Connect with us

თავის მოვლა

ქოქოსის ზეთი თმისთვის – სარგებელი და მოხმარების ყველა საიდუმლო

უძველესი ცივილიზაციების დროიდან მოყოლებული, სილამაზის შესანარჩუნებლად  ქალები ქოქოსის რძეს იყენებდნენ. თმა კარგად გაჯერდება ვიტამინებით, ცხიმებით და ანტიოქსიდანტებით, სამკურნალო ნაზავი გაგათავისუფლებთ ქერტლისა და თავის კანის დაავადებებისგანაც.  ეს ზეთი ქოქოსის რბილობისგან მიიღება, საუკეთესოდ კი ტაილანდში დამზადებული ზეთი მიიჩნევა.

ქოქოსის ზეთი თმისთის – სარგებელი

ქოქოსის სამკურნალო ზეთს ოდნავ გამომშრალი რბილობისგან – ცხელი მეთოდით იღებენ და ცივი მეთოდით კი ის დაწურვის გზით მიიღება.  ორივე ვარიანტი ძვირფასია და სხვადასხვა ტიპის თმებისთვის გამოიყენება, რაც ყიდვის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ეს საშუალება არა მარტო კვებავს თმას, არამედ ატენიანებს კიდეც, ასევე ხსნის ანთებას – ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებების გამო.

ქოქოსისი ზეთის უდავო სარგებელი მისი შემადგენლობით აიხსნება:

  • სტეარინის მჟავა – ატენიანებს, ასევე ქმნის – ქარისგან, ყინვისგან ან მწველი სხივებისგან დამცავ ფენას, არეგულირებს წყლის ბალანსს
  • ლაურინის მჟავა – აფერხებს სიბერეს, ანადგურებს ინფექციებს
  • კაპრონის მჟავა – უზრუნველყოფს ღრმა შეღწევას, აღადგენს კანის უჯრედებს.
  • მირისტინის მჟავა – ატენიანებს
  • ვიტამინი E – არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის ქავილს.
  • რეტინოლი – არეგულირებს კერატინის გამომუშავებას, ამაგრებს თმის ძირებს
  • ნიაცინი – აღადგენს ფოლიკულებს, ბლოკავს ჭაღარის წარმოქმნას
  • ფოსფორი – უზრუნველყოფს ელასტიურობას
  • ვიტამინი D – აჩერებს თმის ცვენას

რომელი ქოქოსის ზეთის მოხმარება ჯობია თმისთვის?!

თმისთვის 2 ტიპის ქოქოსის ზეთს უშვებენ – რაფინირებულს და არარაფინირებულს. ხშირად კოსმეტოლოგიაში პირველი ვარიანტი გამოიყენება, თუმცა მეორე უფრო სასარგებლოდ ითვლება. ეს იმით აიხსნება, რომ არარაფინირებულ ზეთს, პატარა მინუსი გააჩნია – არ შეიძლება მისი თმის ძირებზე დატანა, რადგან კანზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა გამონაყარი გამოიწვიოს. თუმცა თმის ბოლოებში შესაზელად ის იდეალურია!  ლაურინის მჟავის მეშვეობით, ის ღრმად აღწევს სტრუქტურაში და კურნავს თმას. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ნიუანსი ქოქოსის ზეთის შეძენისას.

თუ შემოთავაზებულ ბრენდებს განვიხილავთ, რეიტინგში გამოირჩევიან:

Parachute – გამოშებულია ინდოეთში, არარაფინირებული, არ არის ხელოვნურად გათეთრებული ან დეზოდორირებული
El Baraka – იწარმოება ეგვიპტეში – ატენიანებს, ახდენს კანის ცხიმის გამოყოფის ნორმალიზებას
Dabur Anmol – არარაფინირებული, იწარმოება ინდოეთში, თქვენი თმის ზრდა და დაცვა გარანტირებულია.

