ჯანმრთელობა
ყველაზე ძლიერი ბალახი, რომელიც სტრეპტოკოკის ვირუსს, ჰერპესს, კანდიდას და გრიპს უმკლავდება
პიტნა labiatae-ს ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი ბეგქონდარა არის ბალახი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში იზრდება და მისი მრავალი სახეობა გვხვდება. მხოლოდ ერთი მცენარე thymus vulgaris არსებობს, მაგრამ ზეთის შემადგენელობაში ქიმიური კომპონენტები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ რეგიონში და სად იზრდებოდა მცენარე.
ბეგქონდარას მიკრობული ძალა იმდენად ძლიერია, რომ ზოგიერთი ზეთი ნებისმიერ სიტუაციაში გამოსაყენებლად უსაფრთხოა, ზოგი კი არა. thymus vulgaris ct.ლინალოლი საუკეთესო ზეთია დამწყებისთვის და უსაფრთხოა ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის.
ბეგქონდარას ზეთი ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებული და სასარგებლო ზეთია არომათერაპიაში, მაგრამ სიფრთხილით და ზომიერად უნდა გამოიყენოთ.
ბეგქონდარას შესანიშნავი ანტივირუსული, ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური, ანტიბიოტიკური, შარდმდენი, სპაზმის მომხსნელი, ამოსახველებელი და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია, რომელთაც წყალობით სურდოს და გრიპის სეზონზე შეუცვლელია.
მიკრობების განადგურების გარდა ბეგქონდარა ორგანიზმს ტოქსინებისა გამოდევნაში ეხმარება და იმუნურ სისტემას ზრდის, თეთრი სისხლის უჯრედების წარმოებას მხარს უჭერს და ინფექციების მიმართ გამძლეობას ზრდის.
ბეგქონდარას გამოყენების სარგებელი ჯანმრთელობისთვის
ბეგქონდარას სამკურნალო გამოყენება რესპირატორული ინფექციების მკურნალობას მოიცავს. ის ფილტვების შესანიშნავი საფეზინფექციო საშუალებაა. სასარგებლოა გრიპის, სურდოს, ანგინის, ასთმის, ხველის, ლარინგიტის და ბრონქიტის საწინააღმდეგოდ. პირის ღრუს და ღრძილების ინფექციის დროს (როგორიცაა გინგივიტი, რძოვანა) კბილის პასტა ან პირის სავლები სითხე გამოიყენეთ. 0,1 %-იანი ხსნარი ეფექტური იქნება.
გერმანიაში ჩატარებული მრავალი კვლევის შემდეგ ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ხველების საწინააღმდეგოდ მისი ეფექტურობა სასუნთქ გზებზე ადგილობრივი მოქმედების ეთერზეთების ამოსუნთქვით (გადაყლაპვის შემდეგ) არის განპირობებული.
მცირე რაოდენობის ეთერზეთებით ინჰალაცია საუკეთესო შედეგს იძლეოდა. ძალიან ძლიერ საშუალებას უკუჩვენება გააჩნია. ინჰალაციის პროცედურები განსაკუთრებით ეფექტურია ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც სინუსებში რჩება.
ბეგქონდარა ფიზიკური და ფსიქოლოგიური სისუსტის სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. სასარგებლოა ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღსადგენად, ქრონიკული დაღლილობის ან დეპრესიის დროს. ასევე გამოიყენება უძილობის დროს. ის სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, არტერიულ წნევას ზრდის. ითვლება, რომ ბეგქონდარა ინტელექტსა და მეხსიერებას ზრდის. ის აცოცხლებს, აძლიერებს და გონებასა და სხეულს აბალანსებს.
ბეგქონდარას ეთერზეთი ანტიბაქტერიულია და ბაქტერიის ფერმენტებზე მოქმედებს. ის საპნიან ხსნარებში ოპერაციის შემდეგ ხელის სადეზინფექციოდ გამოიყენება. ბეგქონდარას სტაფილოკოკის განადგურება შეუძლია.
საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბეგქონდარა რამდენიმე სახეობის ეთერზეთს შეიცავს, რომლებიც 3 საათში მიკრობების 90%-ს ანადგურებენ. ის ჰაერს აჯანსაღებს და სტაფილოკოკის, სტრეპტოკოკის და კრიპტოკოკისგან წმენდს.
ბეგქონდარას დამატებითი გამოყენება
- სასარგებლოა შარდსასქესო გზების და შარდის ბუშტის ინფექციების დროს. მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, მის ეფექტურობას ზრდის.
- კანდიდოზისა და ვაგინიტის დროს.
- ფრჩხილის სოკოს ანადგურებს.
