Connect with us

ყვავილები

ყოველთვის ვინახავ ამ სანელებელს სამზარეულოში, რადგან ბუგრებს ცეცხლივით აშინებს

აგარაკზე ყველაფერი კარგია, მხოლოდ არა ის მომენტები, როცა მცენარეს დაავადება უტევს. ამ დროს ფერმერი ფიქრობს, როგორ ებრძოლოს მზაკვარ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ნაკვეთის იერსახეს აფუჭებს, არამედ მცენარეს აზიანებს. ბუგრი განსაკუთრებით სახიფათოა. მას ძალიან სწრაფად გამრავლება და ნაკვეთზე გადაადგილება შეუძლია. მცენარის წვენით იკვებება და თავისი არსებობით ანადგურებს.

რა მეთოდებს არ მიმართავენ მებაღეები და მებოსტნები ბუგრების წინააღმდეგ. ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა პაპრიკა.

წიწაკა პაპრიკა

ძირითადად, ფერმერები ბუგრების წინააღმდეგ ქიმიურ საშუალებებს იყენებენ. თუმცა ასეთი საშუალება არა მხოლოდ მავნებლებს, არამედ მცენარეს აზიანებს. მისი გამოყენება არასასურველია, თან ხშირად.

ბუგრი მცენარის ძველი მტერია და მასთან ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს. არსებობს ხალხური საშუალებები, რომელიც ქიმიურ პრეპარატებს ეფექტურობით არ ჩამოუვარდა. მცენარე მათგან მეტ სარგებელს იღებს, რადგან შხამიანი ნივთიერებებით არ აზიანებს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ეფექტურ, ბიუჯეტურ და ეკოლოგიურ მეთოდებს ბუგრების წინააღმდეგ. ბუგრი მზაკვარი მავნებელია, რომელსაც ბევრი კულტურის განადგურება შეუძლია.

მასთან საბრძოლველად ყოველწლიურად ახალ–ახალი მეთოდების გამოყენებას აგრძელებენ. არის ხრიკი, რომელიც ეფექტურობით ყველაზე ძვირადღირებულ ქიმიურ პესტიციდებს აჭარბებს. ერთ–ერთი ასეთი საშუალებაა პაპრიკა. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ეს პროდუქტი.

პაპრიკა ბუგრის წინააღმდეგ

ცხარე წითელი წიწაკის ფხვნილი აიღეთ და 0,5 ლ წყალში გააზავეთ. კარგად აურიეთ და 36 საათი გააჩერეთ. შემდეგ ხსნარი გადაწურეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ თვალში არ მოგხვდეთ.

მიღებული ხსნარი წყალში გააზავეთ, რომ მცენარეების მოსარწყავად გამოიყენოთ. 20 მლ ნაყენი 1 ლ წყალში გახსენით. ასეთი კონსისტენცია მცენარისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ბუგრისთვის სასიკვდილო. ხსნარი მცენარეს უკეთ რომ მიეკრას, ცოტა თხევადი საპონი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე დაუმატეთ.

მცენარე საღამოს მშრალ, უქარო ამინდში დაამუშავეთ. შედეგის დასაფიქსირებლად პროცედურა 1 კვირაში გაიმეორეთ. მცენარე შეგიძლიათ დანამოთ, სანამ ყვავილობას დაიწყებს ან ნაყოფს გამოიღებს.

პაპრიკა შეიცავს კაპსაიცინს. ის ნატურალური ქიმიური ნაერთია, რომელიც ცხარე გაღიზიანებას იწვევს არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ მღრღნელებში, ლოკოკინებსა და სხვადასხვა მწერებში. პაპრიკა გაუმკლავდება არა მხოლოდ ბუგრებს, არამედ მუხლუხოებს და სხვა მცენარის მჭამელებს.

ბუგრების წინააღმდეგ მეორე საშუალება სოდიანი ხსნარია. 1,5 ლ წყალს 1 ჩ/კ სოდა და 1,5 ჩ/კ თხევადი საპონი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ბუგრებით დაინფიცირებული ადგილი დაამუშავეთ.

5-7 დღეში პროცედურა გაიმეორეთ. ფრთხილად იყავით, რადგან ხსნარმა მცენარე შეიძლება დააზიანოს. ერთდროულად ბევრი არ დაასხათ.

ვიმედოვნებთ, ამ ხრიკებით მოიშორებთ საძულველ ბუგრებს, რომელიც მცენარის გარეგნობას აფუჭებს და ბევრი სხვა დაავადება მოაქვს. ბუგრი მცენარეს სასიცოცხლო ძალებს ართმევს და პარაზიტია, რომელსაც მუდმივად უნდა ებრძოლოთ.

Advertisement