Connect with us

ვიდეო

ქერქს ყოველთვის ნაგავში ვყრიდი, სანამ სიმართლე არ გავიგე! საზამთროს ყველაზე მკვებავი ნაწილი

ჩვეულებრივ, როცა საზათროზე ვსაუბრობთ იმაზე ვფიქრობთ, თუ რამდენად სასარგებლო და წვნიანი ნაყოფი აქვს. ის ვიტამინებით და მინერალებით მდიდარია, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ხელს უწყობს.

ცოტამ თუ იცის, რომ მისი გარსი ძალიან ძლიერ თვისებას ფლობს.

დიახ, არ შემცდარხართ, თეთრი, მყარი და უგემოვნო ქერქის ნაწილი უფრო ეფექტურია, ვიდრე საზამთროს ნაყოფი.

როგორც კი გაიგებთ, თუ როგორი სარგებლის მიღება შეიძლება საზამთროს ქერქისგან, მასზე უარს აღარ იტყვით. სამხრეთ აზიასა და შეერთებულ შტატებში საზამთროს ამ ნაწილს სალათებში იყენებენ. მას ჯანმრთელობისთვის რიგი უპირატესობები გააჩნია.

საზამთროს ქერქი მდიდარია A, B6 და C ვიტამინებით, ასევე კალიუმით, მაგნიუმით და თუთიით. ყველა ეს ვიტამინი და მინერალი ჩვენს სხეულს უკეთესად მუშაობაში ეხმარება და ორგანიზმს დიდ ენერგიას აწვდის. ეს ყველაფერი არაა, საზამთროს გარსი ლიკოპინს შეიცავს.

ეს ნივთიერება ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს ბევრი დაავადებისგან იცავს. ბევრი ირწმუნება, რომ საზამთროს კვებითი ღირებულების 95% მის ქერქში მდებარეობს.

საზამთროს ქერქის უპირატესობა

ხილის ეს ნაწილი მდიდარია ციტრულინით, რომელიც კუნთების ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი ამინომჟავაა.

ციტრულინის წყალობით კუნთოვანი მასის გაზრდას თქვენ სწრაფად და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეძლებთ. მეორე მხრივ, უჯრედისი, რომელსაც ნაყოფის ეს ნაწილი შეიცავს, წონის შემცირებას ხელს უწყობს.

ციტრულინი შფოთვას ამცირებს და თავს უკეთ გვაგრძნობინებს. ამ ნივთიერებას შარდმდენი თვისება აქვს და ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს გამოდევნის. გარდა ამისა, ქერქის ჭამით იმუნური სისტემის გაძლიერებას შეძლებთ.

როგორ მივირთვათ საზამთროს ეს უგემური ნაწილი?

გთავაზობთ კარგ იდეას – წვრილად დაჭერით და სალათებს დაუმატეთ. შეგიძლიათ თინუსთან ან ინდაურის ხორცთან ერთად მიირთვათ.

საზამთროს მკვებავი ნაწილი ტყუილად არ გადააგდოთ. მისი გამოყენება დღესვე დაიწყეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.