Connect with us

ვიდეო

ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც მაიკლ ჯექსონის რანჩოზე აღმოაჩინეს

ამ სტატიას ორი სასაცილო ფაქტით დავიწყებ: ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეგობარმა თავის შვილს მაიკლს ჯექსონის გამოსვლა პირველად აჩვენა, სადაც მომღერალი ცნობილი „მთვარის სიარულს“ აკეთებს. ბიჭი იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, რომ „Billie Jean“-ს 10-ჯერ უყურა და მოუსმინა.

მაიკლ ჯექსონისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი მასალის ავტორი ირწმუნება, რომ ადამიანები, რომელთაც მის შესახებ არაფერი სმენიათ, სავარაუდოდ, ამ პლანეტიდან არ არიან. რთულია შეეკამათოთ, მომღერალმა უდიდესი კვალი დატოვა ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების მიუხედავად, რომელიც მას ცხოვრების განმავლობაში და სიკვდილის შემდეგაც თან სდევს.

დღეს, ჯექსონის ცნობილ რანჩოზე გიამბობთ. ნევერლენდში მოხვედრაზე ყველა ოცნებობდა, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, თუ ბავშვების იქ ვიზიტი მომღერლისთვის რით სრულდებოდა. მაიკლის გარდაცვალების შემდეგ მის სასახლეში არაერთი უცნაური ნივთი იპოვეს. და აი, რამდენიმე შოკისმომგვრელი ნივთი:

ხელთათმანები ფილმიდან „ედვარდ მაკრატელხელება“

რეკვიზიტი, რომელსაც ჯონი დეპი ტიმ ბერტონის ცნობილ ფილმში იცვამდა, მაიკლ ჯექსონის სახლში ინახებოდა. მომღერლის სიკვდილის შემდეგ ხელთათმანები აუქციონზე გაიტანეს.

რეალური ზომის ბავშვების გამოსახულების თოჯინები

2003 წელს ჯექსონის სახლი გამომძიებლებმა დაათვალიერეს და რეალური ზომის რამდენიმე საბავშვო თოჯინა იპოვეს. მათ ჯინსები და კეტები ეცვათ. ზოგიერთი ისე იყო დადებული, თითქოსდა დიალოგს მართავდნენ.

კარის ჩაქუჩი, რომელზეც ბიჭები ერთმანეთს კოცნიდნენ

ალბათ, ჯექსონის სახლში მოხვედრისას კარზე დაკაკუნება ყველას დისკომფორტს უქმნიდა.

სამეფო ტახტი

გასაოცარი არაა, რომ პოპ-მუსიკის მეფეს ტახტი უნდა ჰქონდეს. ამბობენ, რომ მომღერალმა ის მხოლოდ 1800 დოლარად შეიძინა, რადგან ამ ძვირფასი ნივთის მოსართავად ოქრო გამოყენებული არაა. ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ ტახტი აუქციონზე გაიყიდა.

მოძრავი ბებია, რომელიც ბედს წინასწარმეტყველებს

ვერ ვიტყვი, რამდენად ფუნქციური იყო ეს ნივთი, მაგრამ უპრობლემოდ შემიძლია წარმოვიდგინო, თუ მაიკლ ჯექსონი მის წინ როგორ ზის და კითხვებს უსვამს…

მაიკლ ჯექსონის გამოსახულება ჰამელინის მესტვირის როლში

თუ ვინმემ არ იცის, შუა საუკუნეების ლეგენდის თანახმად, ერთმა მამაკაცმა ქალაქ ჰამელინს თაგვები ჯადოსნური სალამურის დახმარებით მოაშორა. მოგვიანებით ხელისუფლება მის დაჯილდოებაზე უარი განაცხადა და შურისძიების გამო, მან იმავე მეთოდით ქალაქიდან ბავშვები გაიყვანა და დაახრჩო. მოჯადოებულმა უფროსებმა მისი შეჩერება ვერ შეძლეს.

ბევრ იცავს ჯექსონს, როცა მას ბავშვებთან გარყვნილ ურთიერთობაში ბრალს დებენ. ასეთი სურათების შემხედვარე მომღერლის სულ უფრო ნაკლებად გვჯერა.

მაკოლეი კალკინის სურათი, რომელიც მან თითებით დახატა

კალკინის და ჯექსონის ურთიერთობა არაერთხელ განიხილეს, მათ შორის სასამართლოში. როცა მომღერალი არასრულწლოვნებთან გარყვნილებაში დაადანაშაულეს, მსახიობმა მისი მხარე დაიცვა. მისი თქმით, ჯექსონის სახლში ღამეს ნამდვილად ათევდა, მაგრამ მომღერალს უზნეო არაფერი ჩაუდენია.

ჯექსონის თავი რობოტის სახით

საინტერესოა, სახლში ყოფნისას მაიკლმა ერთხელ მაინც თუ გაიკეთა? ამბობენ, რომ ეს ნივთი დაახლოებით 2 400 დოლარი ღირს. მსგავს რამეს ისურვებდით?

ღამურას კოსტიუმი

გასაოცარი არაა, რომ ეს ნივთი ჯექსონის სახლში იყო. ის ფილმის დიდი თაყვანისმცემელი იყო. ამბობენ, რომ 1989 წელს მხოლოდ გადატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამო მაიკლმა ფილმისთვის მუსიკის დაწერა ვერ შეძლო. უბრალოდ წარმოიდგინეთ, პოპ-მეფე ამ კოსტიუმში, რომელიც ტახტზე ზის… საოცარი სურათია, არა?

ჯექსონის სახის ფიგურა

თითოეული ასეთი ფიგურა დაახლოებით 600 დოლარი ღირს. ისინი სიმღერის შესრულების დროს ჯექსონის სახეს გამოსახულებას წარმოადგენენ. ეს რომ არ იცოდეთ, ისეთი შთაბეჭდილება გექნებათ, თითქოსდა მაიკლი ყვირის ან მას ძალიან სტკივა.

ზღაპრის არსებების სტატუეტები

ეს ალბათ „პიტერ პენიდან“ არის, მაგრამ მაინც ველურად გამოიყურება. თითქოსდა, ამ სახლში ყოველთვის ვიღაც გითვალთვალებთ, სტატუეტების თუ მანეკენის თვალი. შიშის მომგვრელია.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მაიკლ ჯექსონი არაორდინალური ადამიანი იყო. ბევრი ამბობს, რომ მის შიგნით ბავშვი ცხოვრობდა. შესაძლოა, ეს არის მიზეზი, რის გამოც მის გარშემო ამდენი სათამაშო იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, თავად გადაწყვიტეთ!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.