Connect with us

თავის მოვლა

ყვითელი პილინგი სახლის პირობებში

ყვითელი პილინგი – დღეს ძალიან პოპულარული პროცედურაა. თუმცა ეს ამ პროცედურის “ხალხური”სახელწოდებაა, თავად კოსმეტოლოგები მას რეთინოლის პილინგს უწოდებენ. ამ პროცედურას სამკურნალო და ესთეტიური ეფექტი აქვს. საქმე იმაშია, რომ პრეპარატები რომლებიც ყვითელი პილინგისთვის გამოიყენებარეთინოლის მჟავას შეიცავენ. რეთინოლი А ვიტამინის წარმოებლი ფორმაა, რომელიც კანში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამგვარად ხდება უჯრედების განახლება და კანის მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ სტატიაში ყვითელი პილინგის სახლის პირობებში გაკეთებას გასწავლით.

ყვითელი პილინგის პროცედურა შეგიძლიათ სახლის პირობებშიც ჩაიტაროთ. ეფექტი შესანიშნავი იქნება: ქრება მცირე ნაოჭები, სწორდება სახის ოვალი, კანი უფრო გლუვი ხდება. თუ პიგმენტური ლაქები გაქვთ ისინი ნაკლებ შესამჩნევი გახდებიან. გარდა ამისა იმატებს კოლაგენის გამომუშავება და სახე უფრო ახალგაზრდავდება.

დაგჭირდებათ

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი ჟელატინი
  • 0.5 ჩაის კოვზი ფქვილი
  • 0.5 თეთრი ღვინის ძმარი
  • წყალი

ნიღბის რეცეპტი

1. ჟელატინს 4 ჩაის კოვზი მდუღარე წყალი დაასხით და აურიეთ. გააცივეთ ნაზავი ოთახის ტემპერატურამდე – მუდმივი მორევით.
2. ჟელატინს დაუმატეთ ძმარი, ფქვილი, კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი ცივი წყალი. კარგად აურიეთ.
3. ნარევი მაცივარში 20 წუთით შედგით.

გამოყენება

ყვითელი ნიღაბი სახესა და კისერზე თხელ ფენად დაიდეთ. დაიტოვეთ 10 წუთი. თუ ამ პროცედურას პირველად აკეთებთ, აჯობებს ის 7 წუთით გაიჩეროთ. დროის გასვლის შემდეგ საშუალება ცივი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე ტონიკი ან ლოსიონი წაისვით. დაიცადეთ ცოტა ხნით და შემდეგ კანი კრემით დაიტენიანეთ.

გამაახალგაზრდავებელი პილინგი სახისთვის მაქსიმუმ ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ. შედეგს უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ. გაითვალისწინეთ, რომ პროცედურის შემდეგ მზეზე არ უნდა იაროთ, უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემი, არ გაიკეთოთ სკრაბი და არ გამოიყენოთ დეკორატიული კოსმეტიკა.