ყვავილები
შეიძლება თუ არა ნაჩუქარი თაიგულიდან ვარდის გაფესვიანება
ალბათ, ბევრ ქალს აინტერესებს, შეიძლება თუ არა ვარდის გაზრდა თაიგულიდან. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, როცა მცენარე ჭკნობას იწყებს და მალე მისგან კვალიც არ დარჩება. აღმოჩნდა, რომ ასეთი კალამი გასამრავლებლად შესაფერისია, მთავარია დამჭკნარი და გამომშრალი არ იყოს. Vivien გასწავლით, როგორ მიიღოთ ვარდის ქოთანი ნაჩუქარი თაიგულიდან.
კალმის არჩევა გასამრავლებლად
თავდაპირველად, ვარდის ტოტები შეამოწმეთ. კარგი სიგნალი: გლუვი, მკვრივი ღერო დამახასიათებელი მბზინავი კანით. სჯობს ის ნაწილი გააფესვიანოთ, რომელიც უფრო სიცოცხლისუნარიანია. ვარდისთვის – ასეთი შუა ნაწილია. კალამი გონებით სამ ნაწილად გაყავით და შუა ნაწილი გამოყავით. ის გასამრავლებლად საუკეთესოა, რადგან არჩეული ვარიანტი წყალში ჩადებული არ იყო და ცოცხალი კვირტები შენარჩუნებულია. რაც შეეხება მწვერვალს, მასში სიცოცხლისუნარიანი კვირტები აღარაა.
კალმის მიღება და გაფესვიანება დარგვის სეზონზე
სანამ პროცედურას შეუდგებით, ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი და მასალა მოიმარაგეთ.
დაგჭირდებათ:
- სეკატორი ან ბასრი დანა
- დაბალი სათბური
- ტორფი, ქვიშა
- ფუნგიციდის ხსნარი
- კორნევინი
თუ ღეროს გაფესვიანება დარგვის სეზონს დაემთხვა, გააკეთეთ შემდეგი:
1. ქვედა კვირტი იპოვეთ. მისგან 0,6 სმ–ით ქვემოთ ერთი მკვეთრი მოძრაობით ირიბად გადაჭერით.
2. მესამე ფოთოლი იპოვეთ. 1 სმ–ით ქვემოთ სწორად გადაჭერით.
3. ახლა გასაგებია, რომ ბასრი ნაწილი ღეროს ქვედა ნაწილია, ხოლო სწორი – ზედა.
4. პირველ გადანაჭერზე ფოთლები მოაშორეთ.
5. ორი დარჩენილი განახევრებამდე შეამცირეთ, რომ სითხე არ დაიკარგოს.
6. ჭურჭელში 100 მლ წყალი ჩაასხით. 4 წვეთი „ეპინი“ დაუმატეთ. კალამი ამ ხსნარში ჩადეთ. 1 დღე გააჩერეთ.
7. სათბური მოამზადეთ. სასურველია, რომ გვერდების სიმაღლე 16-19 სმ იყოს.
8. 10 სმ ფენა ტორფის და ქვიშის ნარევით გაავსეთ. ზემოდან 4 სმ მხოლოდ ქვიშის ფენა დაუმატეთ.
9. ფუნგიციდით მორწყეთ. „მაქსიმი“ ან „ფუნდაზოლი“ გამოგადგებათ.
10. შემდეგ „კორნევინში“ ამოავლეთ.
11. პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ.
12. კალმები ოდნავ დახრილი ჩადეთ, ზემოდან ქვიშით დატკეპნეთ.
13. ფრთხილად მორწყეთ.
14. პულვერიზატორით დანამეთ.
15. ფირი დააფარეთ.
16. უზრუნველყავით 16-19 გრადუსი ტემპერატურით, 90% ტენიანობით.
17. შუა მაისში ღია მიწაში გადარგეთ. მზის სხივებისგან დასაცავად თეთრი ქსოვილი დააფარეთ.
18. კალმები კვირაში 2–ჯერ დანამეთ.
19. ფესვები უკვე 1 თვეში გამოჩნდება.
20. აგვისტოს დასაწყისში შეგიძლიათ გადარგოთ. ვარდს ნაყოფიერ მიწაში რგავენ.
21. დასარგავად საუკეთესო სიღრმეა 5 სმ.
22. ფესვების განაწილების და ნიადაგის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
23. ფრთხილად მორწყეთ.
24. მიწის ოპტიმალურ ტენიანობას ყურადღება მიაქციეთ.
25. 2-3 წელიწადში აქტიურ ზრდას და ვარდის ყვავილობას დაინახავთ!