Connect with us

ყვავილები

ყავის ნალექი, როგორც მცენარეების სასუქი: მებოსტნეების საიდუმლო ხრიკები

ხსნად ყავას იშვიათად ვსვამ. მარცვლეულის ყიდვა და სახლში დაფქვა მირჩევნია. ვფიქრობ, რომ ასე არომატული, გაჯერებული გემოს სასმელი გამოდის. მოხარშული ყავის კიდევ ერთი ბონუსი: ნალექი. სამწუხაროდ, მასზე მკითხაობა არ ვიცი. აი, მის სარგებელს ვიყენებ. პირველ რიგში, ერთ–ერთი ნატურალური ტანის სკრაბია. მეორეც, კარგი ყავის ნალექი მცენარის სასუქია.

სანამ დამწყები მებოსტნეები შეძენილ სასუქებს უპირატესობას ანიჭებენ, ვეტერანები ყავას იყენებენ. ის კომპოსტს ამდიდრებს, დამოუკიდებელ სასუქადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნალექს ხშირად მცენარეების დასანამ ნარევს უმატებენ. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ მისი სწორად გამოყენება ისწავლოთ.

ყავის ნალექი, როგორც მცენარეების სასუქი

სასუქის ხარისხი

სასურველ შედეგს მიიღებთ, თუ პროდუქტი ხარისხიანი და გამოსაყენებლად ვარგისია. თუ ნალექიან ყავაში შაქრის და სხვა დამატკბობლის დამატება გიყვართ, ამ ჩვევაზე უარი თქვით. უცხო ინგრედიენტები სასმელს გემრიელს ხდის, მაგრამ სასუქს მთლიანად ანადგურებს.

ნალექის შენახვას ყურადღება მიაქციეთ. ობით რომ არ დაიფაროს, გააშრეთ. შემდეგ ქაღალდის ან ნაჭრის ტომარაში ჩაყარეთ და მშრალ ადგილას შეინახეთ.

მცენარის სასუქი დარგვის დროს

ყავის ნალექი მიწაში ნელ–ნელა იშლება და ხანგრძლივი დროით თავის სასარგებლო ნივთიერებებს იძლევა. სწორედ ამიტომ, ყავის ნალექი მიწას პირდაპირ ნერგის ან თესლის ჩარგვისას შეგიძლიათ დაუმატოთ. 1:1 თანაფარდობით მიწა და ნალექი აურიეთ და ორმოში ჩაყარეთ.

მსხვილი და წვნიანი ბოლოკი ან სტაფილო რომ გაზარდოთ, თესლი და ყავის ნალექი დარგვის წინ აურიეთ. აღმონაცენი სწრაფად ამოვა, ხოლო ნაყოფი სწრაფად დამწიფდება.

მიწაში დამატება

ყავის ნალექი მოგვიანებით შეგიძლიათ დაუმატოთ. მცენარის გარშემო 3-4 სმ სიღრმეზე მიწა ამოთხარეთ და ნალექი ჩაყარეთ. მორწყვისას მკვებავი ნივთიერებები მიწაში ღრმად ჩავა და ნერგის ზრდას ხელს შეუწყობს. მსგავსი მეთოდით ოთახის მცენარე შეგიძლიათ გამოკვებოთ.

დანამვა

მოსავალი მავნებლებისგან ხშირად იტანჯება. მათ თქვენი შრომის განადგურება წამებში შეუძლიათ. მავნებლების დასაფრთხობად მცენარე ყავაზე დაფუძნებული ხსნარით დანამეთ. ყავის ჩენჩო შეგიძლიათ მცენარის გარშემო მიმოყაროთ. არომატი ჩვენთვის ღვთაებრივია, მაგრამ მავნებლებს ნამდვილად არ მოსწონთ. მეზობელი კატებიც თქვენს ბოსტანში აღარ შემოვა.

თუ ადრე ყავის ნალექს ყრიდით, შეწყვიტეთ. აუცილებელი არაა, რომ მებოსტნე იყოთ. ასეთი ტკბილეული ოთახის ყვავილებსაც მოეწონებათ. თან აბსოლუტურად უფასოა.

Advertisement