Connect with us

ჰოროსკოპი

ქალის გულისკენ მიმავალი მთავარი გასაღები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალის გულისკენ მიმავალი მთავარი გასაღები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ქალის ლოგიკის გაგება შეუძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ ჩაკეტილ გულზე. ქალის გულის გასაგებად მისი ზოდიაქოს ნიშანი დაგეხმარებათ.

ვერძი

ამ ნიშნის ქალი აქტიური ადამიანი და მისი გულის გასაღების პოვნა პრობლემას არ წარმოადგენს. საკმარისია მისთვის საინტერესო საქმიანობის შესახებ გაიგოთ. შემდეგ კი ამ საქმით ერთად დაკავება შესთავაზოთ. ქალ ვერძს მამაკაცური თვისებები ახასიათებს. მამაკაცი თამამი და გაბედული უნდა იყოს, რომ ქალის გული მოიგოს.

კურო

ამ ნიშნის წარმომადგენელს იზიდავს მამაკაცი, ვისთანაც სულიერი კომფორტის შეგრძნებას შეძლებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ რჩეულს ემოციების გაკონტროლება შეეძლოს, იუმორის გრძნობა ჰქონდეს და გულუხვი იყოს. სიძუნწე და გაუმაძღრობა მათ სძულთ და ამ თვისებების დანახვისთანავე ურთიერთობას შეწყვეტს. მამაკაცმა ქალის გრძნობებზე გულწრფელი რეაგირება უნდა მოახდინოს და ეჭვიანობის საბაბი არ უნდა მისცეს.

ტყუპები

მიმზიდველობის საიდუმლოს ეს ქალები არასდროს გაგიზიარებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი გამოცნობა შესაძლებელია. ტყუპებს ჭკვიანი მამაკაცები იზიდავს. მთავარი ტიპი – მამაკაცი საინტერესო ჰობით და ღრმა მსოფლმხედველობით. ხანგრძლივი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, მამაკაცმა გოგოს მავნე ჩვევები უნდა გაითვალისწინოს. მისი შეზღუდვა არ უნდა სცადოს, ტყუპები ამას ვერ იტანს.

კირჩხიბი

კირჩხიბის გულის მოსაგებად მას ეჭვიანობის საბაბი არ უნდა მისცეთ. რაც უფრო ნაკლებად მოაწყობს ისტერიკას, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სიმშვიდეს. ურთიერთობაში სინაზეს და გულწრფელობას აფასებს. მამაკაცის სულიერი სითბო კირჩხიბის გაყინულ გულს გაადნობს. მის საბოლოოდ დაპყრობას შეძლებთ, თუ ოჯახის შექმნასა და მომავალ მამობაზე მზადყოფნას გამოხატავთ.

ლომი

ამ ამაყი ქალის გულის მოგებას კარგი მუსიკალური გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს. ის ხარბ და მეწვრილმანე პარტნიორს ვერ იტანს. საკუთარი პარტნიორით სიამაყე მისთვის მნიშვნელოვანია. მის დაპყრობას გულწრფელობით და ვნებით შეძლებთ, მაგრამ სჯობს საფულის და ინტელექტის მოცულობით გააოცოთ.

ქალწული

მათი რთული ხასიათის გაგება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. სწორი მიდგომის პოვნა საკმაოდ რთულია. თუ მამაკაცს ანალიტიკური აზროვნება აქვს, სნობიზმი არ ახასიათებს, თანამგრძნობია, ამ ქალის გულის დაპყრობის შანსი აქვს. ხშირად უფრო სწრაფად დასაახლოებლად მამაკაცები დაპირებებს იძლევიან, რითაც გარისკვას არ გირჩევთ, თუ მათი შესრულებისთვის მზად არ ხართ. ქალწული ტყუილს ადვილად ამოიცნობს.

სასწორი

ამ საკუთარ თავზე შეყვარებულ ქალებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისით აღფრთოვანებულები იყვნენ. მათი გულის გასაღებს სინაზით და დიპლომატიური ურთიერთობით მიაღწევთ. გაუზრდელ და ეგოისტ ადამიანს ვერ იტანს. მათი სულის შესაცნობად პარტნიორი მოვლილი და ელეგანტური უნდა იყოს.

მორიელი

ამ ნიშნის ქალები მშვიდ ოჯახურ ცხოვრებაზე, ერთგულ სიყვარულსა და ირგვლივ ბავშვებზე ოცნებობენ. ხშირად მათ ცხოვრებაში პარტნიორები ეგოისტები და გულგრილები ხდებიან. ქალი მორიელი თვლის, რომ დაე მისი არჩევანი შეცდომა იყოს, მაგრამ გარკვეულ ქარიზმას ფლობდეს. ის როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალური კუთხით ძლიერ მამაკაცს აფასებს. მხოლოდ მოთმინებით აღჭურვილი ადამიანი შეძლებს მის მოხიბვლას.

მშვილდოსანი

მისი გულის დაპყრობას მხოლოდ უჩვეულო ადამიანი შეძლებს. ის ყველაფერს ახალს აფასებს, რისი სწავლა ან აღფრთოვანება შეუძლია. მის გვერდით მამაკაცი დიდხანს დარჩება, თუ იუმორის გრძნობა, საღი აზრი და მომხიბვლელი გარეგნობა ექნება. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს ცხოვრების ზუსტი გეგმა ჰქონდეს და მას მისდიოს.

თხის რქა

ქალ თხის რქას მამაკაცებში საღი აზრი და საკუთარი შეცდომის აღიარების უნარი იზიდავს. ამ ნიშნის წარმომადგენელი ხშირად ორჭოფობს და ახალ რჩეულს ფრთხილად ეპყრობა. პარტნიორი ჭკვიანი, მდიდარი და საიმედო უნდა იყოს. მხოლოდ სიტყვებით მხარდაჭერა მისთვის არაფერს ნიშნავს. საკუთარ ემოციურ სტაბილურობაში დარწმუნებულნი არიან და მატერიალური მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ. აი, გრძნობების გამოხატვა საჭირო არაა.

მერწყული

ამ ქალებს შიში და კომპლექსები არ აწუხებთ. პარტნიორი მისი ნამდვილი მეგობარი უნდა იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მამაკაცური საქმეებით უნდა დაკავდეთ. საკმარისია ფანტაზია გამოიჩინოთ და ეჭვიანობა დააოკოთ. სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებას მარტივი კომუნიკაციის, საერთო მიზნებისა და ინტერესების დახმარებით შეძლებთ.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლის სულამდე მიღწევა ერთი მარტივი მიზეზით ძალიან რთულია: მათი მიჯაჭვულობა და ინტერესები ყოველდღიურად იცვლება. საერთო საქმე მხოლოდ თანამშრომლობის დროს დაგაკავშირებთ. რჩეული მუსიკაში უნდა ერკვეოდეს და საუბრის მხარდაჭერა შეეძლოს. უმჯობესია, თუ პარტნიორს გარკვეული ნიჭი ექნება. საყვარელ ადამიანთან დაახლოების მიზნით კომფორტის ზონის დატოვება დაგჭირდებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.