს გაჩენის რისკი გაზარდოს ზრდასრულებში. დამნაშავედ ცნეს ცხოველური საკვებიც.
კვლევებში 24 000 ადამიანი მონაწილეობდა, 2 კვირის მანძილზე ისინი აღწერდნენ ყველაფერს რასაც სვამდნენდ ა ჭამდნენ. ხდებოდა გამოყენებული სასმელების აღრიცხვაც.
აღმოჩნდა რომ დღეში 5 ჭიქა რძის ან ტკბილი სასმელის დალევა აკნეს რისკს 50%-ით ზრდის.
1 პორცია ცხიმიანი საკვები (მაგ. კარტოფილი ფრი ან ტკბილი კრემიანი ფუნთუშა) კი რისკს 54%-ით ზრდის.
რატომ დაუბრუნდნენ მეცნიერები აკნეს გაჩენაში საკვების როლის შესწავლას?!
ადრე ითვლებოდა, რომ აკნე საკვებ პროდუქტებთან ასოცირდება და იმავე მიზეზით ჩნდება როგორც ალერგიული გამონაყარი. თუმცა შემდეგ ანდროგენების როლის შესწავლამ ეს კონცეფცია უარყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ საკვები მოქმედებს ჰორმონების რეგულაციაზე, ნაწილობრივ ინფსულინსა და ანდროგენებზეც.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შაქრისა და რძის ხშირი მოხმარება ცირკულირებადი ინსულინის დონეს ამაღლებს. მომატებული ინსულინი ზემოქმედებს ჰორმონებზე რომლებიც კანის ცხიმის რაოდენობასა და ხარისხზე ახდენს გავლენას.
ინსულინი კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომშავდება, ის სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. ჭარბი შაქრის მოხმარება კი ინსულინის დონესა და ჰორმონებზეც მოქმედებს.
რაც შეეხება რძის პროდუქტებს: რძე შეიცავს – ესტროგენებს, პროჰესტერონს და ცოტაოდენ ტესტოსტერონსაც. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰორმონალურ ბალანსზე რაც მუწუკების გაჩენის რისკებს ზრდის.
კვლევის წევრები რომელთაც აკნე აწუხებდათ, გაცილებით მეტ რძის პროდუქტს, ტკბილ სასმელებს, რძიან შოკოლადს და სწრაფი კვების პროდუქტებს მიირთმევდნენ ვიდრე ისინი ვინც მათ არ იყენებდა.
უნდა ვთქვათ თუ არა უარი რძის პროდუქტებზე?!
თუ რძის პროდუქტებს მიირთმევთ და აქამდე აკნეს არ შეუწუხებიხართ მაშინ ნუ იჩქარებთ რაციონის შეცვლას. რძე, ხაჭო, იოგურტი და კეფირი – ცილის, კალცისა და სასარგებლო პრობიოტიკების არაჩვეულებრივ წყაროებს წარმოადგენენ.
თუ ზრდასრული ხართ მაგრამ, აკნე გაწუხებთ ჯერ ტკბილი რძის პროდუქტები შეზღუდეთ. იქნებ ეს საკმარისი აღმოჩნდეს თქვენი პრობლემის მოსახსნელად. თუ გაუმჯობესებას შეამჩნევთ, მაშინ ეცადეთ კალცის შემცველი სხვა პროდუქტები შეარჩიოთ ორგანიზმისთვის საჭირო კალცის მარაგების შესავსებად.
კალცით მდიდარი პროდუქტები:
- სეზამი და ჩიას თესლი
- ორაგული და სარდინები
- ნუში
- ფოთლოვანი მწვანილი
- ნიორი
- ლეღვი
- მუხუდო და სოიო
- ციტრუსები
რეკომენდაციები ზრდასრულებში აკნეს განვითარების რისკის შემცირებისთვის
შეამცირეთ ტკბილი და ცხიმოვანი საკვები. საკვები ტრანსცხიმებითა და გაჯერებული ცხიმებით.
გამოიყენეთ მეტი მჭლე ხორცი, ჯანმრთელი ცხიმები, რაციონის ძირითად ნაწილს ხილი და ბოსტნეული უნდა შეადგნდეს.
აკნე მოზარდების შემთხვევაში
მოზარდებში აკნეს სქესობრივი მომწიფება და ბუნებრივი ჰორმონების დისბალანსი იწვევს. ამ შემთხვევაში რძისა და ხაჭოს რაციონიდან გამორიცხვა არც ისე გონივრული იქნება. თუმცა ამ შემთხვევაში ურიგო არ იქნება თუ შაქრის მოხმარებას შევზღუდავთ.
აკნე და შოკოლადი
მეცნიერების მტკიცებით რძიანი შოკოლადი აკნეს რისკს 28%-ით ზრდის, მუქი შოკოლადი კი მისი გაჩენის რისკს 100%-ით ამცირებს. შესანიშნავი ამბავია!
როგორ მოვუაროთ აკნეს მქონე კანს?!
აკნეს მქონე კანს მაქსიმალურად ნაზად უნდა მოეპყრათ. გამოიყენეთ რბილი სპირტიანი საშუალებები, რომლებიც რეთინოლს, მჟავებს და დამარბილებელ კომპონენტებს შეიცავენ შეიცავენ. ეცადეთ გახსნათ ფორები და დააჩქაროთ ბუნებრივი რეგენერაცია. გაითალისწინეთ რომ ძველებური აგრსიული საშუალებები – სახის სპირტით გაწმენდა და საპნით დაბანა თქვენს კანს არა თუ დაეხმარება არამედ ავნებს!