Connect with us

ჰოროსკოპი

ქმრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვინ არის საუკეთესო

გსურთ, გაიგოთ, ვის მიანიჭეს ვარსკვლავებმა „მსოფლიოში საუკეთესო ქმრის“ ტიტული? მაშინ Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ქმრების რეიტინგს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

მე-12 ადგილი: ტყუპები

ქმარი, რომელიც თან არის, მაგრამ ამავდროულად არაა. უფრო მეტიც, გვერდით არასოდეს არის, როცა ძალიან გჭირდებათ, ხოლო როცა საჭირო არაა – მთლიანად შენია. მთელი თანმხლები სიხარულით, როგორიცაა კარტის ვალი, ხუთდღიანი ლოთობა და ორსული საყვარელი. მოენატრეთ და საჭმელად მოვიდა. სხვათა შორის, ფულს ხომ არ მასესხებ? მოკლედ, ამ კოშმარის ქმრად ატანა შეიძლება მხოლოდ სამი მიზეზით: 1) სექსის ღმერთია; 2) წარმოუდგენლად ჭკვიანი და მახვილგონიერია; 3) სექსის ღმერთია. დიახ, ორჯერ ღმერთია.

მე–11 ადგილი: თევზები

თუ ქმარ თევზს რამე სურს, აუცილებლად უნდა მისცეთ. მას კი სურს ველური, თავშეუკავებელი სექსი, წვნიანი და დედასთან ყოფნა. თან ერთდროულად. მოკლედ, თევზებთან ასე უნდა იცხოვროთ – როგორც მისი მზრუნველი დედა. მზრუნველი და მკაცრი დედა, რომელიც ამ ბიჭს დროულად დატუქსავს, როცა კვლავ წუწუნს დაიწყებს. მეორე მხრივ, ვერ ვიპოვით მეორე ქმარს, ვინც ცოლის ასეთი ერთგულია. გინდათ ჯოჯოხეთში ღორებთან ჩააგდოთ – ასე ფიგურულად.

მე-10 ადგილი: მშვილდოსანი

მშვილდოსანი იდეალური ქმარია: რომანტიკული, მაგრამ პრაქტიკული, მამაცი, მაგრამ ნაზი, მშვენიერი საყვარელი და მზრუნველი მამა. მასთან ცხოვრება ადვილი და სასიამოვნოა. თუ, რა თქმა უნდა, თვალებს დახუჭავთ, ყურებს დახურავთ და პირით იტყვით: „სახლში ვარ!“ და გულწრფელად ამას დაიჯერებთ. ამბობენ, რომ მშვილდოსნების ცოლები ამით ახერხებენ, რომ საკუთარ ლოგინში ქმრის საყვარლები არ დაინახონ. ადრე თუ გვიან მშვილდოსანი მაინც გადაწყვეტს, რომ საშინლად მოიწყინა და დროა კვლავ დაქორწინდეს. ქორწინებამდე პასპორტი შეამოწმეთ: თუ ცოლების რიგში მე-5 ან მე-6 ხართ, მაშინ ყველაფერი რიგზეა. შანსია, რომ მუდმივად დაქორწინება უკვე მობეზრდა.

მე-9 ადგილი: მორიელი

ქმარი ტირანი. ორი აზრი არსებობს: მისი და არასწორი. ცოლი არასწორი აზროვნებით პირდაპირ ჯოჯოხეთის ბილეთს მისცემს, ცოლი სწორი აზროვნებით პირად სამოთხეს მოიწყობს – ბლექჯეკით და ფუნთუშებით. ხრიკი: სწორი აზრის ქონა აუცილებელი არაა. მთავარია, შთამაგონებლად ილაპარაკოთ. სხვა ყველაფერიც შთაგონებულმა უნდა გააკეთოთ, მათ შორის ცოლქმრული მოვალეობა, წვნიანის ხარშვა, სახლის, მორიელის მთრთოლვარე სულის და ცხოვრების დალაგება. სხვათა შორის, იქ, მის კარში უწესრიგობა სუფევს.

