Connect with us

საკითხავი

ყველაზე მეტად ჩემს ოჯახსა და სახლზე ვდარდობ, ყოველ საღამოს ძლიერ ლოცვას ვკითხულობ

ცოტა თუ ფიქრობს, რომელი ლოცვა წაიკითხოს სახლში, რომ რეალური ძალა ჰქონდეს და მაღალმა ძალებმა არასწორად არ გაიგოს. ეკლესია ამბობს, რომ ამ მიზნით ნებისმიერი სიტყვის გამოყენება არასასურველია. ზოგჯერ მაინც ლოცვანის გამოყენება ღირს.

უწყვეტი ლოცვა უბრალო მოკვდავებისთვის მიუღწეველი იდეალია. ის ბევრ ენერგიას და ძალას გვართმევს, დროზე არაფერს ვამბობთ. ჩვეულებრივ ადამიანს ყოველთვის შეუძლია წაიკითხოს მოკლე ლოცვა, როცა ამის სურვილი და თავისუფალი წუთი აქვს. ზედმეტი არასდროსაა, რომ ჩვენს მხსნელს მიმართოთ. მთავარია, ამისთვის საუკეთესო გზა გამონახოთ.

რომელი ლოცვა წავიკითხოთ სახლში

ყოველდღიური ლოცვები მართლმადიდებლურ ლოცვანში შეგიძლიათ ნახოთ. თუ დრო არ გაქვთ, თქვენთვის სპეციალური მოკლე გამოცემებიც არსებობს. ის გზაზე შეგიძლიათ წაიღოთ ან სამუშაო მაგიდაზე, სახლში საწოლის გვერდით შეინახოთ. ასეთი ლოცვების ტექსტი შემოკლებულია, თუმცა კანონიკურია და ყოველდღიური კითხვისთვის გამოსადეგი.

დილის ლოცვები

დილის ლოცვები ადრე იკითხება. მაშინვე, როცა გაიღვიძებთ. ამის შემდეგ სააბაზანოში გადით, რომ ტანი დაიბანოთ, ფიქრები დაალაგოთ. ამ პროცედურების მიღმა ღმერთთან ურთიერთობა შეგიძლიათ გააგრძელოთ. დამწყებს შეუძლია რამდენიმე ლოცვა წაიკითხოს, თანდათან მათი რაოდენობა გაზარდოს.

დილის ლოცვებში მიღებულია:

  1. უფლისთვის მადლობის გადახდა, რომ ღამემ მშვიდობით ჩაიარა.
  2. კურთხევის თხოვნა მთელი დღისთვის.
  3. უფლის მხარდაჭერის მისაღებად შუამავლობა.
  4. თხოვნა, რომ ცოდვებისგან დაგიცვათ.
  5. ლოცვა ახლობლების ჯანმრთელობისთვის.

ლოცვა ძილის შემდეგ

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, დაარა თანა წარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საღამოს ლოცვა

იდეალურია, თუ საღამოს ლოცვას ძილის წინ წაიკითხავთ. თანამედროვე ცხოვრების რიტმი მთელ ძალას გვართმევს, ამიტომ ეკლესია წინააღმდეგი არაა, მორწმუნემ ვახშმის წინ ან საღამოს ნებისმიერ დროს ილოცოს, როცა მოახერხებს. ისე, რომ ნამდვილად მზად იყოს ლოცვისთვის განწყობილი.

ილოცეთ მარტო, ანთებულ სანთელთან და ხატებთან. დიდი ან მცირე მეტანიის შესრულებით დაიწყეთ. მთელი დღის საზრუნავი გვერდზე გადადეთ, რადგან ეს ღვთის დროა. ვიმეორებთ, საღამოს ლოცვისთვის განწყობა მნიშვნელოვანია.

საღამოს ლოცვისას მიღებულია:

  1. განვლილი დღისთვის მადლობის გადახდა.
  2. ძილისთვის კურთხევის თხოვნა.
  3. ამ დღის ცოდვებისთვის პატიების თხოვნა.

ძილად მისვლის ლოცვა

უფალო, ღმერთო ჩვენო, რაიცა რა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულის-ხმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სახარება

რეკომენდებულია, რომ სახარება ყოველდღე წაიკითხოთ გულში რწმენის გასაძლიერებლად. ბუნებრივია, ტექსტი იმდენად დიდია, რომ ერთბაშად წაკითხვა გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ეკლესიამ სახარება 366 ნაწილად დაყო. რომ კალენდრის თითოეულ დღეს იყოს თავისი ნაწილი, რომლის წაკითხვა ღვთისმსახურებასთან ერთად შეიძლება.

იოანეს სახარება (თავი 16, 15-23)

  1. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
  2. „ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივდივარ“.
  3. ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთო. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო?“
  4. ასე ლაპარაკობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობსო.
  5. მიხვდა იესო, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ, და უთხრა მათ: „იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, მე რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ, და კიდევ ცოტაც და, მიხილავთ-მეთქი?
  6. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივალალებთ, სოფელი კი გაიხარებს. თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.
  7. დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა. ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა სოფელში.
  8. თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.
  9. „იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ.

რომელი ლოცვა წავიკითხოთ სახლში: ფსალმუნნი

ფსალმუნი ძველი აღთქმის ერთადერთი წიგნია, რომელიც მთლიანად, შესწორების და შემოკლების გარეშე საეკლესიო მსახურებაში შევიდა. ბევრი ქრისტიანი ირწმუნება, რომ ფსალმუნში ღვთის სიტყვაზე ყველაზე ნათლად იგრძნობა. მისი წაკითხვა მიღებულია თითო თავად, რადგან ძველი ქართული ნაშრომი თანამედროვე ადამიანისთვის რთულად გასაგები შეიძლება იყოს. რაღაც შემთხვევით შეიძლება გამოგრჩეთ.

65-ე ფსალმუნი

გუნდის ლოტბარს. გალობა – ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ. უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას. უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის სიმრავლით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები. მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა. მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე. გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო. გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა. ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა. შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.

რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს. მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე. შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ. მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს, რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს. მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. სელა. მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის. მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით. სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი. ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას. კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.

როგორც ხედავთ, სახლში წასაკითხად არსებობს ბევრი ლოცვა, რომლის ყოველდღე წაკითხვა მოსახერხებელია. თუ ეს თემა ნამდვილად გაინტერესებთ, ასარჩევი გაქვთ. მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ. დაე, უფალმა დაგლოცოთ.

Advertisement