Connect with us

საკითხავი

ყველაზე მავნე ბოსტნეული – ეს სია გაგაოცებთ

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევის მიხედვით ბოსტნეულის კულტურის სია შეადგინეს, რომელთა მიღებაც ჭარბი წონის ან სიმსუქნისკენ მიდრეკილების დროს რეკომენდებული არაა.

თუ მოხდენილი სხეულის ფორმების შენარჩუნება გსურთ, ეს ბოსტნეულები რაციონიდან გამორიცხეთ.

1.სიმინდი

ყველაზე კალორიული პროდუქტი – 100 გრ პროდუქტი 110 კალორიას შეიცავს.

კვლევის მონაწილეებს შორის, რომლებიც რაციონში სიმინდს რეგულარულად მოიხმარდნენ, საშუალოდ 1 წელში 2 კგ მოიმატეს. მაშინ, როცა ანალოგიური რაციონის, მაგრამ სიმინდის გარეშე, კვების დროს ხალხმა საკუთარი წონის შენარჩუნება ან დაკლება შეძლეს.

2.კარტოფილი

100 გრ პროდუქტი 80 კალორიას და ძალიან ბევრ სახამებელს შეიცავს. უფრო ნაკლებს ვიდრე სიმინდი, მაგრამ მაინც ძალიან ბევრს.

ამას მოხარშულ კარტოფილზე ვამბობთ, შემწვარი კარტოფილის და კარტოფილი ფრის ხსენება არც კი ღირს.

3. მწვანე ბარდა

ერთი შეხედვით უვნებელი ბარდა სინამდვილეში 100 გრ პროდუქტზე 73 კალორიას და ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს. გარდა ამისა, თუ პირდაპირ ღეროებიდან შეჭამთ თესლზე უფრო ძლიერი ნარკოტიკი გახდება – შეჩერება გაგიჭირდებათ.

4. კომბოსტო კოლრაბი

ტრადიციული კომბოსტო ბოსტნეულის დიეტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კომბოსტოს ყველა სახეობა კარგი არაა. პეკინის კომბოსტო 100 გრ პროდუქტზე მხოლოდ 16 კალორიას შეიცავს, კოლრაბი კი 4-ჯერ უფრო მეტ კალორიას შეიცავს.

5. ოხრახუში

არ ელოდით? რა თქმა უნდა, ბევრ ოხრახუშს ვერ შეჭამთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მაღალკალორიულია. ოხრახუში 100 გრ პროდუქტზე 40 კალორიას შეიცავს. ოხრახუში მადას ააქტიურებს და ეს მის უპირატესობაზე არ მეტყველებს.

6. ბადრიჯანი

მსხვილ ბადრიჯანში ალკალოიდ სოლანინი გროვდება, რომელიც შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობის მიზეზი გახდეს.

7. ლობიო

გამომშრალი და ხანგრძლივი შენახვის პირობებში ლობიო ობის სოკოს თავშესაფარი ხშირად ხდება. ამასთან ვერც გემოთი და ვერც სუნით ჩვეულებრივ მის განსაზღვრას ვერ შეძლებთ, ხოლო ორგანიზმისთვის ასეთი საკვები რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სასარგებლოა.