კულინარია
შავი ბოლოკის სალათი ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის გასაწმენდად
შავ ბოლოკს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. მასში შედის C ვიტამინი, რომელიც სურდოს და გაციებას სწრაფად უმკლავდება.
საკვებში რამდენიმე შავი ბოლოკის დამატებით საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას და ნაღვლის ბუშტიდან კენჭების მოშორებას შეძლებთ. მისი რეგულარული მიღება ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მოაგვარებთ რესპირატორული დაავადებების პრობლემებს, როგორიცაა ასთმა, ხველა, ბრონქიტი, ასევე თირკმლების დაავადებებსა და ცისტიტს.
თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაწუხებთ, დიეტასთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რადგან კენჭების მოშორებასთან ერთად ნაღვლის სადინარები და ნაწლავებიც უნდა გაიწმინდოთ.
როგორ მოვამზადოთ შავი ბოლოკი
შავი ბოლოკი შეგიძლიათ სალათის სახით მიირთვათ, ასევე წვნიანებს ან მოთუშულ ბოსტნეულს დაუმატოთ.
შავი ბოლოკის ერთი ნაჭერი მწვანე სმუზს დაუმატეთ, ასე ამ ძირნაყოფის გამოყენების შესაძლებლობა და თქვენი სმუზის გამწმენდი თვისებები გაიზრდება.
აი, როგორ მოვამზადოთ გამწმენდი სალათი ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის გასაწმენდად:
ინგრედიენტები:
- 50-60 გრ შავი ბოლოკი
- 1 საშუალო ზომის სტაფილო
- 50-60 გრ ჭარხალი
- 1 კიტრი
- რამდენიმე რუკოლას ფურცელი
- ცოტა ლიმონის წვენი (გემოვნებით)
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი პირველი ცივი დაწურვის
- 2 ს/კ მწვანილი ქინძი და ახალი ოხრახუში
- ზღვის ან ჰიმალაის მარილი
- მწიკვი შავი წიწაკა
მომზადება:
- შავი ბოლოკი, სტაფილო, კიტრი და ჭარხალი სახეხზე გახეხეთ. დიდ თასში რუკოლას ფოთლებთან ერთად აურიეთ.
- სართავი მოამზადეთ. ამისთვის დაჭრილი ახალი ქინძი, ზეთი, ლიმონის წვენი, ზღვის მარილი და შავი წიწაკა აურიეთ.
- სალათს მოასხით და ოხრახუშით მორთეთ.
შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტები დაუმატოთ. მაგალითად, მზესუმზირას, გოგრის ან სეზამის თესლი ან ცოტა ავოკადო.
რატომ უნდა გაწმინდოთ ღვიძლი, თუ დაკლება გსურთ?
ჩვენი ღვიძლი ნაღვლის წარმოებაზეა პასუხისმგებელი. თავის მხრივ, ნაღველი ცხიმოვანი უჯრედების დაშლაზეა პასუხისმგებელი, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს. ასევე ღვიძლი ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.
ძალიან ბევრი გადამუშავებული და ცხიმოვანი ცხიმების შემცველი, რაფინირებული შაქრით მდიდარი პროდუქტებით ხშირი კვება ჩვენი ორგანიზმის და ღვიძლის გადატვირთვას იწვევს. ჭარბი მუშაობა ორგანიზმს ენერგიას ართმევს, რაც კარგი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. განსაკუთრებით ისეთი პროცესებისთვის, როგორიცაა ტოქსინების და სხვა ნარჩენების გამოდევნა და გაწმენდა. ამის შეუძლებლობა კი დაბალანსებული წონისა და სასიცოცხლო ძალებით ტკბობის საშუალებას გვართმევს.