Connect with us

ჰოროსკოპი

ყველაზე ცოდვილი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ყველაზე ცოდვილი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

უცოდველი ადამიანი არ არსებობს. ყველა ადამიანს გარკვეულწილად ცოდვილი აზრები აქვს. ასტროლოგების თანახმად, არსებობს ისეთი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებმაც სწორი გზიდან გადასახვევად ყველა შესაძლო პირობა შეაგროვეს. გთავაზობთ, ყველაზე ცოდვილი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგს.

მორიელი

მორიელი რეიტინგში წამყვან პოზიციას იკავებს, თუ ეს ნიშანი დანაშაულის გზას დაადგა, მის შეჩერებას ვერავინ შეძლებს. მისი ბრაზი საშიში, ხოლო შურისძიება დაუნდობელია. არასდროს არაფერი არ ავიწყდება და შანსის შემთხვევაში სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდით. მსხვერპლს მანამდე ტანჯავს, სანამ შეწყალებას არ ითხოვს. სიამაყე პატიების საშუალებას არ აძლევს.

ის ყველაზე მოშურნე ნიშნად ითვლება და თავის გრძნობებს არც მალავს. მსხვერპლს გაუფრთხილებლად თავს ესხმის. თუ ძლიერ პიროვნებას დაინახავს, მის განადგურებას ან დამორჩილებას მაინც ეცდება. ამ ნიშნის წარმომადგენლის ბრაზს მხოლოდ სევდა ჩააქრობს. ასეთ მდგომარეობაში ყოფნის დროს მასთან მიახლოებას არავის ვურჩევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აპოკალიფსია მოსალოდნელი.

თავისი სექსუალურობით პარტნიორს აგიჟებს. თუ კმაყოფილებისთვის რაღაც აკლია, სინდისი ქენჯნის გარეშე ამის გვერდზე ძიებას დაიწყებს. როგორც წესი, თავის ცოდვს არ აღიარებს და ისე იქცევა, როგორ გრძნობები უკარნახებს.

ლომი

თუ ცოდვა უნდა ჩაიდინოთ, მხოლოდ სამეფო მასშტაბით – ასეთია თავდაჯერებული ლომის დევიზი. მათი სიამაყე მეორეხარისხოვნად დარჩენის უფლებას არ აძლევს. სურთ, რომ ყველაფერში პირველები იყვნენ. ტაში, აღტაცება და კომპლიმენტები მათი სულის მალამოა. თუ ამ ნიშანს გაბრაზების შემთხვევაში თავს არა მხოლოდ რისხვა,  არამედ არაპროგნოზირებადი ემოციების ქარიშხალი დაგატყდებათ. აზრზე მოსვლის და დამშვიდების შემდეგ ბრაზს შეწყალებით უპრობლემოდ ცვლის.

მათ სრულყოფილად სიზარმაცე შეუძლაით. ამაში ბადალი არ ჰყავს, რასაც მეფური დიდებულებით აკეთებს და თან ისე, რომ მის დადანაშაულებას ვერავინ შეძლებს. დივანზე საქმიანი სახით წამოწოლილი ყოველდღიურ ცხოვრებაზე ფიქრობს და ასეთ მდგომარეობაში კი სხვების მართვა არ ავიწყდება.

ვნება შესაძლებლობას აძლევს სამყაროს უჩვენოს, თუ რამდენად საყვარელი, შესანიშნავი შეყვარებულია და რამდენი სასიყვარულო გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამიტომ სევდა და დეპრესია მისთვის არ არსებობს. აი, რაც ნამდვილად არ შეუძლიათ, შურიანობაა. დაე, სხვებს შეშურდეს მისი!