იმისთვის, რომ ქოქოსის რძემ საგრძნობი სარგებელი მოგიტანოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ნიუანსები:

1. ის არ გამოგადგებათ მშრალი ან უხეში თმისთვის – მათ არ აქვთ ცილების საჭიროება, ამიტომ თმა შეიძლება მტვრევადი გახდეს.
2. არ შეიძლება ზედმეტად ბევრი საშუალების წასმა, ის შესაძლოა დაგროვდეს და თმის ცხიმიანობა გამოიწვიოს.

რაფინირებული ქოქოსის ზეთი თმისთვის

როდესაც თმისთვის ქოქოსის ზეთს არჩევთ, აჯობებს რაფინირებული აირჩიოთ, შემადგენლობას არ აქვს სუნი და ფერი, უსაფრთხოა თავის კანისთვის. უნდა წაისვათ მშრალ კანზე, სველ თმაზე, წყალი ხელს უშლის თმის კარგად გაპოხვას. ასეთი ზეთიკარგად ატენიანებს და თმას უფრო დამჯერს ხდის მას.

არარაფინირებული ქოქოსის ზეთი

თუ გრძელი თმის სამკურნალო საშუალება გჭირდებათ, აჯობებს არარაფინირებული ქოქოსის ზეთი აირჩიოთ რადგან ის უფრო მკვრივია და მსუბუქი, სასიამოვნო არომატიც აქვს. ფერი დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, 30 გრადუსზე მაღლა ის თხევადი და გამჭვირვალე ხდება, დაბალ ტემპერატურზე კი სქელდება და თეთრი ფერის ხდება. სწრაფად რბილდება ხელში და იოლად ერევა წყალს.

ქოქოსის ეთერზეთი თმისთვის

კოსმეტოლოგიაში ქოქოსის ეთერზეთიც პოპულარულია, ის ფარავს თმის ღერებს და აკავებს ცილას. გაცილებით ეფექტურია თუ მას დაბანამდე და დაბანის შემდეგ – თმის დავარცხნის მერე გამოიყენებთ!კოსმეტოლოგები არ გვირჩევენ მის თავის კანზე წასმას რადგან მან შესაძლოა ფორები დახუროს.

რჩევები, როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ეთერზეთი თმისთვის:

1. არ წასივათ ძირებში, წაისვით თმის შუა ნაწილიდან ბოლოებისკენ.
2. შეათავსეთ არგანისა ან ზეითუნის ზეთებთან, ისინი ნარევს უფრო ეფექტურს ხდიან.
3. მოკლე თმისთვის ნორმა – 0.5 ჩაის კოვზია, საშუალო თმისთის – 1 ჩაის კოვზი, ხოლო გრძელი თმისთვის კი 1 სუფრის კოვზი.

კოსმეტიკური ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი კოსმეტოლოგიაში – მკვებავი ნიღბების და ბალზამების დასამზადებლადაც გამოიყენება. შეიძლება მისი შამპუნში დამატებაც, საშუალების შემადგენლობა არბილებს ქიმიური ნივთიერებების გავლენას და კარგად ასუფთავებს თმას ჭუჭყისგან, აჩერებს თმის ცვენას, არეგულირებს წყლის ბალანსს, ახდენს  კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს.

კოსმეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ქოქოსის ზეთის სახეობები სამკურნალოდ არ გამოგვადეგება:

ჰიდროგენიზირებული – მისი მოლეკულური სტრუქტურა გადამუშავებისას იცვლება, ჰიდროგენიზირების დროს შესაძლოა მავნე ტრანს-ცხიმები დაემატოს.
თხელი – სითხიდან აშორებენ ლაურინის მჟავას, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ქოქოსის რძე თმისთვის – მოხმარება

ზეთი ქოქოსის რბილობისგან – მეტად კაპრიზული პროდუქტია, ის ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ. არ უყვარს სიცივე, იდეალური ვარიანტია ოთახის ტემპერატურა, თუმცა ცხელ ზაფხულში შეგიძლიათ მაცივრის გვერდითა თაროზე შედოთ, სადაც ტემპერატურა დაახლოებით +5 გრადუსია. აბაზანაში მისი შენახვა რეკომენდებული არ არის.

