საკითხავი
ყველა ქალმა მაისში ღვთისმშობელზე უნდა ილოცოს, რომ ოჯახი უბედურებისგან დაიცვას
რომელი ლოცვით უნდა მიმართოთ ღვთისმშობელს ყოველდღე, რომ შფოთვას გაუმკლავდეთ? ითვლება, რომ მაისი ღვთისმშობლის თვეა. რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის მიმართ მთელი წელი უნდა ვილოცოთ, მაგრამ მაისში ქალებს შეუძლიათ სთხოვონ ღვთისმშობელს მოსავლის მოყვანაში დახმარება, რომ შიმშილობა არ იყოს, ოჯახი ავად არ გახდეს და სახლი წმინდა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ საიმედოდ დაცული იყოს.
ყოველდღიური ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ
ქალწული მარიამი შეიძლება სულიერი დედა გახდეს მათთვის, ვინც საკუთარ თავს ეძებს. თუ ადამიანმა არ იცის, როგორ მოიქცეს, შეუძლია ღვთისმშობელ მარიამს ლოცვით მიმართოს. ღვთისმშობელი ბრძენი წმინდანია, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ყველას, ვისაც წრფელი ფიქრები აქვს და წმინდა გულით მიმართავს.
თუ აქამდე ღვთისმშობლის შესახებ არ იცოდით, არაფერია ცუდი. მთავარია, რომ საჭირო წიგნების შესწავლა ან მოძღვართან დახმარებისთვის მიმართვა გააცნობიერეთ. მაგალითად, სულიერი მამა გეტყვით, რომელი ლოცვა წაიკითხოთ და რომელ ხატთან მიხვიდეთ ტაძარში. ერთ–ერთი ასეთი უძლიერესი ხატია „უჭკნობი ყვავილი“.
უძლიერესი ხატი
ალბათ, შეგინიშნავთ, რომ გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში ეკლესიებში ბევრი სიმწვანე ჩნდება. მორწმუნეებს ყვავილები მოაქვთ და ღვთის სახლს ალამაზებენ. ეს ყოვლისშემძლეს და წმინდანების მიმართ სიყვარულის ერთგვარი გამოხატვაა. თუ ეკლესიაში წასვლას აპირებთ, თაიგული აუცილებლად წაიღეთ. აუცილებელი არაა, რომ ძვირიანი იყოს, ტიტების მოკრძალებული თაიგულიც შესაფერისია.
რა ძალა და მნიშვნელობა აქვს ხატს „უჭკნობი ყვავილი“? ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ხელში ყრმა და თეთრი შროშანის ყვავილი უჭირავს. ეს სიწმინდის, უბიწოების, გამძლეობის და ქალური სიძლიერის სიმბოლოა. ხატთან ყვავილების მიტანა ღვთისმშობლისთვის ღირებული საჩუქარი გახდება.
ლოცვა ხატის „უჭკნობი ყვავილის“ მიმართ
მორწმუნეებს შეუძლიათ ეს ლოცვა ლამაზი ხატის წინაშე წაიკითხონ: „ჰოჲ, ყოვლადწმიდაო დედუფალო და უხრწნელო დედაო ქალწულო, ქრისტეანთა სასოო და ცოდვლითა ნავთსაყუდელო, ყოველნი მოლტოლვილნი შენდა დაიცევ და შეისმინე გოდებაჲ ჩუენი, მოჰყავ ყური შენი ლოცვასა ჩუენსა, დედუფალო და დედაო ღუთისა ჩუენისაო; შენდა შეწევნისა მვედრებელთა ნუ უგულებელს-ჰყოფ. განმსწავლენ და განმანათლენ ჩუენ: ნუ გარეემიიქცევ პირსა შენსა მონათა შენთაგან – ამაოთა ამათ დრტვინვათა ჩუენთათვის. მეყავ ჩუენ დედა და მფარველ, რომელნი მოწყალესა საფარველსა შენსა ქუეშე შთავრდომილ ვართ, უშფოთველსა და უვნებელსა ცხორებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე. ჰოჲ, დედაო მარიამ, უფროსადკურთხეულო მსწრაფლშემწეო, შუამდგომლობითა შენითა დამიფარენ, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცევ, ბოროტთა კაცთა სიბორგილეჲ გულისა მოამდოვრე, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. ჰოჲ, დედა უფლისა შემოქმედისა ჩუენისაო, შენ ხარ ძირი ქალწულებისა და ყუავილი დაუჭნობელი უმანკოებისა და სიწმიდისა. გარდამომივლინე შეწევნაჲ შენი, რომელნი უძლურებათა და ხორციელთა ვნებათა შინა შთავრდომილ ვართ – არაწმიდებითა გულისათა. განანათლენ თუალნი სულისა ჩუენისასა, რათა ვიქმნეთ მხილველ გზისა მის სიმართლისა ღვთისასა. უძლური ნებაჲ ჩუენი განამტკიცენ აღსრულებითა მცნებათა, რაჲთა ვიხსნეთ ჩუენ ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისაგან და შენითა შუამდგომლობითა განვმართლდეთ წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რომლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა, პატივსა და თაყუანის-ცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თუ ტაძარში წასვლას ვერ ახერხებთ, არ იდარდოთ. მთავარია, რომ გულწრფელად ილოცოთ. ამის გაკეთება ყველგან შეიძლება. ლოცვა ხატის „უჭკნობი ყვავილის“ წინაშე საეკლესიო მსახურების შესანიშნავი ალტერნატივაა. ამ სიტყვებით ყოველი ახალი დღე დაიწყეთ და დაე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მოუსმინოს ყველას, ვინც მიმართავს და დაეხმაროს ყველას, ვინც გულწრფელად ითხოვს.