თხის რქა

გაუმაძღრობა ამ ზოდიაქოს ნიშნის მთავარი ცოდვაა. ბოლო თეთრამდე ყველაფერს ინახავს და არ ხარჯავს. მას აქვს დანაზოგი, მაგრამ არავის ასესხებენ. თუ ვინმე გაბედავს და ფულის სესხებას სთხოვს, მთელი ლექციის მოსმენა მოუწევთ იმის შესახებ, რომ საკუთარი ხარჯებით ცხოვრება უნდა ისწავლოთ.

ამ ნიშნის წარმომადგენელი ნამდვილი შრომისმოყვარეა, მაგრამ ზარმაცობასაც მთელი ღირსებით აკეთებენ. კვლავ სამსახურში რომ ჩაერთოს, მხოლოდ ერთი სტიმული სჭირდება, რომელშიც მთავარ როლს ფული თამაშობს.

გაბრაზებული თხის რქა ძალიან საშიშია. ის მანამდე იქნება განრისხებული, სანამ მსხვერპლს მორალურად არ გაანადგურებს. თუმცა ეს დააკმაყოფილებს და პირველი შანსის შემთხვევაში ძველ ცოდვებს შეგახსენებთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მრისხანება სევდაში გადადის.

მათ შურის და ღალატის საბაბი არ აქვთ. სიყვარულში ყოველთვის ერთი პარტნიორის ერთგულია.

მერწყული

ეს ნიშანი წარმოუდგენლად ზარმაცია. როცა სიზარმაცე იპყრობთ, ზედმეტად გვერდზე გადაბრუნების სურვილიც კი არ უჩნდებათ. მათი რაიმეთი დაინტერესების მცდელობა უშედეგო იქნება.

სიზარმაცით შეპყრობილნი ცხოვრებაზე ფიქრს და საგნის ფილოსოფიურად აღქმას იწყებენ. შედეგად, საკუთარ უსუსურობას თავად აღიარებენ და ამ აღმოჩენით კიდევ უფრო დამწუხრებულნი ხდებიან.

მანკიერი წრის გარღვევა მხოლოდ სასიყვარულო თავგადასავლებს შეუძლია. სწორედ ამიტომ, დაუფიქრებლად ერთი ცოდვიდან მეორეში გადადიან. ახალი შეგრძნებები მისთვის, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს, რაც გამოფხიზლების საშუალებას აძლევს. ნებისმიერ კაზონავს მისი სიმტკიცე და შეუპოვრობა შეშურდება. რაც უფრო შეგნებულად აკეთებენ, საკუთარი ძალისხმევის გამო მით უფრო მეტი სიამაყე იპყრობთ.

საკუთარ ანალიტიკურ გონებას, არასტანდარტულ აზროვნებას და ერუდიციას ყოველთვის ხაზს უსვამს. კამათში ყოველთვის პირველია და ოპონენტის აზრს არ ითვალისწინებს. თუმცა შურთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ტყუპები

თავქარიანი და ცვალებადი ნიშნის სიმბოლო ყოველთვის გზაჯვარედინია, რომელიც განსაზღვრავს თუ რა არის ცოდვა და რა არა. თუ ცოდავენ, მხოლოდ ცოტ-ცოტას. მათი დევიზია – არაფრის წინაშე არ გაჩერდეთ და ცხოვრებიდან ყველაფერი აიღეთ, რისი წაღებაც შეგიძლიათ.

მათმა შინაგანმა დაპირისპირებამ შეიძლება გულგატეხილობა გამოიწვიოს. მელანქოლია დიდი ხნით არ იპყრობს. ახალი გასართობის ძებნას იმწამსვე იწყებს.

ფლირტი და მომხიბვლელობა მათი ცხოვრების კრედოა. ამას სრულყოფილად აკეთებენ, ხშირად დაუფიქრებლად. როგორც კი პარტნიორის მიმართ გულგრილი ხდება, კვლავ ახალ ურთიერთობას ეძებს. ამ მოქმედებაში ცოდვის მწვერვალში ხვდებიან. რაც უფრო მეტი სასიყვარულო გამარჯვება აქვთ, მით უფრო ბედნიერია მათი ცხოვრება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.