Connect with us

კულინარია

შეუცდომელი მეთოდი გემრიელი პომიდვრის ასარჩევად

მწიფე და გემრიელი ბოსტნეულის ან ხილის არჩევა მთელი ხელოვნებაა. მომზადებას საფუძვლების ცოდნის გარეშეც შეძლებთ, მაგრამ თავად ხვდებით სულ სხვა დონეზე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იქ, სადაც მწიფე ნაყოფი გამოიყენება. მაგალითად, სალათებში. ო, როგორი მშვენიერია საზაფხული, სოფლის სალათა! მას მწიფე ბოსტნეულის გარდა სხვა არაფერი სჭირდება, სანელებლების გარეშეც სურნელოვანია. თუ, რა თქმა უნდა, იცით, როგორ შეარჩიოთ გემრიელი პომიდორი.

პომიდვრის სეზონის პიკი ივლისსა და აგვისტოშია. სწორედ ამ პერიოდში შეძლებთ ყველაზე წვნიანი ნაყოფის პოვნას. ოღონდ მათ შორის ყველა ხარისხიანი არაა. ხშირად შეხვდებით პესტიციდებსა და სინთეტიკურ სასუქებზე გაზრდილ პომიდორს.

როგორ ავარჩიოთ პომიდორი

პომიდვრის არჩევის მეთოდი, რომელზეც დღეს გიამბობთ, შეგიძლიათ ნებისმიერ სეზონზე გამოიყენოთ. არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარში არომატული ბოსტნეულის პოვნას შეძლებთ!

თუ სალათისთვის ან ლეჩოსთვის ტკბილი პომიდორი გჭირდებათ, ყურადღება მიაქციეთ არა ფერს, ფასს ან ზომას, არამედ მხოლოდ ღრმულებს, რომელიც ყუნწიდან რჩება. თუ ის საკმაოდ ღია, თითქმის თეთრი და ცოტა გამომშრალია, გამოდის, პომიდორი მწიფეა.

თუ ღრმული მუქი, მომწვანო ან სხვა ფერისაა, პომიდორი უმჯობესია არ აიღოთ. რატომ? პირველ რიგში, უგემურია. მეორეც, ასეთი მოსავალი დიდი საწარმოო მასშტაბით არის მოყვანილი ბევრი დამატებითი დამუშავების გამოყენებით ან ეს მიუთითებს, რომ პომიდორი მომწიფებამდე მოკრიფეს.

შესაძლოა, ყველაფერი იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე ფიქრობდით. ეს ყველაფერი არაა: როგორ ავირჩიოთ პომიდორი, როცა სეზონი დასრულდება? პასუხი მარტივია: აირჩიეთ ის, რომელიც უზბეკეთიდან მოიტანეს. ყველაზე მწიფე პომიდორი აქედან ან აზერბაიჯანიდანაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გემრიელი მხოლოდ მწიფე პომიდორია.

სიმწიფის განსაზღვრა საჭიროა სალათის ან გასპაჩოს მოსამზადებლად. აი, თერმულად დამუშავებული კერძებისთვის (კიში, მობრაწულა, კარი) უფრო მეტად მომჟავო პომიდორი გამოდგება. მისი გემო მომზადების დროს უკეთ იხსნება. ჩერი პომიდორი წაუგებელი ვარიანტია, რადგან ის გაჯერებულ გემოს და არომატს მთელი წელი გარანტირებულად ფლობს.

შეფმზარეული ტარას კირიენკო გირჩევთ, რომ ზაფხულში პომიდორი შეარჩიოთ მხოლოდ ბაზრობაზე, რადგან სუპერმარკეტებში პროდუქციის დიდი ნაწილი სათბურიდან მოდის. გარდა ამისა, ის გირჩევთ შემდეგ კრიტერიუმებზე ყურადღების გამახვილებას: ყუნწი (როგორც უკვე გითხარით), სიმკვრივე (არც ძალიან რბილი, რომ გადამწიფებული არ იყოს, და არც ძალიან მაგარი, რომ მწვანე არ იყოს) და გადანაჭერის ფერი. კარგ პომიდორს თეთრი წვრილძარღვი არ უნდა ჰქონდეს.

ვიმედოვნებთ, ეს მასალა დაგეხმარებათ, რომ პომიდვრის არჩევა ლატარეას თამაშს არ ჰგავდეს. ასევე დავამატებთ, რომ კარგ პომიდორს ყოველთვის სუნი აქვს. ეს საზაფხულო არომატი არაფერში აგერევათ. ზოგჯერ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ, საჭიროა გამყიდველს ნაყოფის გაჭრა სთხოვოთ. ეს ამად ღირს! თანახმა ხართ?