Connect with us

მოდა და სტილი

ქალის მოკლე ვარცხნილობები, რომელსაც დიდხანს დავარცხნა არ სჭირდება

როცა ისტორიულ ფილმს ვუყურებ, გმირის გრძელ დიდებულ თმას ყურადღებას ყოველთვის ვაქცევ. მდიდრული თმა ქალურობის სიმბოლოდ ყოველთვის ითვლებოდა. რაც უფრო გრძელია თმა, მით უფრო მიმზიდველია ქალი. ახლა დრო შეიცვალა და თავდაჯერებული ქალები მოკლე ვარცხნილობას დავარცხნის გარეშე ირჩევენ. ეს 40 წელს გადაცილებულ ქალებს განსაკუთრებით ეხებათ.

ეს ტენდენცია დიდი ხანია შევამჩნიე: რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო მოკლეა მისი ვარცხნილობა. მიზეზი ბევრია. ზოგი უბრალოდ იმიჯის შეცვლას ცდილობს, ზოგისთვის ფულის დაზოგვის მეთოდია. ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ სიგრძის მოშორება მნიშვნელოვანი არაა, სტილიც სწორად უნდა შეარჩიოთ. თუ ვარცხნილობა ჯერ ვერ შეარჩიეთ, Alltime.ge–ს რედაქცია მოკლე ვარცხნილობის 4 საუკეთესო ვარიანტს გთავაზობთ.

მოკლე ვარცხნილობები დავარცხნის გარეშე

კაშკაშა ვარცხნილობა ბობი

ერთ–ერთი უნივერსალური ვარცხნილობა. ბობი ძალიან ეფექტურად და მოცულობითად გამოიყურება. გამოცდილი დალაქი ვარცხნილობას თქვენს სახის ფორმას მოარგებს. ბობი თქვენს ინდივიდუალობას ხაზს გაუსვამს და წარმატებული ქალის საბოლოო შტრიხი გახდება.

ასეთი ვარცხნილობა საშუალებას გაძლევთ სქელი თმა ოდნავ გაათხელოთ. აი, თხელ თმას, პირიქით, ვიზუალურად მოცულობას მატებს (მრავალფენიანი ბობი). ერთადერთი, ხუჭუჭა თმის მფლობელებს ცოტა მეტი ძალისხმევის გაღება მოუწევთ.

თამამი ვარცხნილობა ასიმეტრიით

ჩვენს სახეს ბუნებით ე.წ. „სამუშაო მხარე“ აქვს. სწორი ვარცხნილობა ზოგიერთ დეფექტს დაფარავს, სხვებს აჩვენებს მხოლოდ იმას, რაც თავად გსურთ. ასეთი მანიპულაციისთვის ასიმეტრიული ვარცხნილობა იდეალურია.

გრძელი ჩოლკა, აპარსული საფეთქლები ან სხვა უფრო თამამი გადაწყვეტილება – ყველაფერი მხოლოდ თქვენი ფანტაზიით და სურვილით იზღუდება. ყოველდღიური სტილისთვის საკმარისია თმა ჩამოივარცხნოთ და მსუბუქად ზემოთ აჩეჩოთ. საქმიანი და რომანტიკული შეხვედრებისთვის ქაფი გამოიყენეთ.

მოკლე პიქსი

ბევრი ამ ვარცხნილობას ძალიან მოკლედ მიიჩნევს, მაგრამ სწორედ ეს ვარცხნილობა 50 წელს გადაცილებულ ქალებს შორის ყველაზე პოპულარულად ითვლება. იდეალურია მათთვის, ვისაც თხელი სახის ნაკვთები აქვს.

ვარცხნილობა ქალს ელეგანტურობას მატებს, აახლებს და აახალგაზრდავებს. კაცები ინტერესით აკვირდებიან ქალებს თავზე კეკლუცური პიქსით. მათი თავდაჯერებულობის შეიძლება მხოლოდ გვშურდეს.

შეუდარებელი პაჟი

თუ მზად არ ხართ, რომ თმას ბოლომდე დაემშვიდობოთ, მაშინ მოკლე პაჟი მოგეწონებათ. მას სწორი მრგვალი ფორმა და ლამაზი სქელი ჩოლკა აქვს. ვარცხნილობას დავარცხნა საერთოდ არ სჭირდება. მთავარია, თმა საჭირო მიმართულებით გაიშროთ. ფორმას თავის მომდევნო დაბანამდე შეინარჩუნებს.

დრო დავარცხნაზე რომ არ დახარჯოთ, 2 მარტივი წესი შეისწავლეთ. პირველ რიგში, ბუნების წინააღმდეგ არ წახვიდეთ. სწორი თმის დახვევა და ხუჭუჭა თმის დასწორება შეწყვიტეთ. ეს თმას მხოლოდ ზიანს აყენებს. მეორეც, თმის ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. ასე ნებისმიერი ვარცხნილობა დავარცხნის გარეშე მშვენივრად გამოიყურება.