Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგი გამოაშკარავებს თქვენს ძველ შიშებს, რომელიც ბედნიერ ცხოვრებაში ხელს გიშლით

ყოველდღიური შფოთვა, გაღიზიანება, უძილობა ხშირად ზედმეტ მუშაობას უკავშირდება. თუ დეპრესიას, ყურადღების გაფანტვას ან მუდმივ დაღლილობას გრძნობთ, არაფერი გახარებთ – ეს ფსიქოლოგთან მიმართვის მიზეზია. ფსიქოლოგი ვიზიტისას რამდენიმე ტესტს შემოგთავაზებთ და ეცდება თქვენი შფოთვის მიზეზი გაარკვიოს. ზოგჯერ ფარული შიშები ნერვიულობის მიზეზი ხდება. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს სურათით, რომ გაიგოთ, რა გაწუხებთ ახლა.

ფარული შიშები

ადამიანის ქვეცნობიერში ინახება მოგონებები ბავშვობის, სასიხარულო და სამწუხარო შემთხვევების შესახებ. ზოგჯერ ადამიანი გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს ეჯახება, რომელსაც ქვეცნობიერის კარადიდან შიშებით სავსე ფოლდერი გამოაქვს. ეს მომავალში ადამიანის ქცევასა და განწყობაზე გავლენას ახდენს. ქვემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ. რა მოგვხდათ თვალში პირველად?

გოგონა

ბავშვის ემოციური განვითარებისთვის დედასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. თუ ბავშვობაში დედის ყურადღების გარეშე ხშირად რჩებოდით ან თქვენს ურთიერთობას თბილს ვერ უწოდებთ, ქვეცნობიერად პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობთ. ზრდასრულ ცხოვრებაში გიჭირთ გადაწყვიტოთ, თუ რა არის სწორი და ხშირად მიღებულ გადაწყვეტილებებს ნანობთ.

სკა

სკა კონცენტრირების, სასიამოვნო ემოციების სიმბოლოა. ეს ემოციები უკავშირდება ადამიანების მონატრებას, რომლებიც ცოცხალი აღარ არიან. ახლა მხარდაჭერა, ზრუნვა გჭირდებათ, თუმცა გარედან სიცოცხლით სავსე და ბედნიერი ჩანხართ.

ფუტკარი

მწერი ადამიანში მტრობას იწვევს. გარემოს ეჭვის თვალით უყურებთ და უცხო ხალხის კომპანიაში თავს უხერხულად გრძნობთ. თქვენთვის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია და სანამ ახალ ნაცნობზე ყველაფერს არ გაიგებთ, მის ნდობას ვერ შეძლებთ. შფოთვა და ეჭვიანობა გარშემომყოფების ზრუნვის და სიყვარულის დანახვაში ხელს გიშლით.

ჩაი

გოგონას ხელში ფინჯანი ჩაი უჭირავს. ჩაი ნახატის ცენტრში მდებარეობს და სიყვარულის სიმბოლოა. გვერდით დიდი თერმოსი ჩაით დევს, თქვენთვის ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანის ნდობა გიჭირთ, ვინც გიყვართ, თუმცა სიყვარული ორმხრივია. საყვარელი ადამიანის გრძნობა მიიღეთ და ენდეთ, ასე შიში და თავდაუჯერებლობა ძვირფასი ადამიანის მკლავებში აორთქლდება.

ხე

ხე ჩვენი ფესვებია. გამოდის, პრობლემა მშობლებთან ურთიერთობაშია. შესაძლოა, ქვეცნობიერად საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით და ცხოვრებაში მოწოდებას ვერ პოულობთ, ხოლო ბავშვობის მოგონებები ან მშობლების დოგმები საყვარელი საქმით დაკავების საშუალებას არ გაძლევთ. თქვენ დიდი პოტენციალი გაქვთ, რომლის რეალიზებას ვერ ბედავთ. როგორც კი, თქვენი მიზნისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამთ, თავბრუდამხვევ ცვლილებებს მიაღწევთ.

ცხოველები ხის უკან

თქვენი საუკეთესო მეგობრები ბავშვობაში რბილი სათამაშოები იყვნენ და მათ ყველა საიდუმლოს უმხელდით. სათამაშოებთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდით. ცხოველები ხის უკან დამალულია. ეს იმას ამბობს, რომ ბავშვობაში სხვებთან დამეგობრება გიჭირდათ და თავს მარტოსულად გრძნობდით. სპეციალისტთან უნდა იმუშავოთ, რომ თქვენი ზრდასრული ცხოვრება მოაწესრიგოთ.

ზოგჯერ ფსიქოლოგიური ტესტები თვალს გვიმხელს ფარულ პრობლემებზე, რომლის დანახვაზეც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უარს ვამბობთ. ის, თუ როგორი იყო ადამიანის ბავშვობა, მის ხასიათს, ინტერესს, მსოფლმხედველობას და ადამიანებისადმი ნდობის უნარს განსაზღვრავს. გარემოსთან ჰარმონიაში რომ იყოთ, ბავშვობის შიშებზე და წყენაზე ფსიქოლოგთან იმუშავეთ, რომ ზრდასრული ცხოვრებით ისიამოვნოთ. თქვენ რა დაინახეთ პირველად?