საკითხავი
ყურადსაღები ამბავი ბიჭზე, რომელიც ბებიის მოვლაში არც ერთ თეთრს არ იღებდა
უანგარო სიკეთე ყოველთვის ბრუნდება. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ კეთილი ბიჭის ჭკუის სასწავლებელ ამბავს, რომელიც უფალმა ასმაგად დააჯილდოვა, თან მაშინ, როცა დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
დათა და ანა ბავშვობის მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ერთმანეთზე და–ძმასავით ზრუნავდნენ. 10 წლის იყო დათა, როცა აცრემლებულმა ანამ შეატყობინა, რომ მშობლებთან ერთად სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადადიოდა, ხოლო ბებია აქ მარტო რჩებოდა. ბებიას სახლის მარტო დატოვება არ სურდა. დათა დამწუხრდა, მაგრამ მაინც გოგონას გამხნევება სცადა.
პირობა მისცა, რომ მის ბებიაზე იზრუნებდა. „ყველაფერში დავეხმარები!“. დაიმედებული ანა თავს უკეთ გრძნობდა. ამ მშვენიერ იდეაზე შეთანხმდნენ.
კეთილმა ბიჭმა პირობა შეასრულა და ქეთი ბებიას ყოველდღე სტუმრობდა. ასე ბებია თავს მარტოსულად არ გრძნობდა. დათას საკუთარი ბებია და ბაბუა არ ჰყავდა, ამიტომ ქეთი ბებია ღვიძლივით შეუყვარდა. ერთად ხან ანიმაციებს, ხან საინტერესო პროგრამებს უყურებდნენ. სუპერმარკეტში ან ბაზრობაზე პროდუქტების ყიდვაში, ასევე სახლის დალაგებაში ეხმარებოდა. სასეირნოდაც გადიოდნენ, მაგრამ მოხუცი ქალი მალე იღლებოდა და ხელკავით დახმარება სჭირდებოდა.
ბიჭი მეგობარსაც ხშირად ეხმიანებოდა, სოციალურ ქსელში ერთმანეთს ურეკავდნენ, წერილებს უგზავნიდნენ. მეგობრობა წლიდან წლამდე მხოლოდ ძლიერდებოდა. ასე იყო ბებია ქეთისთან ურთიერთობაც.
დათამ სკოლა დაამთავრა, შემდეგ ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩააბარა, რომ ბებიასთან ახლოს ყოფილიყო. კარგად სწავლობდა, ამიტომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კარგი სამსახური მალე იშოვა. ქეთი ბებია მისი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა.
დათას მშობლები ბებიას ხშირად ნახულობდნენ და სტუმრადაც იწვევდნენ. ნამდვილი ოჯახური იდილია ჰქონდათ, რომელსაც თითქოს ვერაფერი დაარღვევდა. ერთ დღეს დათას მივლინებით სხვა ქალაქში წასვლა შესთავაზეს. მივლინება პერსპექტიული, მაგრამ დიდხნიანი იყო. ბებიის გამო ყოყმანობდა. ამ 15 წლის განმავლობაში ბებია ასე დიდხანს არასდროს მიუტოვებია.
„დათუნა, ჩემზე არ იდარდო. როგორღაც გავძლებ. შენ სწავლა უნდა გააგრძელო და დიდ წარმატებას მიაღწიო. შანსი არ გაუშვა. თუ რამე მოხდა, შენს მშობლებს დავუძახებ“ – უთხრა ბებიამ.
დათას ახლა ფული ნამდვილად სჭირდებოდა. ესმოდა, რომ წასვლა მაინც მოუწევდა. ბინაში, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, საკანალიზაციო მილი გასკდა და რემონტის გაკეთება აუცილებელი იყო. ეს დიდ ხარჯებს უკავშირდებოდა. იმედიანად გაემგზავრა. არ იცოდა, თუ რა დახვდებოდა ქალაქში დაბრუნებისას.
ბებიის ბინის სათადარიგო გასაღები ყოველი შემთხვევისთვის უკვე დიდი ხანია ჰქონდა. ბებიას ესტუმრა, მაგრამ სახლში არავინ დახვდა. ავეჯი, ლოგინი, კარადაც გამქრალიყო. ბიჭი დაიბნა, არ იცოდა, რა ხდებოდა.
ამ დროს მაგიდაზე წერილი იპოვა, ბებიის ხელწერა იყო. „ძვირფასო დათო, კარგად ვარ, არ შეგეშინდეს. საცხოვრებლად ჩემებთან გადავედი. ვგრძნობ, ჩემი წასვლის დრო ახლოვდება. ბინა შენს სახელზე გადავაფორმე, მალე ადვოკატი შეგეხმიანება. ამ ბინაში მშობლებთან ერთად გადმოდი და კომფორტულად იცხოვრეთ. მიყვარხართ!“.
ბიჭი ატირდა და ბებიის სიტყვები გაახსენდა: „ღირსეულ ადამიანთან სიკეთე ბრუნდება“. ამ ქალის კეთილი ნება ამის დასტურია. დათა მშობლებთან ერთად ბებიის ბინაში საცხოვრებლად გადმოვიდა და ძალიან გახარებული იყო.
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – პირობის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. დათა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მეგობარს მის ბებიაზე ზრუნვას დაპირდა და ასეც მოიქცა. ამ სიკეთისთვის ღირსეულად დაჯილდოვდა. სიკეთე ყოველთვის ბრუნდება, თუ უანგაროდ მოქმედებთ.