Connect with us

ტესტები

ქირომანტი განმარტავს, რას ამბობს სიყვარულის ხაზი ხელისგულზე თქვენს შესახებ

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც გეტყვით, როგორი ხართ სასიყვარულო ურთიერთობაში. ამისთვის ორივე ხელისგულზე სიყვარულის, იგივე გულის ხაზს დააკვირდით.

სიყვარულის ხაზი

ორივე ხელისგული ერთმანეთს მიადეთ. ნეკა თითების ფალაგნების ხაზები ერთ დონეზე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარანტირებულ ზუსტ შედეგს ვერ მიიღებთ. მარჯვენა და მარცხენა ხელებზე გულის ხაზების მდებარეობას დააკვირდით. გულის ხაზი ნეკა თითთან იწყება და საჩვენებელ თითთან, იუპიტერის ბორცვის ქვეშ მთავრდება. შედეგებზე გადადით.

მარჯვნივ ხაზი უფრო ქვევითაა, ვიდრე ხაზი მარცხენა ხელზე

თუ მარჯვენა ხელის გულის ხაზი უფრო ქვევითაა, ვიდრე მარცხენა ხელის გულის ხაზი, სიყვარული დიდად არ გაღელვებთ. ფიქრობთ, რომ ბედნიერი ცხოვრებისთვის სიყვარული დიდად არ გჭირდებათ. თუ სერიოზული ურთიერთობის დაწყებას გადაწყვეტთ, ასაკით თქვენზე ახალგაზრდაზე შეჩერდებით. ხშირ შემთხვევაში, თქვენი პარტნიორი სხვა ეროვნებისაა.

პასუხისმგებლობით, თავდაჯერებულობით და პირადი გამოცდილებით გამოირჩევით, რაც სირთულეებთან საკმაოდ სწრაფად გამკლავებაში გეხმარებათ. თვალებით გიყვართ და შეყვარებულს ზრუნვას არ აკლებთ, თუ ისიც იმავე გრძნობით გპასუხობთ.

გულის ხაზები ერთ დონეზეა

თუ ორივე ხელზე გულის ხაზი ერთ დონეზეა, ნამდვილი აღმოჩენა ხართ. პასუხისმგებლობა, სერიოზული ზრახვები, სიკვდილამდე მტკიცე და ძლიერი ურთიერთობისკენ სწრაფვა თქვენი ძლიერი მხარეა. ამავდროულად, რაციონალური ანგარიში და დაგეგმვა გახასიათებთ. მკვეთრ ცვლილებებს წყობიდან გამოყავხართ. როგორც ჩანს, ჯონ ლენონი ტყუილად არ ამბობდა: ღმერთს თქვენი გეგმის შესახებ უამბეთ, თუ გსურთ გააცინოთ.

რაციონალიზმი და საზრიანი აზროვნება ცოტა მოსაწყენს გხდით. ამას ფარავს თქვენი რბილი ხასიათი, დათმობის უნარი, ურთიერთობაში ბუნებრიობა, პარტნიორის მოსმენის უნარი და მისი საქმისადმი ინტერესის გამოჩენა.

მარჯვენა ხელზე გულის ხაზი უფრო მაღლაა, ვიდრე ხაზი მარცხენა ხელზე

მარჯვენა ხაზი მარცხენაზე მაღლაა? იმის მიუხედავად, რომ გონიერი ადამიანი ხართ, ასაკით უფროს პარტნიორს ირჩევთ. რომანტიზმი, ემოციურობა, გულშემატკივრობა გახასიათებთ. თქვენს ცხოვრებაში სიყვარულს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამიტომ მის დიდხანს შენარჩუნებას ცდილობთ.

თქვენთან ურთიერთობა საინტერესოა. დიდად არ აქცევთ ყურადღებას, თუ „რას იტყვის ხალხი“. დამოუკიდებლობა და თავისუფლება თქვენი პრიორიტეტია. ინტუიცია კარგად განვითარებული გაქვთ. პირმოთნეობის და ანგარების შემჩნევისთანავე ურთიერთობას წყვეტთ. ინტუიცია სწორი პარტნიორის პოვნაში გეხმარებათ.

ამ მარტივი ტესტის დახმარებით საკუთარი თავის უკეთ შეცნობას შეძლებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანმა ჯერ საკუთარ თავს უნდა გაუგოს, რომ სხვები შორეულ ამოუცნობ პლანეტებად არ დარჩნენ.

Advertisement