Connect with us

საკითხავი

ქვაბებს მურაბის, რძის და ფაფის ნამწვს წამებში ვაშორებ. ხრიკი ერთმა მოხუცმა მზარეულმა მასწავლა

რა გავაკეთოთ, თუ საკვები ქვაბში ჩაგეწვათ? სპილენძის ან უჟანგავი ფოლადის ქვაბები შეგიძლიათ ლითონის საფხეკით კარგად გახეხოთ, მაგრამ მინანქრის ქვაბზე ეს ფოკუსი არ გამოგადგებათ. ნამწვი ფრთხილად უნდა მოაშოროთ, რომ მინანქარი არ დაზიანდეს. ახალი უჟანგავი ფოლადის ქვაბების ზედმეტად დაკაწვრა არავის სურს, რომ გარეგნულად არ დაუშნოვდეს.

თუ ძლიერმოქმედი საშუალება ხელთ არ გაქვთ, ქვაბს მიმწვარი ფაფა, მურაბა ან რძე ხელმისაწვდომი საშუალებებით შეგიძლიათ მოაშოროთ. ამ საკითხში დაგეხმარებათ მარილი, სოდა, ძმარი და „კოკა–კოლა“.

მარილი

თუ ქვაბში ძლიერი ნამწვი არაა, მარილით შეგიძლიათ გაწმინდოთ. ქვაბში ცხელი წყალი ჩაასხით, მარილი ჩაყარეთ (5-6 ს/კ 1 ლ წყალზე). რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ ნამწვი დარბილდეს. თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, მარილიანი ხსნარი სუსტ ცეცხლზე 30-40 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ ქვაბი ღრუბლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.

სოდა

ძლიერი ნამწვის შემთხვევაში სოდით ქვაბის გადარჩენას შეძლებთ. ქვაბში თბილი წყალი ჩაასხით და სოდა დაუმატეთ (5 ს/კ 1 ლ წყალზე). 6-8 საათით გააჩერეთ. გირჩევთ, მთელი ღამე გააჩეროთ, ხოლო დილით უბრალო სარეცხი საშუალებით გარეცხოთ.

ძმარი

ნამწვის დამარცხებაში მჟავები დაგეხმარებათ. მაგალითად, ძმარი (ლიმონმჟავაც გამოგადგებათ). ჭურჭელი ძმრის და წყლის ნარევით (1:5, 1 ჭიქა ძმარი 1 ლ წყალზე) გაავსეთ. ცეცხლზე დადგით და 20 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ ქვაბს ნამწვს ადვილად მოაშორებთ.

აქტივირებული ნახშირი

ძველად ჭურჭლის გასარეცხად ფერფლს ხშირად იყენებდნენ. ახლა ფერფლის პოვნა გაგიჭირდებათ, მაგრამ მის ნაცვლად აქტივირებული ნახშირი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 10 აბი დაფშვენით. ნამწვი წყლით ოდნავ დაასველეთ და ნახშირის ფხვნილი მოაყარეთ. 30 წუთით გააჩერეთ. ახლა ცოტა წყალი ჩაასხით და ნახევარი საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ღრუბლით და საპნით გარეცხეთ.

„კოკა–კოლა“

კოკა–კოლა დიდი ხანია ცნობილია, როგორც უნივერსალური საშუალება ნებისმიერი შემთხვევისთვის. გაზიანი სასმელი მიმწვარ მურაბასაც გაუმკლავდება. არანაირი ჯადოქრობა არაა იმაში, რომ კოკა–კოლა სხვადასხვა სახის ჭუჭყს უმკლავდება. მასში ბევრი ფოსფორმჟავა შედის, ხოლო ნახშირორჟანგის ბუშტები კატალიზატორის როლს ასრულებს. გაზიანი სასმელი ქვაბში ჩაასხით და 2–3 საათით გააჩერეთ, შემდეგ ქურაზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ ნამწვი პოროლონის ღრუბლით ჩამოწმინდეთ.

გახსოვდეთ: მინანქრის ქვაბი ნაზ მოპყრობას მოითხოვს. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისგან დაიცავით, რომ მინანქარი არ დასკდეს. ასეთი ჭურჭელი დავარდნისგან დაიცავით.

Advertisement