Connect with us

თავის მოვლა

შეაჩერეთ თმის ცვენა: ტოპ 10 პროდუქტი თმის გასაძლიერებლად და გამოსაკვებად

თქვენს თმას, როგორც სხეულის სხვა ნებისმიერ ნაწილს, პროტეინები, ცხიმები, მინერალები და ვიტამინები სჭირდება, რომ კარგი მდგომარეობა შეინარჩუნოს. გაეცანით რამდენიმე ხრიკს, რომ თმის ცვენა შეაჩეროთ და მის გაძლიერებას და გამოკვებას ხელი შეუწყოთ.

თმის ცვენა დაკავშირებულია კვებასთან, რადგან თმის სტრუქტურის დიდი ნაწილი ცილებისგან შედგება. ფაქტიურად, ჰიპოკალორიული დიეტა, რომელსაც დიეტოლოგები არ აკონტროლებენ, თმის ცვენას ხელს უწყობს. ვეგეტარიანულ და ვეგანურ დიეტაში მცენარეული წარმოშობის ცილების ჩართვა აუცილებელია, როგორიცაა პარკოსანი პროდუქტები, კაკალი და თესლი.

მინიმუმ 7 საათი დაიძინეთ, აქტიური ცხოვრების წესი დაიცავით და მინიმუმ 1,5 ლ წყალი დალიეთ. შედეგად, თქვენი თმა უფრო ძლიერი გახდება და ცვენას შეწყვეტს.

რატომ გცვივათ თმა

თქვენი თმა თვეში ზუსტად 1 სმ-ით უნდა გაიზარდოს, მაგრამ როცა ამჩნევთ, რომ ზრდა შეფერხდა ან თმის ცვენა გააქტიურდა, ყურადღება ამ ფაქტორებს უნდა მიაქციოთ:

  • რკინის დეფიციტი: ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მძიმე პერიოდით, რომელიც ანემიას იწვევს.
  • ჰორმონალური დარღვევები: ენდომეტრიოზი, საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი, დიჰიდროტესტოსტერონის დონის ზრდა ან საკვერცხეების კისტა.
  • აგრესიული საღებავები ან გასწორება: ქიმიური პრეპარატების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება თქვენი თმა დაასუსტოს.
  • სტრესი და უძილობა თქვენი თმის გამძლეობაზე გავლენას ახდენს.

მკვებავი ნივთიერებები, რომლებიც თმის სიჯანსაღის აღდგენაში დაგეხმარებათ:

B ჯგუფის ვიტამინები: ძალას, სიმკვეთრეს აუმჯობესებს და ჭაღარა თმის გაჩენას აფერხებს. ამ ვიტამინების მოხმარება ჰემოგლობინის წარმოქმნას ხელს უწყობს, რომელიც ყველა უჯრედში ჟანგბადის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, თმის ფოლიკულები ჟანგბადით გაჯერებული იქნება და უფრო მეტი მელანინი წარმოიქმნება. მის მიღებას შეძლებთ ბრინჯის და მთელი მარცვლების, პარკოსანი პროდუქტების, კაკლის, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, კვერცხის გულის და ლუდის საფუარის მიღებით.

ბიოტინი: ცნობილი, როგორც B7 ვიტამინი. ის მთავარი მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც თმის ფოლიკულის თავის კანში გამაგრებას ხელს უწყობს. ის ქათმის კვერცხში გვხვდება.

ფოლიუმის მჟავა: ცნობილი, როგორც B9 ვიტამინი. გვხვდება ციტრუსში, კივში, სატაცურში, ჭარხალში, პარკოსან პროდუქტებში, ისპანახში და მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში.

B6 და B12 ვიტამინები თავის კანის ოქსიგენაციას აუმჯობესებენ და თმის ფოლიკულის უჯრედებისა აღდგენას ხელს უწყობენ.

A ვიტამინი: კანის ცხიმის წარმოებას ხელს უწყობს, რომელიც თავის კანს ატენიანებს და კვებავს, ასევე თმას ბუნებრივი გზით აგრილებს. ეს თმის სიბერის ნიშნებს აფერხებს. გვხვდება ღვიძლში, სტაფილოში, კვერცხსა და ყველში. შედეგად, თმას ენერგიულად ზრდაში ეხმარება.

C ვიტამინი: ეს ანტიოქსიდანტი, როგორც A ვიტამინი, კანის ცხიმის სეკრეციას და კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს. ის სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს და კაპილარების კედლებს აძლიერებს. ამის წყალობით სისხლი თმის ფოლიკულას აღწევს. ის გვხვდება კივში, ციტრუსში, გუავაში, წითელ მოცხარში, ასევე პომიდორსა და უმ წიწაკაში.

