Connect with us

საკითხავი

ყველაზე სწრაფი და ერთადერთი მეთოდი ნივრის სუნის მოსაშორებლად

სუნთქვას არაფერი ისე არ აფუჭებს, როგორც ნიორი. იმის მიუხედავად, რომ საშინელი სუნის განეიტრალებას ცდილობთ, ის რამდენიმე დღე მაინც რჩება.

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, უმი ვაშლი ან სალათი ნივრის ცხარე სუნის განეიტრალებაში დაგეხმარებათ.

კვლევის დროს ადამიანები 25 წამის განმავლობაში ნიორს ღეჭავდნენ, შემდეგ წყალს, ვაშლს, სალათს, პიტნის ფოთლებს ან მწვანე ჩაის იღებდნენ. ვაშლი და სალათი 30 წუთის განმავლობაში სუნთქვაში ნივრის ნაერთების კონცენტრაციას უფრო ეფექტურად ამცირებდნენ.

კვლევის ავტორი, ექიმი შერილ ბარინჯერი აზუსტებს: ნიორი შეიცავს ნაერთებს, რომელთაც ალიცინი ეწოდებათ. ღეჭვის დროს ის იშლება და ნივრის დამახასიათებელ სუნს ათავისუფლებს.

ნივრის არომატული ნაერთი პირიდან ნაწლავებსა და სისხლში, აქედან კი ფილტვებში ხვდება. მას შემდეგ, რაც არომატული ნაერთები ფილტვებში მოხვდება, ისინი სუნთქვას რამდენიმე დღე წამლავენ.

თავიდან კბილების გაწმენდის სურვილი გაგიჩნდებათ. იმის მიუხედავად, რომ კბილებში დარჩენილი ნივრის ნაწილაკები მოიშორეთ, სუნი არ ქრება – ის ხომ ფილტვებიდან მოდის.

თუ ნიორს სალათის ფურცლებთან ან ვაშლთან ერთად ან მის შემდეგ შეჭამთ, რეაქცია წარმოიქმნება, რომელიც ნივრის სუნს გაანეიტრალებს. ოღონდ დიდხანს არ ელოდოთ! მას შემდეგ, რაც ნიორი ნაწლავებში მიაღწევს და სისხლში მოხვდება, ეს კი რამდენიმე წუთში ხდება, ვაშლთან და სალათთან მისი მოქმედება უსარგებლო იქნება!