Connect with us

ჯანმრთელობა

ღვიძლი რომ ჯანმრთელი იყოს, რეგულარულად იკვებეთ ამ 12 ძალიან გემრიელი კერძით

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ორგანოა. ის ასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბევრ ფუნქციას: მონაწილეობას ღებულობს საჭმლის მონელების პროცესში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავის, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ცვლაში, ამასთან ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმიდან გამოაქვს.

ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ფილტრი ხშირად არასწორი კვების, სტრესისა და მავნე ჩვევების გამო იტანჯება. მარჯვენა გვერდზე სიმძიმე და პირის სიმწარე ღვიძლის „დაღლილობის“ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშნებია.

ალკოჰოლი, შემწვარი საკვები, ქიმიური დანამატები საკვებ პროდუქტში, მედიკამენტები ღვიძლის მტრების სრული სია არაა. საბედნიეროდ, ამ ორგანოს ბევრი მეგობარიც ჰყავს.

ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები

1. ბაყაყურა

მცენარეულ სამყაროში არ არსებობს მცენარე, რომელიც ბაყაყურას ღვიძლზე სამკურნალო მოქმედებით შეეჯიბრება. ეს სილიმარინზე ჰეპატოპროტექტორული ეფექტით აიხსნება.

სილიმარინი ღვიძლს არა მხოლოდ მავნე ზემოქმედებისგან იცავს, არამედ რეგენერაციული თვისები გააჩნია. მისი მიღება ავადმყოფობის დროს დაზიანებულ ღვიძლის უჯრედებს აღდგენაში ხელს უწყობს.

ღვიძლის დაავადების დროს ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა ბაყაყურას დაფქული თესლი. ის აფთიაქში ფხვნილის სახით იყიდება. ასევე შეგიძლიათ ყავის საფქვავში დაფქვათ. პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. ჩვეულებრივი წყალი დააყოლეთ.

2. გოგრა

ღვიძლი ფერად, წითელი და ნარინჯისფერი რბილობის მქონე ხილზე გიჟდება. გოგრა თავისი მარცვლებიანად საერთოდ ღვიძლის პროდუქტად ითვლება. გოგრის მთავარი უპირატესობა გეპატოციტების უჯრედული მემბრანის აღდგენის უნარია.

უიშვიათესი T ვიტამინის (კარნიტინა) შემცველობის წყალობით, გოგრა ძროხის ხორცის, ღორის ხორცის და სხვა ცხიმიანი კერძების საუკეთესო გარნირად ითვლება. T ვიტამინი მძიმე საკვების ათვისებას და ღვიძლის განტვირთვას ხელს უწყობს.

3. ციტრუსი

ციტრუსი შეიცავს ეთერზეთს, ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, რომელიც ღვიძლის ბუნებრივ გაწმენდას სტიმულირებს და ანთებით პროცესებს ამცირებს.

ეს ხილი C ვიტამინის საწყობს წარმოადგენს, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ინფექციებისა და სერიოზული დაავადებისგან გვიცავს. დილით უზმოზე დალეული ლიმონის წვენი ღვიძლს მთელი დღით სტიმულირებს და ყავასა თუ შავ ჩაიზე უფრო უკეთ გაგამხნევებთ.

4. ლამინარია

ამ წყალმცენარეს ზღვის კომბოსტოს უწოდებენ. მისი ფოთლები 5% ალგინის მჟავის მარილებს შეიცავს, რომელსაც „მავნე ნივთიერებების ბუნებრივ უტილიზატორს“ უწოდებენ. ალგინატები ზოგიერთ ქიმიურ ნაერთებს, ასევე მძიმე ლითონის მარილებს აკავშირებს, ანუ ღვიძლს მავნე ნივთიერებების მოშორებაში ეხმარება.

ზღვის კომბოსტო იოდის შემცველობით აბსოლუტური რეკორდსმენია, ის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას აფერხებს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

4. არტიშოკი

ეს მცენარე ორგანიზმიდან ჭარბი სითხის მოშორებაში დაგეხმარებათ, ღვიძლში ცხიმის დონეს შეამცირებს და სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს.

რეკომენდებულია არტიშოკის ჩაის (200 მლ) დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალევა. ჩაის მოსამზადებლად 1 ლ სუფთა წყალი აადუღეთ და 1 ს/კ დაქუცმაცებული არტიშოკი დაუმატეთ. თავსახური დააფარეთ და 25 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ.

6. ჭარხალი

ყველამ არ იცის, რომ ჭარხალი ღვიძლისთვის სასარგებლოა. ძირნაყოფი ბეტაინს შეიცავს, რომელიც ცილების ათვისებას ხელს უწყობს. ბეტაინი წნევას ამცირებს, ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს და ღვიძლის გაცხიმიანებას ხელს უშლის.

ჭარხალი როგორც ნედლი, ასევე მოხარშული ან გამომცხვარი სახით სასარგებლოა. შეგიძლიათ ნედლი ჭარხლის ფრეში დალიოთ, ან გემრიელი სალათი მოამზადოთ.

7. ბაბუაწვერა

ბაბუაწვერას ჩაი ღვიძლის სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ. მისი მომზადება ძალიან მარტივია.

1 ლ სუფთა წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და 1 ს/კ ბაბუაწვერას ფოთლები ან ძირი დაუმატეთ. 25 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და დილა-საღამოს 250 მლ დალიეთ. 6-7 საათი შესვენება გააკეთეთ.

