Connect with us

საკითხავი

ქალის რეპროდუქციული სისტემა ლაბორატორიულ პირობებში შექმნეს

მეცნიერებმა ცოცხალი ქსოვილიდან მოწყობილობის შექმნა შეძლეს, რომელიც ქალის რეპროდუქციულ ციკლს იმეორებს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მოწყობილობა ქალური დაავადებების სამკურნალოდ ახალი მეთოდების აღმოჩენაში დაეხმარებათ. საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა მიომა, ენდომეტრიოზი, უნაყოფობა, ნაყოფის მოშორება და გინეკოლოგიური სიმსივნე.

მკვლევარებმა მოწყობილობას EVATAR უწოდეს. მისი აღწერა ჟურნალში Nature Communications-ში გამოაქვეყნეს. EVATAR „ავატარის“ და „ევას“ სიტყვების თამაშია. ავატარი ვირტუალურ სამყაროში ადამიანის ციფრული წარმოსახვაა – ამბობს ტერეზა ბუდრაფი, ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგის კათედრის ბიოსამედიცინო ინჟინერი, რომელიც სისტემის შექმნაში მონაწილეობას იღებდა. „როცა ქალის სასქესო გზების ხელოვნურ ვერსიაზე დავფიქრდით, ჩვენ სიტყვა EVATAR აღმოვაჩინეთ“.

მეცნიერება

EVATAR-ის მოწყობილობის მასალად ფალოპის მილის, საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ქსოვილები გამოიყენეს, რომლებიც მათი მოშორების ოპერაციის დროს ქალებმა გაიღეს.

მეცნიერებმა თითოეული ტიპის ქსოვილი ცალკე პლასტმასის კამერაში მოათავსეს. სითხის მიმოქცევისთვის კამერები ერთმანეთთან მილებით დააკავშირეს. ერთ-ერთ კამერაში ვირთხის საკვერცხეების ქსოვილი იყო მოთავსებული, რადგან ასეთი ტიპის ქსოვილის ადამიანიდან მიღება რთულია. მოწყობილობას რბილი გარსის წიგნის ზომა აქვს. მასში გამოყენებულია ადამიანის ღვიძლის ქსოვილი ტოქსინების ფილტრაციისთვის.

მკვლევარებმა ჰორმონალური კასკადის წარმოების სისტემის რეპროდუქცია შეძლეს, რომელიც ქალებში 28 დღიანი რეპროდუქციული ციკლის დროს ხდება. ციკლი საკვერცხეების ოვულაციით მთავრდება.

„ჩვენ მენსტრუაციული ციკლის სრულად გამეორება შევძელით“ – ამბობს ვუდროფი.

მეცნიერები ამ სისტემის გამოყენებას ქალის რეპროდუქციული სისტემის უფრო ღრმად შესასწავლად გეგმავენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ოდესღაც ასეთი მოწყობილობას შექმნას თითოეული ქალის ღეროვანი უჯრედებიდან შექმნიან – ამით კი სპეციალურად მისთვის ახალი მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტურობის შემოწმება შესაძლებელი გახდება.

ლანსინგ ტეილორი, პიტსბურგის უნივერსიტეტში მედიკამენტების აღმოჩენის ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც სისტემის შექმნაში მონაწილეობას არ იღებდა, თვლის, რომ EVATAR შეიძლება ქალის რეპროდუქციული სისტემის კვლევისთვის წარმოუდგენლად სასარგებლო იყოს. ამ კვლევის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ცოცხალი ადამიანის რეპროდუქციული სისტემის შესწავლა ძალიან რთულია.

ეთიკა

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ისინი EVATAR-ის მოწყობილობის გამოყენებას მხოლოდ ანატომიის შესასწავლად და მკურნალობის ახალი მეთოდების აღმოსაჩენად აპირებენ.

როგორც მინიმუმ ერთ ბიოეთიკოს კითხვა უჩნდება: შესაძლებელია თუ არა, რომ ვინმემ ტექნოლოგიის ეს ტიპი რეპროდუქციული მედიცინის სფეროში სხვა სისტემებს დაუკავშიროს? „უდავოდ, ტექნოლოგიები სწრაფად წინ მიიწევს და იმის წარმოდგენა შეიძლება, რომ მომავალში ეს ტექნოლოგიები საშვილოსნოს გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ბავშვის შესაქმნელად გამოიყენონ“ – ამბობს ინსუო ჰენი, ბიოეთიკოსი კეის ვესტერნ რეზერვის უნივერსიტეტიდან.

ეს ბევრ ეთიკურ პრობლემას იწვევს.

„თუ ჰიპოთეტურად, სხეულის გარეთ კვერცხუჯრედის განაყოფიერება და მის სრულ განვითარებამდე მიყვანა და დამოუკიდებელ სუნთქვასა და კვებაზე გადაყვანა შესაძლებელი გახდება, ვინ იქნება ამ ბავშვზე პასუხისმგებელი? – ამბობს ჰიუნი. ასევე ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით მეცნიერებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ.

ამ დროში ჩრდილო-დასავლელმა მკვლევარებმა EVATAR-ის მამრობით ექვივალენტზე მუშაობა დაიწყეს. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც მამაკაცის საკვერცხეებსა და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილებს შეიცავს და მას Dude Cube უწოდეს. ახლა უფრო რთულ სისტემაზე ADATAR-ზე მუშაობენ, რომელიც Dude Tube-ს სხვა ორგანოებთან აკავშირებს.