Connect with us

ყვავილები

ყვავილები, რომლებიც სასაფლაოზე არ უნდა წაიღოთ

გარდაცვლილი ახლობლის ბოლო გზაზე გაცილება ძვირი ჯდება, ამიტომ ფინანსურად გაჭირვებული ადამიანი ხშირად ხელოვნური ყვავილების თაიგულს ყიდულობს. Аlltime.ge–ს რედაქცია ამის გაკეთებას კატეგორიულად არ გირჩევთ.

ხელოვნური ყვავილი იაფფასიანი და მახინჯია. თან პლასტმასია და ეკოლოგიას აზიანებს. ყველა ცოცხალი ყვავილიც არ გამოგადგებათ. ზოგიერთი მათგანი სასაფლაოსთვის შეუფერებელია.

ყვავილების თაიგული

მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში ეკლესიაში მისვლა და გარდაცვლილის მოხსენება მიღებულია. ამ დღეს სასაფლაოზეც შეგიძლიათ ახვიდეთ, დაალაგოთ და ყვავილები აიტანოთ. გირჩევთ, ყვავილები სწორად შეარჩიოთ. ხელოვნური ყვავილები დაივიწყეთ. ცოცხალ ყვავილებს შორისაც აკრძალვები არსებობს.

სასაფლაოზე კაშკაშა ყვავილები არ მიიტანოთ. თაიგულში სამ ფერზე მეტი არ გამოიყენოთ. მწვანე ღერო და ფოთოლი ხსოვნის სიმბოლოა. 4-8 ყვავილი საკმარისია, თუ თაიგულს არ ფუთავთ. ეკლები მოაშორეთ, რადგან ეს ეკლის გვირგვინთან ასოცირდება.

ცოცხალი ყვავილის ყიდვისას წესები დაიცავით. ყვავილი ბოლომდე გაშლილი არ უნდა იყოს. საჭირო სიგრძეზე მხოლოდ სასაფლაოზე გადაჭერით, სანამ ლარნაკში ჩადებთ.

ქოთნის ყვავილის შემთხვევაში შეარჩიეთ ყინვაგამძლე მცენარე, რომელსაც პატარა ყვავილები აქვს. ქოთანი პატარა არ უნდა იყოს, რომ მცენარე სწრაფად არ გახმეს.

ყვავილები, რომლებიც სასაფლაოზე შეგიძლიათ მიიტანოთ

ყველაზე უნივერსალური ვარიანტია ვარდი. კლასიკური ან პატარა ყვავილების მქონე შეარჩიეთ. ლამაზი და უბრალოა.

ასტრა დიდხანს ყვავილობს. ბევრი სახეობა აქვს და სასურველი ვარიანტი შეგიძლიათ იპოვოთ. მანანაც შესაფერისია. მისი ნაზი ყვავილები შესაფერის ატმოსფეროს ქმნის, გამხმარიც ლამაზია.

შროშანა და კალა სასაფლაოს გასალამაზებლად გამოგადგებათ. კალა ერთგულების სიმბოლოა, ხმალა – ძლიერი ძალის, ორქიდეა – ელეგანტურობის.

თაიგული იმის მიხედვით შეადგინეთ, ვის აგებთ პატივს. თუ გარდაცვლილი კაცია, იასამნისფერი, ნარინჯისფერი და წითელი ყვავილები შეარჩიეთ. შავი, ლურჯი და ყვითელიც შესაფერისია.

ქალის შემთხვევაში თაიგული მისი ხასიათის მიხედვით შეარჩიეთ. გარდაცვლილის საყვარელი ყვავილი ან მისი სახელის შესატყვისი ყვავილი შეიძინეთ.

გარდაცვლილი ახლობლის ხსოვნის პატივსაცემად ყვავილის შერჩევას ბევრი წესი აქვს, მაგრამ ახლა შეცდომას აღარ დაუშვებთ. ხელოვნური ყვავილები კატეგორიულად აკრძალულია.

Advertisement