- ხელის სადეზინფექციო ნატურალური საშუალებების ინგრედიენტია.
- ცხელი კომპრესი რევმატოიდული ტკივილის, კუნთოვანი ტკივილის, დაჭიმვების, სპორტული დაზიანების, რადიკულიტის, ართრიტის და პოდაგრის დროს გამოიყენება.
- ახალი ბალახი დანაყეთ ან ზეთში გახსნილი მწერების ნაკბენზე პირველადი დახმარების სახით გამოიყენეთ.
- სპორტსმენებმა ფეხზე ზეთი სუფთა ან გახსნილი სახით უნდა გამოიყენოთ. მაგრამ ცხიმიანი კრემის დახმარებით კანი დაიცავით.
- 1 %-იანი ხსნარი ანტიბაქტერიული საშუალების სახით ახალ პროდუქტებში გამოიყენეთ.
- თმის ტონიკი ან სახის დასაბანი საშუალება. აკნეს და მეჭეჭების სამკურნალო საშუალება.
- ბეგქონდარა მჯდომარე აბაზანაში ან მასაჟის დროს გამოიყენეთ, რომ მენსტრუაციის სტიმულირება მოახდინოთ.
- პარაზიტების გასანადგურებლად.
- აღმოჩენილ იქნა, რომ ბეგქონდარას ეთერზეთის ქიმიური კომპონენტი თიმოლი კანში სისხლის ნაკადს ზრდის და შეხორცებას ხელს უწყობს.
- თიმოლი სასარგებლო ცხიმების პროცენტს ზრდის, რომლებიც უჯრედულ მემბრანაშია აღმოჩენილი.
- ბეგქონდარას საკვებში გამოყენება ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის რაოდენობას ტვინის, გულის და თირკმლების უჯრედებში ზრდის.
- მწერებს თავიდან მოგაშორებთ.
- როზმარინთან, ლავანდასთან, კედრის ხესთან, ყურძნის კურკების და ჟოჟობას ზეთთან ერთად ალოპეციის სამკურნალოდ გამოიყენეთ. კონტროლირებადი ორმაგი ბრმა კლინიკური გამოკვლევის თანახმად, ნარევი თავის კანში ყოველდღე, რამდენიმე თვის განმავლობაში შეიზილეთ.
- გაღიზიანების გამო რეკომენდებულია ბეგქონდარა ნარევში გამოიყენოთ. კარგად ერწყმის ბერგამოტს, გრეიფრუტს, ლიმონს, ლავანდას, როზმარინსა და ფიჭვს.
- ბეგქონდარას სარგებლის მისაღებად ერთ-ერთი მეთოდი მისი ფოთლების ჩაის დალევაა. თუმცა გემოზე შეჩვევა მოგიწევთ, შეგიძლიათ ცოტა თაფლი დაუმატოთ. ბეგქონდარას ფოთლების ჩაი ანთებას და ტკივილს ამცირებს.
- გირჩევთ ბეგქონდარას ჩაი ყოველგვარი კოფეინის და ხელოვნური დანამატების გარეშე გამოიყენოთ. ახალი, ორგანული ბეგქონდარას ფოთლები საუკეთესო ვარიანტია.
უკუჩვენება და გამოყენების რეკომენდაცია
სუფთა კონცენტრირებული სახის ბეგქონდარას გამოყენება რეკომენდებული არაა, რადგან კანის მგრძნობელობას აღიზიანებს. ძლიერი ზეთები იმუნური სისტემის მგრძნობელობაზე გავლენას ახდენენ ან ფარისებრი ჯირკვლების და ლიმფური სისტემის სტიმულირებას ახდენენ.
ორსულობის დროს არ გამოიყენოთ. მაღალი ალტერიული წნევის ან ეპილეფსიის მდგომარეობის დროს მოერიდეთ. თუ გაქვთ სიმსივნე, ღვიძლის დაზიანება ან სხვა სერიოზული დაავადებები ბეგქონდარა სპეციალისტის მეთვალყურეობით გამოიყენეთ.
კონსერვატიული, მაგრამ ეფექტური გამოყენების მეთოდია ფეხებში ბეგქონდარას ეთერზეთის შეზელვა. ეს მეთოდი კარგად გადაეცემა და აღწევს ქვედა ბრონქულ კაპილარებს, შემდეგ სისხლძარრვების სისტემას, მთელ სხეულის და ღვიძლში არ შეიწოვება. ეფექტურია მისი ეთერზეთის სუნთქვა. რამდენიმე წვეთი ქსოვილზე დააწვეთეთ ან ჰაერის დამატენიანებელს დაუმატეთ.