Connect with us

ჯანმრთელობა

ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში. მარტივი პროცედურა გააჯანსაღებს მთელ ორგანიზმს

ღვიძლი – უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც ფილტრავს ორგანიზმში დაგროვებულ ტოქსინებსა და წიდებს. ცხოვრების არაჯანსაღი სტილისა და მავნე ჩვევების შედეგად ჩვენს ღვიძლს შეუჩერებელ ტემპში უწევს მუშაობა და სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზეგავლენისგან ის საკმაოდ ხშირად ზიანდება.

თუ ღვიძლის დაზიანების თავიდან არიდება გვსურს, აუცილებელია რეგულარულად საჭირო ზომების მიღება. ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის გაწმენდა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხშირად აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: თავის ქრონიკული ტკივილი, ყაბზობა, კანის არაჯანსაღი ფერი, ყვითელი წრეები თვალების გარშემო, რეგულარულად ღებინების შეგრძნება, სიმძიმის განცდა მუცელში და შებერილობა. თუ პირის ღრუში ხადნდახან მეტალის გემო გაქვთ, ხშირად გაწუხებთ დაღლილობა, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება, აუცილებლად იზრუნეთ ღვიძლის გაწმენდაზე, რათა პრობლემამ გაცილებით რთული და მწვავე ფორმა არ შეიძინოს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები თქვენთვის უცხო არ არის, დროა, ღვიძლის ტოქსინებისგან და წიდებისგან გაწმენდაზე იზრუნოთ. მეთოდი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, დაშლის ცხიმებს ღვიძლის გარშემო, შეგიმცირებთ მადას, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და დაგეხმარებათ დაახლოებით 3 კილოგრამის მოშორებაში.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჭიქა ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი
  • 150 მლ წყალი
  • 1/2 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი (კოჭა)
  • 1 კბილი ნიორი

მომზადება: 

1. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

2. მზა საშუალება მიიღეთ ჭამიდან 1 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრზლივობა – 3 დღე.

აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ღვიძლის გაწმენდის ეს მეთოდი არ გამოდგება ყველა ადამიანისთვის. თუ თქვენ წყლულვანი დაავადებები, გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი სხვა ანთებითი სახის დაავადება გაწუხებთ, მოცემული სასმელი თქვენთვის უკუჩვენებითია. თავის შეკავებაა მიზანშეწონილი ამ საშუალებისგან, თუ თირკმელებში ან ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, რადგან ჯანჯაფილს, რომელიც ჩვენი დღევანდელი რეცეპტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, შეუძლია კენჭების დაძვრის პროვოცირება ამ ორგანოებში.

გახსოვდეთ, ღვიძლის დეტოქსიკაცია აუცილებელი პროცედურაა, რომელიც თავიდან აგარიდებთ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს დაზიანებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არაერთ სერიოზულ პრობლემას. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!