სხვა
ფსიქოლოგიური ფაქტები ტვინის შესახებ
ადამიანის ტვინი გასაოცარი ორგანო გახლავთ. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს მისი ბოლომდე შესწავლა. ყოველ ადამიანს აქვს ტვინის შესაძლებლობების ზრდის პერსპექტივა, რაც უფრო მეტს ვიგებთ მის შესახებ, მით უფრო მეტი შანსი გვეძლევა ჩვენი ტვინის შეასძლებლობების უკეთ განსავითარებლად.
ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მაინც გვაქვს საერთო პრინციპები რომლებსაც ჩვენი ქცევები ექვემდებარება. ეს ეხება თაობათა ჩვევებს და ინსტინქტებს გამოქვაბულების პერიოდიდან ან ფიქრის უნარი რომელიც ადამიანმა ათასწლეულების წინ აითვისა. ბოლო ორი ასწლეულის მანძილზე მეცნიერებმა ტვინი უკეთ შეისწავლეს რამაც საშუალება მოგვცა უფრო მეტი ფაქტი შეგვეტყო მის შესახებ:
ჭკვიანი ადამიანები უფრო მორიდებულები და თავმდაბლები არიან
1999 წელს, ორმა სოციალურმა ფსიქოლოგმა საინტერესო ფაქტი გახსნა: ხშირ შემთხვევაში ჭკვიანი ადამიანები საკუთარ თავს ვერ აფასებენ, უფრო დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები კი პირიქით. მაგალითად, ადამიანი სწავლობს ხატვას. თავიდან ძალიან მოსწონს და ეჩენება, რომ ცუდად არ გამოსდის. უმცა დროდადრო, როდესაც ის თავის უნარებს განავითარებს, ხვდება, რომ ჯერ ხატვის შესახებს ბევრი არ იცის და მისი შედეგები საკმარისი არ არის. დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები კი ადექვატურად ვერ აფასებენ თავის შესაძლებლობებს. მათ შეიძლება მოეჩვენოთ, რომ გენიოსები არიან.
როგორ მუშაობს მეხსიერება
ალბთა გახსოვთ გარკვეული მოგონებები ადრეული ბავშვობიდან. მაგალითად, როგორ შეხვედით ბაღში, ან როგორ გადაიხადეთ ერთ-ერთი პირველი დაბადების დღე. ნამდვილად შეიძლება გვახსოვდეს ის რაც ამდენი ხნის წინ იყო?! სინამდვილეში ჩვენ გვახსოვს არა მოვლენა, არამედ მისი ბოლო გახსენება. როდესაც რაიმე მოგონებას იხსენებთ, ტვინი მის გადაწერას ახდენს და სწორედ ის გამახსოვრდებათ რაც მისი ბოლო მოგონებისას გაგახსნედათ. შესაბამისად მოგონებები ნელ-ნელა სახეს იცვლიან და ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ სრული სიზუსტით ვეღარ გავიხსენებთ რა მოხდა მაშინ.
მუსიკა აღქმას ცვლის
მხიარული მუსიკა გვამხნევებს, სევდიანი კი რთულ სიტუაციაში გვეხმარება. თუმცა განწყობის გარდა მუსიკას აღქმის უნარის შეცვლაც შეუძლიათ. 2011 წელს ჩაატარეს ექსპერიმენტი. ადამიანებს თხოვეს სევდიანი მუსიკის მოსმენა და თან იმ ფოტოების არჩევა რომლებზეც ბედნიერი სახეები იყო გამოსახული. თუმცა ექსპერიმენტის მონაწილეებს ამ დავალების შერულება გაუჭირდათ. როგორც აღმოჩნდა, სევდიანი ემოციის დროს ტვინს უჭირს პოზიტიური ემოციების აღქმა. ამ ეფექტს “აღქმის მოლოდინი” ეწოდება: ტვინი ცდილობს თვალებითაც ის დაინახოს რაც ყურში ჩაესმის.
ისწავლეთ სხვა ენაზე ფიქრი
ყველას სურს სწორი გადაწყვეტილების მიღება. რთულ სიტუაციაში სწორი არჩევანის გასაკეთებლად, ეცადეთ სხვა ენაზე იფიქროთ. უცხო ენა საკითხის ემოციურ მხარეს მოგაშორებს, შედეგად უფრო ლოგიკას დაეყრდნობით და სწორ დასკვნებს გააკეთებთ.
სარკაზმი სასარგებლოა ტვინისთვის
ადამიანი რომელიც სარკაზმს იყენებს – უფრო განვითარებული შემოქმედებითი თვისებები აქვთ. სარკაზმი მიგვანიშნებს, რომ ადამიანს აზროვნებისას ჩარჩოებიდან გამოსვლა შეუძლია. ასეთ იუმორს ბიოლოგიურად მეტი ძალისხმევა ჭირდება, რადგან საჭიროა აზრის სწრაფი გამოტანა და ხუმრობის ტონისა და განწყობის შერჩევა. სარკაზმს შეუძლია კრეატიული და აბსტრაქტული აზროვნების განვითარება.
ზედმეტი ძილის პარადოქსი
10-11 საათიანი ძილის შემდეგ, ტვინს გაცილებით მეტი დრო აქვს დასასვენებლად, თუმცა გაღვიძების შემდეგ დასვენების ნაცვლად მოთენთილობასა და დაღლილობას ვგრძნობთ. საქმე იმაშია, რომ უძილობა და ზედმეტი ძილი – ტვინზე თანაბრად მოქმედებს. ტვინის სწორად მუშაობისთვის აუცილებელია არ დაარღვიოთ ბიოლოგიური საათი და ძილისთვის იდეალური ნორმა შეარჩიოთ.
მზის ძალა
ყველას გამოგვიცდია დაღლილობა სამუშაო დღის ბოლოს, თუმცა ქუჩაში გამოსვლისას თავს შედარებით უკეთ ვგრძნობთ და დაღლილობაც თითქოს ქრება. საქმე იმაშია, რომ მზე არა მხოლოდ გვათბობს არამეს D ვიტამინითაც გვავსებს, ეს კი განწყობას არეგულირებს და ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს. ადამიანები რომლებიც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობენ სადაც ნაკლები მზეა – უფრო დეპრესიულები და გაღიზიანებულები არიან.
“მე ვიცი რომ, არაფერი ვიცი!”- სოკრატეს ეს სიტყვები დღემდე აქტუალურია, თუმცა რაც შეეხება ადამიანის ტვინს, მისი შესწავლა დღემდე აქტიურად გრძელდება და თანდათან სულ უფრო და უფრო მეტ საინტერესო ფაქტებს ვიგებთ მის შესახებ!