Connect with us

ჯანმრთელობა

შავი წიწაკის გასაოცარი სამკურნალო თვისებები

საპილპილე თითქმის ყველა მაგიდაზე დგას. მუქი ნაცრისფერი ფხვნილი საკვებს ოდნავ სიცხარეს მატებს და მის გემოსაც აუმჯობესებს, თუმცა მისი გამოყენებისას ალბათ არასდროს დაფიქრებულხართ კიდევ რამდენ სასარგებლო თვისებას მოიცავს შავი პილპილი.

ამ სანელებლის სამშობლო ინდოეთია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა მას დიდი ხანია იცნობს – მისი ქიმიური თვისებები ბოლომდე შესწავლილი მაინც არ არის. მასში აღმოჩენილია: მწარე გლიკოზიდი, ეთერზეთები და ცხიმოვანი ზეთები, სახამებელი, Е და С ვიტამინები. ძველი აღმოსავლელი ექიმების მიხედვით, შავი პილპილი აძლიერებს კუჭის მიერ საჭმლის მონელების შესაძლებლობებს და ენერგიას მატებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს კუნთებს.

მისი მიღება ხსნის ნახველს, ათბობს საკვების მომნელებელ ორგანოებს, აუმჯობესებს მადას, ათხელებს სისხლს მელანქოლიკებსა და ფლეგმატიკებში.

ანგინის, ნახველიანი ხველის, ბქონქიტის დროს – შავ პილპილს ურევენ თაფლში: 1 სუფრის კოვზი ფხვნილი – 1 ჭიქა სუფთა თაფლთან. იღებენ 1 ჩაის კოვზს 3-4-ჯერ დღეში. პილპილს თაფლთან ერთად შარდმდენი ეფექტიც აქვს შეშუპების დროს.

ორგანიზმის ტონუსის გასაზრდელად და მამაკაცური პოტენციის მოსამატებლად შავ პილპილს შაქართან ურევენ თანაბარი პროპორციით, ნახევარ კოვზ ნარევს, რძეში ხსნიან და სვამენ. ამ ნარევის 1 კვირიანი მიღება მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ორგანიზმს.

შავი პილპილის ფხვნილის თანაბარი პროპორციით ინასთან შერევა – შეუცვლელი გარეგანი მოხმარების საშუალებაა კანის დაავადებების და ლიქენას (სირსველა) დროს.

რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, სახსრების ტკივილის, მტვრევის, სახის ნერვის ნევრიტის და მოძრაობის შეზღუდვებისას – მოდუნებულ კუნთებს უსვამენ ზეთს რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ჭიქა ზეითუნის ზეთში უმატებენ 1 სუფრის კოვზ შავი პილპილის ფხვნილს. ნელ ცეცხლზე ზეთი ადუღებამდე მიყავთ, ადუღებენ 5-10 წუთის განმავლობაში, აცივებენ, წურავენ და იყენებენ კუნთების დასაზელად.

შავი პილპილის შინაგანად გამოყენებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ უკუჩვენებები, რომლებიც მას შარდის ბუშტის ან თირკმელების ანთების დროს აქვს. არ შეიძლება შავი პილპილის ანემიის, ალერგიული, წყლულოვანი და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს გამოყენება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.