Connect with us

ყვავილები

ფუჭყვავილა კიტრზე: რა არის ამ უსიამოვნების მიზეზი

„ფუჭყვავილა კიტრზე. აი, როგორ გამოიყურება მეაგარაკეების იმედგაცრუება!“ – ჩაიცინა დედამ. კარგია, რომ ყოჩაღმა მეზობელმა გვასწავლა, როგორ გავუმკლავდეთ ამ უსიამოვნებას მარტივი შინაურული მეთოდებით. პრობლემის მიზეზის და მასთან ბრძოლის მეთოდების ცოდნით მუწუკებიანი მწვანე ლამაზმანის უხვი მოსავლის მიღებას შეძლებთ.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რატომ ჩნდება ფუჭყვავილა კიტრზე და როგორ გავუმკლავდეთ მას.

ფუჭყვავილა კიტრზე

ფუჭყვავილას მამრობით ყვავილებს უწოდებენ, რომლებიც არ ინასკვება. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კიტრზე ფუჭყვავილა არასწორი მოყვანის პირობებში ჩნდება. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნაკლები სინათლე, მჭიდროდ დარგვა, უხვი მორწყვა ან ცივი წყლით მორწყვა, არასათანადო ტემპერატურა ან არასწორი გამოკვება.

როგორც ხედავთ, მიზეზი ბევრია. თუმცა უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არაა.

როგორ მოვიქცეთ? ზემოთ დაშვებული შეცდომები არ დაუშვათ. თუ ფუჭყვავილა მაინც გამოჩნდა, კიტრის ზედა თავი გადაჭერით, როგორი გრძელიც არ უნდა იყოს. ამ მიზნით მთავარი ღერო გადაჭერით, გადანაჭერ ადგილს ნაცარი მოაყარეთ და მაქსიმუმ 3 ნამხარი დატოვეთ, რომ გასქელება თავიდან აიცილოთ. მთავარ მცენარეს ყველა ფოთოლი მოაშორეთ. ყვავილებს არ შეეხოთ. ეს მეთოდი ხშირად კარგად მოქმედებს!

მაგალითად, დედამ აივანზე 2 კიტრი დარგო. ორივე ფუჭყვავილით ყვავილობს. მეზობლის რჩევით ეს მეთოდი გამოიყენა და გვერდითა ყლორტებზე ნასკვები გამოჩნდა.

ყველას მშვენივრად ესმის, რომ რაც უფრო მეტად იზრდება კიტრი, მით მეტი საკვები და ტენიანობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ნასკვები ყვითლდება, ხმება და ცვივა.

მდედრობითი ყვავილის ფორმირებისთვის საპირისპიროდ იმოქმედეთ. ფუჭყვავილა შეგიძლიათ მოიშოროთ, თუ მორწყვას და გამოკვებას შეწყვეტთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერს ზომიერება სჭირდება. მთავარი ამოცანა – ნიადაგი არ გამოაშროთ. როგორც კი ნანატრ მდედრობით ყვავილს დაინახავთ, სასწრაფოდ მორწყეთ და გამოკვებეთ.

თუ ფუტკრის მიერ დამტვერილ კიტრს ღია ნაკვეთზე ან სათბურში ზრდით, დამტვერავი მწერები სხვადასხვა ბალახების და ყვავილების არომატებით უნდა მოიზიდოთ. ფუტკრებს მოიზიდავთ, თუ მცენარეს ტკბილი ხსნარით დანამავთ: 1 ჩ/კ შაქარი 1 ლ წყალზე.

პირადად, მე, კიტრზე ფუჭყვავილა ყოველ წელს მეზრდება იმის მიუხედავად, რომ ყველა პირობას ვასრულებ 1–2 ბუჩქი სტაბილურად დიდებულად ყვავილობს, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა, რომ საქმე მქონდეს და ბაღი ზღაპრული არ გამოჩნდეს.

თქვენ როგორ ებრძვით ფუჭყვავილას? თქვენს ბაღში ხშირი მოვლენაა?