Connect with us

ჯანმრთელობა

შეინახეთ მანდარინის ქერქი 7 დღის განმავლობაში ქილაში და არ გადაყაროთ, ჩვენ გეტყვით რატომ

ბევრი ჩვენგისთვის, მანდარინის სუნი უკავშირდება საახალწლო სასწაულის მოლოდინს. როგორც ირკვევა, მისგან მიღებული ზეთები და ეთერზეთები არა მარტო სასიამოვნო ხასიათზე გაყენებენ, არამედ დაავადებებს ებრძვიან.

როდესაც შეიძენთ მანდარინს, არ გადაყაროთ მისი ქერქი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ შვიდ ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომლისთვისაც ეს სურნელოვანი ქერქი ზოგიერთ მედიკამენტებზე უკეთესია.

მხოლოდ 6 გრამი გამხმარი მანდარინის ქერქი 14% -ით აკმაყოფილებს ადამიანისთვის საჭირო ვიტამინი C-ს. ბეტა კაროტინის შემცველობის გამო, მანდარინის ქერქი სასარგებლოა კარდიოვასკულური დაავადებების პრევენციისთვის. ის შეიცავს ფლავონოიდურ ჰესპერიდს, რომელიც იცავს სხეულს ვირუსებისგან, ანთებისგან და აქვს ანტი ალერგიული თვისებები.

მწიფე ხილის ქერქისგან მიღებული ეთერზეთები, შეამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, ამცირებს გაღიზიანებას, ხელს უწყობს ნერვულ სისტემას, ამცირებს შიშის განცდას.

მანდარინის ეთერზეთი ასევე აუმჯობესებს კანის ფერს, ტონს, ამცირებს ნაოჭებს, არბილებს კანს და ხელს უშლის გამონაყარს. ასევე ხელს უშლის ცელულიტის წარმოქმნას, განსაკუთრებით ნეროლი ზეთის და ლავანდის კომბინაციით.

რჩევა: მანამ სანამ მოამზადებთ ცედრას ან მიირთმევთ მანდარინს, კარგად გარეცხეთ, სასურველია ღრუბელით. მოხარშეთ კარგად, და გამოიყენეთ მხოლოდ მწიფე ციტრუსის ქერქი.

მანდარინის ქერქი კურნავს 7 დაავადებას:

ბრონქიტი

თუ ბრონქიტის დროს თავს ცუდად გრძნობთ,  მანქარინის ქერქს დაასხით ორი ჭიქა ძალიან ცხელი წყალი, გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდეგ მიიღეთ. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი.

მშრალი ხველა

მანდარინის ქერქი შესანიშნავი საშუალებაა მშრალი ხველისთვის. მოათავსეთ ერთად მანდარინის ქერქი, ერთი ჭიქა არაყი და დატოვონ ბნელ ადგილას ერთი კვირით. მიიღეთ 20 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ყელის და ცხვირის დაავადებები

მანდარინი ქერქი დაგეხმარებათ ამ დაავადების დამარცხებაში. მოათავსეთ 2-3 მანდარინის ქერქი მდუღარე წყალში. გააჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ შეისუნთქეთ ორთქლი   10 წუთის განმავლობაში.

დიაბეტი

მანდარინის ქერქი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. თქვენ უნდა აიღოთ სამი საშუალო ზომის მანდარინის ქერქი და მოხარშოთ 10 წუთი 1 ლიტრი წყალი. განათავსეთ მაცივარში და მიიღეთ ყოველდღიურად დილით და ჭამის შემდეგ.

კიბოს პრევენცია

ციტრუსების კანი შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე მისი წვენი. ეს საშუალებას გაძლევთ, თავიდან აიცილოთ ორგანიზმში უჯრედის მუტაციის პროცესი. ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ ადამიანებში, რომლებიც იყენებენ ჩაის მანდარინისა და ფორთოხლის ქერქით 50-70% -ით მცირდება კანის კიბოს რისკი. ამას იწვევს  ციტრუსის მიერ წარმოებული ნივთიერებები, რომლებიც იცავენ სხეულს სოკოსგან, ბაქტერიებისგან და სიმსივნური წარმონაქმნებისგან.

საკვების მონელების გაუმჯობესება

მანდარინის ქერქი აუმჯობესებს იმუნიტეტი, ისევე როგორც მადას და მონელებას. მიიღეთ ქერქი ფხვნილის სახით. დაამატეთ სალათებს, მარცვლეულს, ხაჭოს და სხვა პროდუქტებს. ეს ხელს შეუწყობს კუჭის ტკივილის თავიდან აცილებას.

სოკოს წარმოქმნა

უბრალოდ წაისვით ფეხის ფრჩხილებზე და თითებზე ახალი მანდარინის ქერქი დღეში ორჯერ. სოკო სწრაფად გაქრება!

ახლა თქვენ იცით, როგორი სასარგებლოა მანდარინი ქერქი. თუმცა, ციტრუსოვანი ხილი, შეიძლება იყოს ძლიერი ალერგენი და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებზე. ამიტომ, ვინც განიცდის გასტრიტს, წყლულს ან ქოლეცისტიტს, უმჯობესია არ მიიღონ მანდარინი.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.