Connect with us

ჯანმრთელობა

ქალღმერთის პოზა: ქალური ენერგია გაათავისუფლეთ

დღეს გიამბობთ, თუ როგორ გაზარდოთ ქალური სექსუალური ენერგია და თავდაჯერებულობა ვარჯიშის „ქალღმერთის პოზის“ ათვისებით. ამ ვარჯიშის რეგულარული შესრულება მთელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ამ დროს ვესტიბულური აპარატის გავარჯიშება და ფეხის თაღის პატარა კუნთების გაძლიერება ხდება, თუ ვარჯიშის შესრულების დროს იატაკიდან ქუსლების აწევას ისწავლით. სხვათა შორის, „ქალღმერთის პოზის“ შესრულების ასეთი ვარიანტი ბრტყელტერფიანობის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

„ქალღმერთის პოზა: სარგებელი ქალისთვის

აი, რა სარგებელს მოგცემთ ასეთი ვარჯიშის შესრულება:

  • თავდაჯერებულობას ზრდის
  • ემოციების გაკონტროლებაში გეხმარებათ
  • კონცენტრაციას და მოთმინებას გასწავლით
  • ამტანობას ზრდის
  • მენჯს აძლიერებს და მას ხსნის
  • მკერდს ხსნის
  • დუნდულებს და თეძოებს აძლიერებს
  • სასქესო სისტემის მუშაობას სტიმულირებს
  • მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ტონუსს მხარს უჭერს.

ფრთხილად იყავით! თუ ტერფის, მუხლის, ბარძაყის სახსრების დაზიანება გაქვთ, მაშინ ვარჯიში თქვენთვის უკუჩვენებულია.

„ქალღმერთის პოზის“ შესრულების ტექნიკა

ფეხები ერთმანეთისგან 1 მეტრის მოშორებით გაშალეთ. თუ ვარჯიშის ათვისებას ახლა იწყებთ, ტერფები თქვენგან 45 გრადუსიანი კუთხით გაშალეთ. ამის შემდეგ ისე დაჯექით, რომ დუნდულები იატაკის პარალელურად იყოს ან ისე გააკეთეთ, როგორც შეძლებთ. ზურგი გამართული გქონდეთ, არ მოხაროთ. მუხლები და ტერფები ერთ მხარეს უნდა იყოს მიმართული. ნიკაპი იატაკის პარალელურად გქოდეთ. ამ პოზაში სუნთქვის 5 ციკლი (დაახლოებით 20-30 წამი) შეასრულეთ. ჩასუნთქვაზე მუხლები გამართეთ და ტერფები შეაერთეთ.

„ქალღმერთის პოზა“ შეგიძლიათ ზურგზე დაწოლილმა შეასრულოთ. ზურგზე დაწექით და წელი იატაკს მჭიდროდ დაადეთ, მუხლები მოხარეთ და ტერფები შეაერთეთ. ხელები გვერდზე გამართული გქონდეთ. ამის შემდეგ ფეხები მოადუნეთ და ეცადეთ მუხლები იატაკს დაადოთ. ამ პოზაში 20 წამი გაჩერდით.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ წელი არ მოხაროთ. თუ ჯერ წელის გამართვა და მუხლების იატაკზე დადება გიჭირთ, ზურგის ქვეშ მუთაქა ამოიდეთ.