მე-8 ადგილი: კირჩხიბი

სამაგალითო ქმარი, სტანდარტების ეტალონი: სიმპათიური და ქარიზმატული, რომელსაც შეუძლია სადარბაზოს ბებიებს ერთი ნახვით თავი შეაყვაროს. პასუხისმგებლიანი ქმარი და მამა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ვალდებულია ოჯახი არჩინოს, მაგრამ ბავშვების აღზრდა და ყოველდღიური საქმის შესრულებაც აუცილებელია. ცოლზე გიჟდება, ხელისგულზე ატარებს, საჩუქრებით ანებივრებს. მართალია, მხოლოდ საჯაროდ. სახლში დივანზე წვება, ლუდს ხსნის, ტელევიზორს რთავს და გოგრად იქცევა. თუ გოგრა დივანზეა რატომაც არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვერდზე გაიხედა. მართალია, ცოლი ვერასდროს გაიგებს – ამას კირჩხიბს ვერ წაართმევთ.

მე-7 ადგილი: ვერძი

ჩხუბისთავი, ეგოისტი, უხეში და ღორი. „ნამდვილი მამაკაცის“ ეტალონი: სუნიანი, თმიანი, საშინელი სახით. მისი საყვარელი დივნის ქვეშ შეიძლება იპოვოთ არა მხოლოდ ბინძური წინდები და უჭმელი პიცა, არამედ ნაბახუსევის დიმონა. რას ნიშნავს, რა არის დიმონა? ეს ხომ მისი საუკეთესო მეგობარია! გუშინ გაიცნო. კატეგორიულად რეკომენდებული არაა, რომ ვერძი ბავშვებთან და კატებთან ერთად მარტო დატოვოთ, რადგან ბავშვებს და კატებს გაყინული პელმენის ჭამა არ შეუძლიათ. სამაგიეროდ ვერძი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ცოლი ჰყავს და ყველას ამის შესახებ უყვება. საყვარელი, საყვარელი.

მე-6 ადგილი: მერწყული

საპატიო ცენტრალური ადგილი მერწყულს ეკუთვნის – სულელ, კარგ ქმარს. თავისთავად, არაფერს ითხოვს და უხერხულობას არ ქმნის: მოკრძალებული ფული მოაქვს, გუშინწინდელ წვნიანს ჭამს და კატის უჯრას უენოდ რეცხავს. მთელ დანარჩენ დროს შინაგან მონღოლეთში ატარებს, სასწაულების ველზე წარმოსახვით პიასტრებს მარხავს. თუ ცულით და სახეხით შეიარაღდებით, სულელი ქმრიდან შეიძლება მდიდარი ბურატინო მიიღოთ. ამასთან, უპრეტენზიო, მარტივი ხასიათი და იუმორის გრძნობა არ ქრება.

მე-5 ადგილი: კურო

ერთგული და მზრუნველი ქმარი. ყველაფერი სახლში, ყველაფერი ოჯახისთვის, ძვირფასი ცოლისთვის და საყვარელი პატარებისთვის. არასოდეს გიღალატებთ. მშვიდობისმოყვარე და წყნარია, თუ არ გააგიჟებთ. თუ იცით, სად მდებარეობს ზღვარი, შეგიძლიათ მისი ტვინი ათწლეულები გახვრიტოთ. სანაცვლოდ, მთელ ხელფასს, ასევე ტკბილეულობას და საჩუქრებს (სასარგებლო) მოგიტანთ. სრულად უპრეტენზიოა – არაფერს ითხოვს და ყოველთვის ყველაფრით კმაყოფილია. ერთგული, მომთმენი, კეთილი, აუტანლად მოსაწყენი თახვი.