თუთია: ხამანწკები, ქატოს და ხორბლის აღმონაცენები, გოგრის თესლი, კედრის კაკალი, ნორის წყალმცენარე და კაკალი თუთიით მდიდარია.

სელენი: თმის ცვენას და ჭაღარა თმის წარმოქმნას აფერხებს. ის გვხვდება ქოქოსის რძეში, თევზში, ზღვის პროდუქტებში, კაკალსა და თესლში.

რკინა: თმის ცვენის და ჭაღარა თმის პროფილაქტიკის და მკურნალობის დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. მელანინის წარმოებას ხელს უწყობს! ძალიან ბევრი რკინა გვხვდება ფოთლოვან ბოსტნეულში, მოლუსკებსა და პარკოსან პროდუქტებში.

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა: თმის მოქნილობას ხელს უწყობს და კვებავს. ის გვხვდება ცისფერ თევზში, სელის და ჩიას თესლში.

კაჟმიწა: კოლაგენის და ელასტინის სინთეზს ხელს უწყობს. შედეგად, სისხლძარღვების კედლებს და თმის ბოლქვების ოქსინეგაციას აძლიერებს, უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს და თმის ბოჭკოების დაბერებას და ჭაღარა თმის გაჩენას აფერხებს. მწვანე ჩაის ყოველდღე დალევა, ასევე ახალი, სეზონური ხილის და ბოსტნეულის მიღება არ დაგავიწყდეთ.

ტოპ 10 პროდუქტი ძლიერი თმისთვის

თევზი

თეთრი და ცისფერი თევზი, განსაკუთრებით ორაგული, სარდინი, ხეკი, ცილებით, B12 ვიტამინით და მაგნიუმით მდიდარია, რომლებიც თმის ზრდას ხელს უწყობენ. ასევე, ორაგული ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს, რომელიც თმის დატენიანებას და გაძლიერებას ხელს უწყობს.

კვერცხი

კვერცხი დიდი რაოდენობით ცილებს, ასევე ბიოტინს, B12 ვიტამინს, რკინას, თუთიას და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავას შეიცავს. ამ მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი თმის ხარისხის გაუარესებას და ცვენისკენ მიდრეკილებას იწვევს.

ქათამი და ინდაური

ცილების იდეალური წყარო თმის გასაძლიერებლად.

ახალი, სეზონური ხილი და ბოსტნეული

ისპანახი რკინას და B ჯგუფის ვიტამინებს, კერძოდ ფოლიუმის მჟავას და ბეტა-კაროტინებს შეიცავს, რომლებიც ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და თავის კანის კვებას არეგულირებენ.

გოგრა, სტაფილო და წიწაკა A ვიტამინს შეიცავს, რომლებიც ჯანსაღი, ძლიერი, მოცულობით და კაშკაშა თმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

წითელი მხალი და ჯვაროსანი ბოსტნეული შეიცავს რკინას და მიკროელემენტებს, როგორიცაა A, C, B და K ვიტამინები, ასევე კალციუმი და კალიუმი.

პომიდორში, კივსა და ციტრუსში შემავალი C ვიტამინის მიღება კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს.

ხბოს ხორცი

კვირაში 2-ჯერ წითელი ხორცის მიღება ჯანსაღი თმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ის ცილებს, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და თუთიას შეიცავს, რომლებიც თმისთვის მნიშვნელოვანი მინერალებია.

კაკალი

კაკალი ნახევრად უჯერ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც ელასტინის ზრდას ხელს უწყობს. ომეგა 3-ის დეფიციტის დროს თმა ბევრად უფრო მტვრევადი და ცვენისკენ მიდრეკილი ხდება. კაკალი თუთიას, სელენს, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს.

ნუში შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ბევრ ფერმენტულ რეაქციას ააქტიურებს, რომლებიც თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენენ.

პარკოსანი პროდუქტები

პარკოსანი პროდუქტები მცენარეული წარმოშობის ცილებს, ასევე რკინას, თუთიას და ბიოტინს შეიცავს.

წყალმცენარეები და მოლუსკები

ორგანიზმს უზრუნველყოფს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით და მინერალებით, როგორიცაა სპილენძი, სელენი და თუთია. რაც თმაში მელანინის წარმოებისა და თმის ცვენის შესაფერხებლად მნიშვნელოვანია.