Connect with us

სხვა

ყველა ჭკვიანი დიასახლისი სოდას სარეცხ მანქანაში ყრის

სოდა სამზარეულოსა და მთელ სახლში ნივთების დასალაგებლად ფართოდ გამოიყენება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რამდენად ეფექტურია სოდა სარეცხი მანქანის გაწმენდაში.

რატომ უნდა ჩაყაროთ სოდა სარეცხ მანქანაში

სარეცხ მანქანაში კირის ნადები და სოკო წარმოიქმნება, თუ ჭუჭყიან წყალს ან უხარისხო სარეცხ ფხვნილს იყენებთ.

სახიფათო ნიშნები, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ დროა სოდა სარეცხ მანქანაში ჩაყაროთ:

  • უსიამოვნო სუნი დოლურიდან;
  • სამუშაო კამერის შუაში ან გამაცხელებელზე ნადების გაჩენა;
  • შემამჭიდროებელზე ან მის ქვეშ მუქი ლაქების გაჩენა;

თუ სარეცხ მანქანას სწორად გაწმენდთ, ყველა ეს უსიამოვნება წარსულში დარჩება. რომელი სოდა გამოვიყენოთ? შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 სახის სოდა:

  1. საკვები. ხელმისაწვდომ ფასად ყველგან იპოვით. უსაფრთხოა, ნაზად მოქმედებს, მაგრამ ძველ კრისტალურ წარმონაქმნებს ვერ გაწმენდს.
  2. კალცინირებული. აგრესიული ფხვნილია, მაგრამ ნადებს და ბაქტერიებს კარგად აქრობს.

სოდის გამოყენების მეთოდები:

1. სარეცხი მანქანის დოლურა ან უჯრა რომ გაწმინდოთ, სოდის და წყლის ფაფა (1:1) წაუსვით და ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ ჩვრით გაწმინდეთ. ამის შემდეგ ტანსაცმლის გარეშე რეცხვის რეჟიმი ჩართეთ.

2. სარეცხი ფხვნილის უჯრაში 500 გ საკვები სოდა ჩაყარეთ, ხოლო 1 ლ დოლურაში 9%–იანი სუფრის ძმარი ჩაასხით. მაქსიმალურ ტემპერატურაზე რეცხვის რეჟიმი ტანსაცმლის ჩატვირთის გარეშე ჩართეთ.

სოდა ნივთების გასარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყველაზე ეფექტური მეთოდები:

  1. რეცხვის წინ სპეციალურ ხსნარში ჩალბობა: 3 ს/კ სოდა 10 ლ წყალზე (40 გრადუსი ტემპერატურა). 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ ხელით ან მანქანაში გარეცხეთ.
  2. ძალიან ჭუჭყიანი სამზარეულოს პირსახოცები ნახევრად სავსე ვედრო წყლის, 2 ს/კ კალცინირებული სოდის და ნახევარი დიასახლისის საპნის (გახეხილი) ნარევში 20 წუთით ხარშეთ. შემდეგ სარეცხ მანქანაში ჩვეულ რეჟიმზე გარეცხეთ. ახალივით იქნება!

როგორც ხედავთ, სოდას სარეცხი მანქანის გასაწმენდად და ტანსაცმლის გასარეცხად გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. მთავარია, სწორი რეცეპტი გამოიყენოთ და ასე სარეცხი მანქანა უფრო დიდხანს და ხარისხიანად გემსახურებათ.

Advertisement