რჩევები, როგორ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი თმისთვის:

1. თმის ბოლოებისთვის პროცედურას ყოველდღე ატარებენ, შეგიძლიათ კარგად შეიზილოთ, თმცა ბევრი არ მოგივიდეთ.
2. თავის კანზე მისი წასმა აუცილებელი არ არის.
3. თმის სამკურნალოდ ზეთი კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ.
4. თმას ჯერ შამპუნით ისველებენ, აიქაფებენ და შემდეგ ჩამოიბანენ. ჩვეულებრივი წყლით მას ვერ ჩამოიბანთ.

როგორ დავიდოთ ქოქოსის ზეთი თმაზე

აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ის სწორად. პროცედურა საშუალო და გრძელი თმისთვის კვირაში ერთხელ ტარდება, გამონაკლისია მშრალი და მტვრევადი თმა, მათი დამუშავება ყოველდღე შეგიძლიათ, თუმცა ზედიზედ მხოლოდ 10-ჯერ! მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება თუ ლავანდის რამდენიმე წვეთს დაუმატებთ – ის თმას ელასტიურბას შეჰმატებს.

რეკომენდაციები, როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი თმისთვის:

1. გავათბოთ ორთქლის ან წყლის აბზანაში
2. ცხიმიანი თმისთვის დავუმატოთ ლიმონის წვენი ან კეფირი
3. წავისვათ თმაზე
4. დაიწანით თმა და შეკარით, შემოიხვიეთ ცელოფანი და პირსახოცი.
5. გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ ძმრიანი წყალი
6. მკურნალობის კურსი 10-15 პროცედურაზეა გათვლილი.

რამდენ ხანს გავიჩეროთ ქოქოსის ზეთი თმაზე?

კოსმეტოლოგები არ გვირჩევენ მის მთელი ღამით დატოვებას, ასეთი მიდგომა სასარგებლო მხოლოდ მშრალი და მტვრევადი თმის შემთხვევაში შეიძლება იყოს. თუ მას სხვა კომპონენტებიც აქვს დამატებული – მისი ორ საათზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. კანისთვის გაცილებით უსაფრთხოა – საკვები, არარაფინირებული ზეთი, გამოირჩევა თეთრი ფერით და კონსისტენციით კარაქს გავს.

ქოქოსის ზეთი თმისთვის – რეცეფტები

ზეთში მინარევები იმის მიხედვით ემატება, თუ როგორი თმის ტიპისთვის მზადდება ის.  ზრდისთვის, ქერტლისთვის, გასწორებისთვის, ბოლოებისთვის – მზადდება სხვადასხვა ნარევები, შემადგენლობაც განსხვავდება. გაცხელებაც მცირე პორციებით უნდა მოხდეს, იმდენის რამდენიც 1 გამოყენებაზე გჭირდებათ.

როგორი რეცეპტები არსებობს:

1. ქოქოსის ზეთი თმის ზრდისთვის. ურევენ 1 ჩაის კოვზ საშუალებას 4 წვეთ როზმარინის ეთერზეთთან, რომელიც სისხლის მიმოქცევას და თმის ზრდის ტემპს აუმჯობესებს.
2. ქოქოსის ზეთი ქერტლის საწინააღმდეგოდ. ნიღაბს 2 ჩაის კოვზი ქოქოსის და 5 წვეთი ლავანდის ეთერზეთისგან ამზადებენ, ასევე ჩაის ხის ზეთიც გამოგადგებათ.
3. ქოქოსის ზეთი თმის ბოლოებისთვის. აზავებენ 1 სუფრის კოვზ ზეთს და 1 სურის კოვზ თაფლს, ისვამენ მხოლოდ ბოლოებზე, იწნევენ რათა უფრო იოლი გახდეს მისი შეხვევა.

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. INTE

    December 24, 2021 at 4:40 pm

    სად შემიძლია ქოქოსის ზეთის და როზმარინის ეთერზეთის შეძენა?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.