ჯანმრთელობა
ყველა ტოქსიკური ნივთიერება გამოვა, როგორც დათუთქული! ნაწლავების ნაზი წმენდა
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ნაწლავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ის მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში, საკვებიდან იწოვს სასარგებლო ნივთიერებებს, რაც ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისა და აღდგენისთვის სჭირდება.
ორგანიზმის სწორი მუშაობა ნაწლავებზეა დამოკიდებული. ბევრი დაავადების მოსაშორებლად ნაწლავები უნდა გაწმინდოთ.
75 წლის განმავლობაში ადამიანის ნაწლავიდან დაახლოებით 100 ტონა საკვები და 40 000 ლიტრი სითხე გამოდის. საბოლოოდ, მასში უამრავი ტოქსიკური ნივთიერება გროვდება.
როგორ გავწმინდოთ ნაწლავები
ნაწლავების გაწმენდის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველა კარგი არაა. ჰიდროკოლონოთერაპიით ნაწლავების გამორეცხვა საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, რომელიც დროს წაგართმევთ და ნაწლავების მიკროფლორას აზიანებს.
ზოგიერთი ექიმი და დიეტოლოგი გირჩევთ, რომ 1 დესერტის კოვზი სელის თესლის სპეციალური ფქვილი მიიღოთ. ასე სამ კვირაში ნაწლავების გაწმენდას შეძლებთ.
მეთოდის დახმარებით წონას დაარეგულირებთ და ცხიმოვან დაგროვებებს ეფექტურად დაწვავთ.
სელის თესლის ფქვილს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები გამოაქვს და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას ხელს უწყობს. საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით, ასევე დამხმარე საშუალებად კუჭ–ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე სადინარების და სხვა დაავადებების დროს.
მეცნიერები ამტკიცებენ იმ ფაქტს, რომ საშუალებას მხედველობის და ტვინის მოქმედების გაუმჯობესება შეუძლია.
გამოყენება:
1. პირველ კვირას 1 დესერტის კოვზი სელის თესლის ფქვილი 100 გრ კეფირთან ერთად მიიღეთ.
2. მეორე კვირას ფქვილის რაოდენობა ორ დესერტის კოვზამდე გაზარდეთ.
3. მესამე კვირას 3 დესერტის კოვზი ფქვილი 150 გრ კეფირთან ერთად მიიღეთ. კეფირი შეგიძლიათ უცხიმო არაჟნით ან სახლის იოგურტით (მაწვნით) ჩაანაცვლოთ.
თუ ასეთი ფქვილი ვერ იპოვეთ, უბრალოდ თავად გააკეთეთ. სელის თესლი აფთიაქში შეიძინეთ და ყავის საფქვავით დაფქვით. ნარევი საუზმის ნაცვლად მიიღეთ.
უკვე სამ კვირაში ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და წონის შემცირებას შეამჩნევთ. ორგანიზმის გაწმენდის პროცესში ბევრი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.
ასევე შეგიძლიათ სელის თესლი თქვენს საყვარელ კერძებს დაუმატოთ, რომ ის უფრო სასარგებლო გახადოთ. ეს თესლი გამოდგება სალათის, ბოსტნეულის კერძის, სოუსის და საკონდიტრო ნაწარმისთვის.
სელის თესლის სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.