ჯანმრთელობა
ყველაზე მავნე ჩვევები ჭამის შემდეგ, რაც გახდომას უშლის ხელს
სწორად რომ უნდა ვიკვებოთ, მგონი, ამის შესახებ ყველამ კარგად იცის, თუმცა, ბევრი ვერ ხვდება იმას, რომ ჭამის შემდეგაც საჭიროა გარკვეული წესების დაცვა. მავნე ჩევვები, რომლებსაც ადამიანები ჭამის შემდეგ ასრულებენ, ხშირად, არამხოლოდ გაცდომაში გვიშლის ხელს, არამედ ჭარბ კილოგრამებსაც გვჩუქნის.
არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს ყველაფერი ჭამის შემდეგ:
1. ჩაის სმა
1 ფინჯანი ჩაი ან ყავა ჭამის შემდეგ – ადამიანთა უმრავლესობისთვის ჩვეულებრივი რიტუალია. თუმცა, არაა რეკომენდებული ამ სასმლების დალევა ჭამის დასრულებისთანავე. პირველ რიგში, ჭამის შემდეგ მიღებული სითხე ანელებს მონელების პროცესს. საუკეთესო ვარიანტია, ჭამამდე 20 წუთით ადრე და 20 წუთის შემდეგ თითო ჭიქა წყლის დალევა.
რაც შეეხება ჩაისა და ყავას: მიირთვით ეს სასმელი ჭამიდან მინიმუმ 1 საათის ადრე. საუეთესო ვარიანტი კი მისი სამხარზე დალევაა.
2. ძილი
ხშირად, ადამიანი ჭამის შემდეგ ძილიანობას, დასვენებისა და წამოწოლის შეგრძნებას განიცდის. ამაზე უამრავი ხუმრობა და გამონათქვამია დაფუძნებული.
ხშირად, ასეთი დასვენების შემდეგ აღინიშნება დისკომფორტი კუჭში, რადგან საჭმლის მომნელებელი სითხე, ჰორიზონტალური მდგომარეობის გამო, ხვდება საყლაპავ მილში. დასასვენებლად წამოწექით საკვების მიღებიდან 1.5-2 საათის შემდეგ.
3. მოწევა
ბევრი მწეველისთვის ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწევა აუცილებელ რიტუალად იქცა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს პროცესი კუჭში სიმძიმესაც კი უმსუბუქებთ. თუმცა, ეს დიდი გაუგებრობაა.
კუჭში მოხვედრისას, ნიკოტინი საკვებს ხელს უშლის მონელებაში. მოწიეთ ნახევარი საათის შემდეგ.
4. ვარჯიში
სპორტსმენებმა იციან, რომ არ შეიძლება სავსე კუჭით ვარჯიში. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ვარჯიში არაეფექტური იქნება.
გარდა ამისა, საკვების მიღების შემდეგ, სისხლი ფოკუსირდება ნაწლავების მონაკვეთში, სპორტით დაკავებისთვის კი აუცილებელია, რომ იგი აქტიურად ცირკულირებდეს. დაელოდეთ 1-2 საათის გასვლას ჭამის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ ივარჯიშეთ.
5. ცხელი აბაზანა
ეს ვარიანტიც წარუმატებლად ითვლება. ადამიანის სხეული დუნდება, სისხლის მიმოქცევა ნელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კუჭი ვერ ახერხებს საკვების ეფექტურად გადამუშავებას. ჭამის შემდეგ 1 საათი მაინც უნდა გავიდეს, რათა შეძლოთ მოდუნება.
და მაინც, რა შეიძლება გავაკეთოთ ჭამის შემდეგ? პირველი ნახევარი საათის განმავლიბაში, არაფერი აკეთოთ, გარდა ყოველდღიური საქმიანობისა. 30-60 წუთის შემდეგ, შეგიძლიათ სასეირნოთ წახვიდეთ, რაც ორგანიზმისთვის სასარგებლო იქნება.