ამ ჩაის მიღება ორი კვირით არის რეკომენდებულია, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი კვლავ 2 კვირით გაიმეორეთ.

8. გვირილა და პიტნა

ამ მცენარეებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ და ღვიძლის ფუნქციებს აუმჯობესებენ. 200 მლ წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და 1 ჩ/კ ბალახების ნარევი დაუმატეთ. 15 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს 100 მლ ნაყენი დალიოთ.

9. ავოკადო

ავოკადო ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს, უჯრედისს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ეს კი დაგროვებული წიდების გამოდევნას ხელს უწყობს.

ხილი შეიცავს გლუტაიონს – ნაერთს, რომელიც ღვიძლს ტოქსინების გამოსადევნად სჭირდება. ავოკადოში შემავალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა სისხლში LDL-ქოლესტერინის დონეს შემცირებას ხელს უწყობს და ანთებით პროცესებს ამცირებს.

10. გარგარის ჩირი

გარგარის ჩირის და E ვიტამინით მდიდარი სხვა პროდუქტების რეგულარული მოხმარება ღვიძლის დაავადებისგან დაგიცავთ. ჩინელმა მეცნიერებმა ღვიძლის პათოლოგიური დაავადების სტატისტიკა გაანალიზეს. როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც საკვებად გარგარს იყენებდნენ, ღვიძლის ქრონიკული დაავადების რისკი გაცილებით დაბალი იყო.

სავარაუდოდ, მსგავსი ფენომენის მიზეზი გარგარში შემავალი დიდი რაოდენობის E ვიტამინით არის გამოწვეული, რომელიც ღვიძლის ქსოვილების აღდგენის პროცესს აძლიერებს. დღეში 4 ნაყოფი საკმარისია, რომ ყველა სასარგებლო ნივთიერება მიიღოთ და ორგანიზმი არ დააზიანოთ.

11. კურკუმა

თუ ყოველი კერძის მომზადების დროს მწიკვი კურკუმას გამოყენების ჩვევა გექნებათ, ღვიძლის მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. კურკუმა საჭმლის მონელების სისტემაზე გავლენას ახდენს და მოქმედებს როგორც ფერმენტი, ასევე ღვიძლს ტოქსინებისგან იცავს. კურკუმა შეგიძლიათ სასმელსაც დაუმატოთ.

ლატეს მოსამზადებლად ნახევარი ჩ/კ დაფქული კურკუმა, ნახევარი ჩ/კ თაფლი, მწიკვი წითელი წიწაკა, კოჭის ფესვები 2 X 2 ზომით და 240 მლ რძე აიღეთ.

ყველა სანელებელი აურიეთ – კურკუმა, წიწაკა, კოჭა და თაფლი, თბილი რძე დაასხით და რამდენიმე წუთით დააყენეთ. გადაწურეთ – ლატე მზადაა!

12. ვაშლი

ღვიძლის კარგი მუშაობის შესანარჩუნებლად ყოველდღე ვაშლი (როგორც ნედლი, ასევე გამომცხვარი) მიიღეთ. ისინი კვების შეუცვლელ პროდუქტს წარმოადგენენ და ღვიძლის გასაწმენდად იდეალურია.

ვაშლი დიდი რაოდენობით პექტინს შეიცავს – ხსნადი უჯრედისი, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს წმენდს, ნაწლავებსა და ღვიძლში დაგროვებულ ტოქსინებს აშორებს.

ვაშლის მოხმარება სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მისი წყალობით ღვიძლს საკვების გადამუშავება უადვილდება.

13. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი შეიცავს E ვიტამინს, მთავარ ანტიოქსიდანტს. ის ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან – ნივთიერებისგან, რომელიც მზის სხივების, სიგარეტის კვამლის, ბინძური ჰაერისა და რადიაციის გამო წარმოიშვება. ღვიძლი სწორედ ამ მავნე ნივთიერებებს ებრძვის.

რეკომენდებულია, ღვიძლის საყვარელი პროდუქტები კომპლექსურად მიიღოთ. თითოეულს ღვიძლისთვის თავისი სარგებელი მოაქვს. სწორედ ამიტომ, ამ სიაში მოცემულ პროდუქტებს რაც უფრო ხშირად მოიხმართ, მით უკეთესი.

5 მთავარი ვიტამინი ღვიძლისთვის

ღვიძლი კარგად რომ მუშაობდეს და არ გადაიტვირთოს, ღვიძლისთვის აუცილებელი ვიტამინების მიღებაზე უნდა იზრუნოთ.

A ვიტამინი

ყველა წითელი და ნარინჯისფერი ხილი შეიცავს. განსაკუთრებით მდიდარია სტაფილო, ჭარხალი, გარგარი, ბულგარული წიწაკა და გოგრა.

E ვიტამინი

შეიცავს მარცვლეული, მცენარეული ზეთი და თევზი.

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარია ცხიმიანი თევზები, როგორიცაა ქაშაყი, კალმახი და სკუმბრია.

რიბოფლავინი (B2 ვიტამინი)

დიდი რაოდენობით შეიცავს ატამი, მსხალი, ჭარხალი და ისპანახი.

ლიპოური მჟავა

დიდი რაოდენობით გვხვდება რძის პროდუქტებში, ისპანახსა და ძროხის ხორცში. მას ასევე უწოდებენ ალფა-ლიპოურს, მჟავას და N ვიტამინს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.