Connect with us

თავის მოვლა

ქარვის მჟავა: თეთრებად ღირებული სილამაზის საშუალება, რომელსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ

ქარვის მჟავა ერთ-ერთი მთავარი ბიოქიმიური მოლეკულაა. ბუნებაში იგი მცენარეების და ცხოველების ორგანიზმის უჯრედულ სტრუქტურების ენერგეტიკულ ცვლაში გამოიყენება. უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში მას ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ საშუალებად იყენებენ. ქარვის მჟავა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც უჯრედების სინთეზსა და აღდგენაში მონაწილეობს.

მჟავას სახელი იქედან ეწოდა, რომ მისი მიღება ბუნებრივი ქარვიდან ხდება. გარდა ამისა, უჯრედულ სტრუქტურებში იწარმოება. ქარვის მჟავის აუცილებლობა იზრდება, როცა ადამიანი სერიოზულ ფსიქოემოციურ, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას განიცდის, ასევე მძიმე ავადმყოფობის დროს.

ქარვის მჟავის სასარგებლო თვისებები

ამჟამად მუდმივი სტრესის ფონზე განვითარებული დაავადებების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ორგანიზმს ქარვის მჟავის მარაგის მუდმივად შევსება სჭირდება. ყოველდღიურ კვების პროდუქტებში ის მცირე რაოდენობით გვხვდება, ამიტომ მისი დამატებით მოხმარება აუცილებელია.

ქარვის მჟავას ახასიათებს შემდეგი მოქმედებები:

  • ანტიოქსიდანტური – ჟანგვით პროცესებს ბლოკავს, უამრავი დაავადების განვითარების რისკს ამცირებს, სიბერის პროცესს ანელებს;
  • ანტიჰიპოქსური – ჟანგბადის დეფიციტის დროს ორგანიზმის წინააღმდეგობას ხელს უწყობს და გვერდით ეფექტებთან ბრძოლაში ეხმარება;
  • მატონიზირებელი – ორგანიზმის და იმუნური სისტემის დასუსტების გარეშე დიდი რაოდენობით ენერგიას ქმნის;
  • ადაპტოგენური – ორგანიზმის სწრაფად აღდგენას და პირობების უეცარ ცვლილებებთან შეგუებას ხელს უწყობს;
  • ანტივირუსული – პათოგენების მიმართ წინააღმდეგობის უნარს ზრდის;
  • ანტიტოქსიკური – ტოქსინებს, რომლებიც ნიკოტინით და სპირტიანი სასმელებით ინტოქსიკაციის დროს წარმოიშვა, ბლოკავს და გამოდევნის; ქსოვილებს და ორგანოებს წმენდს;

ასევე ცნობილია, რომ ქარვის მჟავა წონის დაკლებას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ცხიმის წვას ხელს უწყობს. ქარვის მჟავა ბევრი სხვა ხელოვნური პრეპარატისგან განსხვავებით ორგანიზმს ენერგიის წარმოებას არ აიძულებს და ამით მის დასუსტებას არ იწვევს. პირიქით, ის ყველა ორგანოს და სისტემის ნორმალურ მუშაობას ხელს უწყობს.

ქარვის მჟავას ადაპტოგენური თვისებები გააჩნია, სტრესულ სიტუაციებს ამსუბუქებს, ორგანიზმს მძიმე სამუშაო დღის, გონებრივი დაძაბულობის ან ავადმყოფობის შემდეგ აღადგენს. ის ორგანიზმს უმოკლეს ვადაში ძალიან ნაზად აღადგენს.

გამოყენების ჩვენებები:

  • რკინადეფიციტური ან სხვა ფორმის ანემია;
  • მეტაბოლური აციდოზი დიაბეტის დროს;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • ბრონქოპულმონარული პათოლოგია;
  • ალკოჰოლიზმი, მწვავე ინტოქსიკაცია;
  • ჰეპატიტი, სასქესო ფუნქციების დარღვევა;
  • დეპრესია, გრიპი, მწვავე ვირუსული ინფექცია;

გამოყენების უკუჩვენებები:

ქარვის, როგორც ნებისმიერ სხვა მჟავა უკუჩვენებულია კუჭის წვენის მაღალი წარმოების დროს. მისი მიღება არ შეიძლება შემდეგი დაავადებების დროს:

  • კუჭის წყლული გაზრდილი მჟავიანობით;
  • ჰიპერტონია, გლაუკომა – წნევას ზრდის;
  • შარდკენჭოვანი დაავადება;
  • ალერგიული რეაქციები;

სად ვიპოვოთ ქარვის მჟავა

ქარვის მჟავა აფთიაქში იყიდება და თან საკმაოდ იაფად. მცირე რაოდენობით მის მიღებას შეძლებთ შემდეგი პროდუქტებიდან:

  • კუნელი, ალოე, აბზინდა, რევანდი, ჭინჭარი
  • მზესუმზირას თესლი, ქარვის მარცვალი, ლუდის საფუარი
  • მოუმწიფებელი კენკრა, მარწყვი, ჭარხალი;
  • რძემჟავა პროდუქტები, ჭვავის პური;
  • ხამანწკები

ქარვის მჟავა კოსმეტოლოგიაში

ეს მჟავა კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებებში გამოიყენება, რადგან მის გამოყენებას უკუჩვენება თითქმის არ გააჩნია. მჟავაზე დაფუძნებით შესანიშნავი გამწმენდი საშუალებები და ნიღბები მზადდება, რომლებიც ჯანმრთელობის აღდგენას ხელს უწყობენ და კანს გლუვს ხდიან.

შინაურული ნიღბები დაგეხმარებათ სიბერის ნიშნების გაქრობაში, შეშუპების შემცირებაში, მოქნილობის და ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გაზრდაში. ის გამონაყარს და აკნეს მოგაშორებთ, კანის ზედაპირს გააჯანსაღებს და გაახალგაზრდავებს.