ჯანმრთელობა
ღვიძლის გაწმენდა და ფუნქციონირების აღდგენა მარტივია: მიირთვით ეს საშუალება კვირაში ერთხელ
ღვიძლი – ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, ცხოვრების არაჯანსაღი სტილიდან გამომდინარე ღვიძლი ხშირად ზიანდება და ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას გამართულად, რასაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული პრობლემის განვითარებამდე მივყავართ.
შუასაუკუნეების ცნობილი მეცნიერი და გამოცდილი ექიმი, აბუ ალი იბნ სინა (ავიცენა) მოგვითხრობთა ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი ფილტრის სასიცოცხლო მნიშვნელობისა და ფუნქციის შესახებ. მისი თქმით, სწორედ ამ ორგანოზეა დამოკიდებული ყველა სხვა ორგანოს გამართული ფუნქციონირება და ჯანმრთელობა. თუ ღვიძლის მუშაობა ირღვევა, ფერხდება ორგანიზმში ტოქსინების, წიდებისა და სხვა დაგროვებული მავნე ნივთიერებების გაფილტვრის პროცესი, რასაც მთელი სხეულის დაბინძურებამდე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების განვითარებამდე მივყავართ.
რაც არ უნდა მძიმე იყოს პაციენტის მდგომარეობა, ის არ განიცდის ტკივილს, რადგან ღვიძლში არ არსებობს ნერვული დაბოლოებები. ამ ორგანოს დაზიანებისას ჩვენ მხოლოდ სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება გვაწუხებს, რადგან ზომებში გადიდებული ღვიძლი ზეწოლას ახდენს მეზობელ ორგანოებზე.
დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ უძველესი ნატურალური საშუალების შესახებ, რომელიც ეფექტურად წმენდს ღვიძლს და სწრაფად მზადდება სახლის პირობებში. თუ თქვენ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ, მოცემული საშუალების გამოყენება მიზანშეწონოლია პროფილაქტიკური მიზნებისთვისაც.
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი ჭარხალი
- 1/2 ჭიქა ქიშმიში
- ერთი ლიმონის წვენი
- 2 ჭიქა წყალი
მოზმადება:
1. გაასუფთავეთ ჭარხალი კანისგან და დაჭერით პატარა კუბიკებად.
2. დადქით წყალი დაბალ ცეცხლზე და წამოადუღეთ. როდესაც ის დუღილს დაიწყებს, ჩაამატეთ ჭარხალი და ქიშმიში.
3. გამორთეთ ცეცხლი, ქვაბს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ მდუღარე წყალში ჭარხალი და ქიშმიში დაახლოებით 45 წუთით ან 1 საათით.
4. ერთი საათის შემდეგ გაგრილებული ნარევი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. მიღებული მასა მოათავსეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილ დოლბანდზე და კარგად გაწურეთ.
6. დოლბანდზე დარჩენილი მასა შეგიძლიათ გადაყაროთ, ჩვენ მისგან გამოწურული სითხე დაგვჭირდება.
7. რეკომედებულია ამ სასმელი მიღება დღეში 2-ჯერ 200 მილილიტრის ოდენობით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ღვიძლის გასაწმენდ ამ სასმელს მიიღებთ კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ.
მოცემული სასუალება უკუჩვენებითია პაციენტებისთვის, რომელთაც თირკმელების დაავადებები, ართრიტი, დაბალი წნევა და სისხლში შაქრის მაღალი დონე აწუხებთ.