მე-4 ადგილი: სასწორი

მისტერ რომანტიკა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენი წელია დაქორწინებული, თუნდაც 5 ან 25 წელი – მაინც ყოველდღე თავის საყვარელ ადამიანს სიყვარულს უხსნის, ალისფერ ვარდებს ჩუქნის, საწოლში ყავას ართმევს და უმიზეზოდ სიურპრიზებს უწყობს. ცოლქმრულ მოვალეობას უფრო უკეთ ასრულებს, ვიდრე სპეციალურად განსწავლული ტყუპები, ამასთან ცოლის ერთგულია, სანამ სიკვდილი არ დააშორებს. იდუმალ ქალურ სულს იმწამსვე ხედავს, ახსნა საჭირო არაა, თავადაც მიხვდება. სუპერ ქმარი, რომელსაც შეუძლია ქმრის ცხოვრება რომანტიკულ ზღაპრად აქციოს. ოღონდ თეფშის გარეცხვა ვერა და ვერ ისწავლა.

მე-3 ადგილი: თხის რქა

საპატიო მე-3 ადგილი თხის რქას ეკუთვნის. მამაკაცი, რომელსაც აუცილებლად ცოლად უნდა გაყვეთ, თუ გაგიმართლათ და შეხვდით. მართალია, თავიდან 10 კონკურენტის ჩამოშორება მოგიწევთ, რადგან თხის რქა უბრალოდ მამაკაცური ღირსებების მოსიარულე ნაკრებია: ჭკვიანი, ლამაზი, პატიოსანი, მომხიბვლელი და კეთილი. რაც ყველაზე მთავარია, ამ თვისებებს ღრმა სიბერემდე ინარჩუნებს, მოსაწყენ და წუწუნა ბებერ კაცად არ გადაიქცევა. მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: დაქორწინება კატეგორიულად არ სურს. საერთოდ, არასოდეს. თუ მაინც გადაწყვიტა, ჩათვალეთ, პირადი სუპერ გმირი გყავთ. ადამიანი სტაბილურობა.

მე-2 ადგილი: ლომი

ქმარი მფარველი. ასეთი მამიკო. ლომი მხოლოდ უიშვიათეს ლამაზმანზე ქორწინდება ან ქალზე, რომელიც დაარწმუნებს, რომ იშვიათი სილამაზის მფლობელია (ეს რთული არაა). ცოლზე შვილივით ზრუნავს, საჩუქრებით ანებივრებს, ხელისგულზე ატარებს. ლომზე დაქორწინება შვილად აყვანას ჰგას, ოღონდ კანონიერი ცოლის უფლებებით და დასჯის გარეშე, როგორც ურჩი ქალიშვილის შემთხვევაში. მართალია, ამისთვის ლომით მუდმივად აღფრთოვანებული უნდა იყოთ. თუ ლომს დროულად არ შეაქებთ, დაჭკნება, როგორც ყვავილი წყლის გარეშე: ყველაფერი დაცვივდება, სიამაყის ორგანო პირველ რიგში. მოკლედ, განა ეს ოჯახური ბედნიერებაა?

1–ლი ადგილი: ქალწული

ძვირფასო ქალებო, ცხვირსახოცები ამოიღეთ: ქმარი ქალწული ნამდვილი მისტერ დარსის განსახიერებაა. ჭკვიანი, სიმპათიური და კარგად აღზრდილი. კარგ ფულს შოულობს, დიდებულად საუბრობს, მტვერსასრუტს არ ერიდება და პატარებს საუკეთესოდ ზრდის. ქმარი ქალწული საიმედო პარტნიორია, რომელიც არასოდეს გიღალატებთ, ყურადღებიანი და საიმედო საყვარელი და საუკეთესო მეგობარი, რომელსაც არაფრის ახსნა არ სჭირდება. ახლა, საშინელი სიმართლე: უსაზღვრო შინაგანი კეთილშობილების გამო ყოველთვის ყველაზე უიმედო შემთხვევაში ქორწინდება, რადგან „ეს სულელი ჩემ გარეშე დაიკარგება“. მოკლედ, ნული შანსი გაქვთ, თუ ბრიჯიტ ჯონსი არ ხართ.