Connect with us

საკითხავი

ყოველთვის დატოვეთ 1 კოვზი შაქარი სახლის ეზოში

ბევრ ჩვენგანს არ უყვარს ფუტკრები. ისინი მათ უსარგებლო, მომაბეზრებელ მწერებად მიიჩნევენ, რომლებიც ხელს გვიშლიან პიკნიკის ან სუფთა ჰაერზე დასვენების დროს. თუმცა, ახლა დიდი პრობლემა გაჩნდა – ეს მწერები გადაშენების პირას აღმოჩნდნენ. ისინი მომაბეზრებელი მწერები კი არ არიან, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს კვებავენ, მათ გარეშე ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ!

არაა აუცილებელი, ხეები გიყვარდეთ, რომ პატივისცემით მოეპყროთ გარემოს. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე უმარტივესი რამ, რისი გაკეთებაც ნებისმიერს, ნებისმიერ დროს შეუძლია და რითაც ჩვენს პლანეტას დაეხმარება. არავის შეუძლია ყველაფრის გაკეთება, თუმცა ყველას შეუძლია მცირე წვლილის შეტანა. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი სამყაროს შენარჩუნებაზე მათთვის, ვინც ჩვენს შემდეგ იცხოვრებს.

92 წლის ტელეწამყვანი და ნატურალისტი დევიდ ატენბორო იბრძვის გარემოს გადასარჩენად მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. შესაზლოა, ერთხელ მაინც გაგიგონიათ მისი ხმა ან გინახავთ მისი გადაცემა.

“თუ ფუტკრები დედამიწაზე აღარ იარსებებენ, ადამიანებს მხოლოდ 4 წლის სიცოცხლე დარჩებათ” – ასეთი რამ გამოაქვეყნა წამყვანმა თავის Facebook-გვერდზე.

დევიდი პირველი ადამიანი არაა, რომელიც ასე აფრთხილებს ადამიანებს, თუმცა მისი გზავნილი შეგვახსენებს, რომ აღნიშნულ პრობლემას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ისინი, შესაძლოა, პატარა და უმნიშვნელო არსებებად გეჩვენებოდეთ, თუმცა, ფუტკრებს დიდი მისია აკისრიათ – იმ პროდუქტების თითქმის მესამედი, რომლითაც ჩვენ ვიკვებებით, მათ მიერაა დამტვერილი.

დევიდ ატენბოროს თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ფუტკართა პოპულაცია 1/3-ით შემცირდა. თუმცა, სიტუაცია უიმედო არაა, არსებობს ფუტკრების დახმარების საშუალება და ახლა ეს იდეა ტყის ხანძარივით ედება მსოფლიოს.

დევიდი გვირჩევს, შევურიოთ შაქარი და წყალი კოვზზე და დავტოვოთ იგი გარეთ. ეს არამხოლოდ ფუტკრების, არამედ ჩვენ სიცოცხლესაც იხსნის.

“წლის ამ დროს, ფუტკრები არ ჩანან და ვფიქრობთ, რომ იღუპებიან ან უკვე დაიღპნენ, თუმცა ასე არაა. ფუტკარი იღლება, მას არ ჰყოფნის ენერგია თავის სკამდე დასაბრუნებლად, რაც, ხშირად, მათ დაღუპვას იწვევს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი მისთვის საკვების დადება გარეთ, რათა საშოვარზე გამოსულმა შინ დაბრუნება შეძლოს.”

თუ დაღლილ ფუტკარს თქვენს სახლთან ახლოსაც შენიშნავთ, შაქრისა და წყლის მარტივი ხსნარი მის გამოცოცხლებაში დაგეხმარებათ.

ფუტკრების დახმარება, ასევე, შეგიძლიათ ამ ინფორმაციის გაზიარებითაც მათთვის, ვისაც ეზოიანი სახლი აქვს, რამდენადაც კორპუსებთან ფუტკრები იშვიათად თუ ჩნდებიან. და მაინც, თუ თქვენ ბინაში ცხოვრობთ, კარგი იქნება, თუ აივანზე ყვავილებს მოაშენებთ – ადგილობრივ ფუტკრებს ამით ძალიან დაავალებთ.