Connect with us

ჰოროსკოპი

ქინძისთავი გათვალვის წინააღმდეგ. როგორ გამოვიყენოთ სწორად

ყველაზე ხშირად გვხვდება ინგლისური ქინძისთავი, როგორც სხვადასხვა გულსაბნევის და სამკერდე ნიშნის ელემენტი. წყალში კრუნჩხვების დროსაც იყენებენ. საცურაო კოსტიუმზე დამაგრებული ინგლისური ქინძისთავი ხშირად შეგიძლიათ დაინახოთ. ასევე ბოროტი ძალებისგან დამცველი თილისმაა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ქინძისთავი გათვალვის და ჯადოს წინააღმდეგ.

ძველად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქინძისთავი უბრალო აქსესუარი არ იყო, არამედ ძლიერი თილისმა ავი თვალის წინააღმდეგ. დღემდე ქინძისთავს ამაგრებენ ტანსაცმელზე, რომ ნეგატიური ენერგეტიკისგან თავი დაიცვან. ამ მეთოდის გარდა არსებობს კიდევ ერთი, რომელიც მტრების ბოროტი ზრახვებისგან დაგიცავთ. უძველესი დროიდან ქინძისთავს მდუღარე წყალში აგდებდნენ მოშურნეების ცუდ ქცევასთან შესაბრძოლებლად. დეტალურად გავარკვიოთ, როგორ მუშაობს ეს.

როგორ გამოვიყენოთ ქინძისთავი გათვალვის წინააღმდეგ

რიტუალის ჩატარების წესი

სპეციალური რიტუალი ჩაატარეთ, რომ მტრების ბოროტი ზრახვების მსხვერპლი არ გახდეთ. ეს ღამით უნდა გააკეთოთ (დაძინებამდე დაახლოებით 1–2 საათით ადრე). სასურველია, რომ ამ მომენტში სახლში ან ოთახში მარტო იყოთ. აიღეთ ახალი ინგლისური ქინძისთავი, რომელიც ერთხელაც არ გამოგიყენებიათ. სუფთა წყალი ქვაბში ჩაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. ქინძისთავი გახსენით და მდუღარე წყალში ჩააგდეთ. ქურა გამორთეთ.

რა უნდა თქვათ

რიტუალის დროს სწორი სიტყვების თქმა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ქინძისთავს მდუღარე წყალში ჩააგდებთ, თქვით: „როგორც ცხელი წყალი გაცივდება, ასე მტრული ღვარძლი მომშორდება. ჭეშმარიტად“.

ქინძისთავი ქვაბში მთელი ღამე გააჩერეთ და დაწექით. დილით, როცა წყალი სრულად გაცივდება, ქინძისთავი ამოიღეთ. მანამდე თქვით შემდეგი: „როგორც ცხელი წყალი გაცივდა, ასე მტრული ღვარძლი მომშორდა. ჭეშმარიტად“.

მნიშვნელოვანია! წყალი მხოლოდ გარეთ გადაასხით და არა სამზარეულოს ან სააბაზანოს ნიჟარაში. ეს სითხე მიწაში უნდა ჩავიდეს. ოთახის ყვავილები ამ წყლით არ მორწყათ. რაც შეეხება ქინძისთავს, რიტუალის შემდეგ სახლში დატოვეთ და შეინახეთ ან ტანსაცმელს მიამაგრეთ, როგორც თილისმა. ძველად სჯეროდათ, რომ რიტუალის შემდეგ შური და ბოროტება ვეღარ გაეკარებოდათ. ქინძისთავი მფლობელის საიმედო მცველი ხდებოდა.

Advertisement